სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, არსებითი განხილვის სხდომები კონსტიტუციურ სარჩელზე №1979 განახლდება 30 ნოემბერს 12:00 საათზე და გაგრძელდება 1,2,3 და 4 დეკემბერს 12:00 საათზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში,  არსებითი განხილვის სხდომები კონსტიტუციურ სარჩელზე №1979 - „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ განახლდება 30 ნოემბერს 12:00 საათზე და გაგრძელდება 1,2,3 და 4 დეკემბერს 12:00 საათზე.