საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება N144/3
დოკუმენტის ნომერი | 144/3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი |
მიღების თარიღი | 24/06/2025 |
გამოქვეყნების წყარო | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი (www.constcourt.ge) |
გამოქვეყნების თარიღი | 01/07/2025 |
კონსოლიდირებული ვერსიის ჩამოტვირთვა | ჩამოტვირთეთ .pdf |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა N144/3
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის 120/1 რეგლამენტში
ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
ა დ გ ე ნ ს :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის
120/1 რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-16 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
უწყებების გაგზავნა, სამართალწარმოების მონაწილის საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საშუალებებით დაბარებისა და ზეპირად ინფორმირების ორგანიზება ევალება სასამართლოს სამდივნოს.
2. მე-204 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო ადგენს დისტანციურ სხდომაში მონაწილე პირების ნუსხას. სიაში მიეთითება:
ა. მონაწილე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ. ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
გ. სტატუსი, რომლითაც მონაწილეობას იღებს სხდომაში.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის გაფრთხილება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ხდება ზეპირად, სხდომის თავმჯდომარის მიერ. ამავე დროს, სასამართლოს სამდივნო უზრუნველყოფს ხსენებული პირებისათვის გაფრთხილების ტექსტის წინასწარ გაგზავნას, რომლის ადრესატის მიერ მიღების საკითხს ამოწმებს სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებლობის შესახებ ზეპირად გაფრთხილებამდე. ამ პუნქტში მითითებული სტატუსით ჩართულ პირთა ციფრული სახელი განისაზღვრება: [სტატუსი: სახელი, გვარი].
3. მე-206 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსები ადგენენ დისტანციური სხდომების მართვის ტექნიკურ ჯგუფს. ჯგუფს ხელმძღვანელობს სასამართლოს სამდივნოს უფროსი.
4. ეს ცვლილებები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
რევაზ ნადარაია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
გიორგი თევდორაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი