ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
ფაილის ატვირთვა
ატვირთეთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტი. დოკუმენტი უნდა იყოს .pdf ფაილური ფორმატით და დატანილი უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს, "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისა და ტექნიკური ინსტრუციებისთვის მიჰყევით ბმულს: https://id.ge
სახელი/დასახელება
სახელი/დასახელების ველში სავალდებულოა მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელი და გვარი ან საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირიას სრული დასახელება.
ელ. ფოსტა
ელ. ფოსტის ველში სავალდებულოა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტა რომელზეც მოგეწოდებათ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ტელეფონის ნომერი
ტელეფონის ნომრის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნის ტელეფონის ნომერი.
მისამართი
მისამართის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნის მისამართი.
პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი
პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრის ველში სავალდებულოა მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნის პირადი ნომერი (თუ ინფორმაციას ითხოვს ფიზიკური პირი) ან საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ ინფორმაციას ითხოვს იურიდიული პირი).
შეტყობინება
შეტყობინების ველში საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს შეუძლია მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება.