ანონსები

„ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2019 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1251). სადავო ნორმების მიხედვით, პირის მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. ამასთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის წესით. მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც 1995 წელს კონკურსის გარეშე განწესდა თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იგი საჭიროებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისთვის მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლის დავალდებულება არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. ამავე დროს, იგი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულ მდოგმარეობაში იმყოფება იმ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებიც თანამდებობ...

გაგრძელება

„ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334)

2019 წლის 22 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334). სადავო ნორმის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ მოთხოვნებს. კერძოდ, არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება - შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ამდენად, მასზე არ მომხდარა ამ უფლებამოსილების დელეგირება. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, სადავო ნორმით კი ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული...

გაგრძელება