სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების ვიზიტი თურქეთში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბექა ქანთარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტმა, ანი ბონდარენკომ მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ანკარაში 6-7 ოქტომბერს გაიმართა.

ღონისძიება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, აზიის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და მათი ექვივალენტური ინსტიტუტების ასოციაციის ორგანიზებით წელს მეცამეტედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 32 ქვეყნის წარმომადგენელმა. თემას წარმოადგენდა: „ოჯახური ცხოვრება კონსტიტუციური პერსპექტივიდან და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი ანი ბონდარენკო თემაზე - „ოჯახის დაცულობის პრეცედენტული პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში“. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლოს მოსამართლეებს.