ბიბლიოთეკა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ფუნქციონირებს სასამართლოს ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცემები, როგორც სხვადასხვა პერიოდის გადაწყვეტილებები, ასევე სასამართლოს ყოველწლიური ანგარიშების კრებულები. ამასთანავე, ბიბლიოთეკა აერთიანებს იურიდიულ და სამართლებრივ ლიტერატურას, უზენაესი სასამართლოს გამოცემებს, სამეცნიერო და სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ანალიტიკურ - საგანმანათლებლო კრებულებს.
სასამართლოს ბიბლიოთეკაში ინახება როგორც ევროპული, ასევე ამერიკული იურიდიული ლიტერატურის აკადემიური გამოცემები.
ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.