სიახლეები

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ კილაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა მრჩეველმა ეკატერინე მჟავანაძემ უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს სამართლებრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და პერსპექტივებზე.