სიახლეები
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიმ, დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს, საკონსტიტუციო სასამართლოში უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებს შორის სამართლებრივ სფეროში ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.