სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების ახალი შემადგენლობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბერს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-11 მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიიღო დადგენილება სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ შემდეგი შემადგენლობით:პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი და მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.

ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-10 მუხლის, მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი.