• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის №2/1/130 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ“.

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

„საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ“.

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №2/1/130
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 29 მარტი 2002

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;

2.ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;

3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

4.ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გურამ შამანიდი.

კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2000 წლის 27 მარტს.

კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

დავის საგანი: „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებათა ექსპულუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 10 თებერვლის N46/02 ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელის „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 10 თებერვლის N46/02 ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

2. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტრო და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო;

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

4. საქმეს არსებითად განხილვა დაიწყოს 11 აპრილს 11 საათზე;

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)

ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)

ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ