• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის №1/4/123/4 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი №1/4/123/4
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ავთანდილ დემეტრაშვილი, ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე,
თარიღი 24 მარტი 2000

პლენუმის შემადგენლობა :

1.ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);

2.ნიკოლოზ შაშკინი;

3.ავთანდილ აბაშიძე;

4.ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);

5.ბესარიონ ზოიძე;

6.იაკობ ფუტკარაძე;

7.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

8.ლამარა ჩორგოლაშვილი;

9.ზაურ ჯინჯოლავა.

სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54–ე მუხლის მე–10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლთან და 49–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: 1.მოსარჩელის – საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელბახიანი; 2. მოპასუხის– საქართველოს პარლამეტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54–ე მუხლის მე–10 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე საქმეზე მომხსენებელმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოახსენა, რომ 2000 წლის 23 მარტს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში <<საქართველოს საკანონმდებლო მაცნე>>(N10) გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა <<საქართველოს ორგანული კანონი <<საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ>> საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე >>, რის შედეგადაც სადავო დებულებამ ძალა დაკარგა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას ,საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა <<საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ >> კანონის მე–13 მუხლის მეორე პუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე – „საქართველოს პარლამენტის ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);

ნიკოლოზ შაშკინი;

ავთანდილ აბაშიძე;

ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);

ბესარიონ ზოიძე;

იაკობ ფუტკარაძე;

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

ლამარა ჩორგოლაშვილი;

ზაურ ჯინჯოლავა.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ