სიახლეები
ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე ვასილ როინიშვილი და და სასამართლოს მდივანი, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი, მიმდინარე წლის 16- 18 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბაქოში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში და საიუბილეო ღონისძიებებში.
ორ დღიანი ვიზიტი საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა, რომლის თემას: „კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების გზით კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფის თანამედროვე ტენდენციები“ წარმოადგენდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ევროპისა და აზიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები; აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მოისმინეს მოხსენებები და მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ დისკუსიებში. დებატებში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და სასამართლოს წევრებთან. კოლეგებმა გამოხატეს სურვილი და მზაობა შემდგომი თანამშრომლობის, პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, როგორც საერთაშორისო, ასევე სამართლებრივი მიმართულებით.


