გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1663 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ცააძე |
თარიღი | 8 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილება;
ბ. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილება;
გ. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების მუხლი 1 და მე-2 მუხლი |
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 1.ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო; 2.დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით; 2.საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ; 3.სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების მუხლი 1 და მე-2 მუხლი |
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 1.ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო; 2.დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით; 2.საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ; 3.სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) |
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 1.ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო; 2.დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით; 2.საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ; 3.სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი.
საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი გიორგი ცააძე, რომელსაც მიაჩნია, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1 თავისი ჰორიზონტალური ცხრილის გრაფით (მონაცემებით) მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1 და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) ნორმატიულ კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების, (რაც გამოიხატება შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-6 მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით და საქართველოს კოსტიტუციის 26-ე მუხლთან მიმართებით. კერძოდ მოცემულ ნორმატიულ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ადგენს: მუხლი 1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 63. (შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ -9.671-36.678-48.244, მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2020 წლის 1 ივლისიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 1 იანვრამდე მუხლი 1, მუხლი 2 მთლიანად თავისი იურიდიულ-ნორმატიული შინაარსით, რომლითაც განისაზღვრა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი, მიმაჩნია, რომ ეწინააღმდეგება ჩემს მიერ ნახსენებ კონსტიტუციის ნორმებსა და მიმაჩნია, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N38 დადგენილება, რამაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველიპუნქტისა და 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: მუხლი 1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე): შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“-1.895 თეთრი/კუბ.მეტრი.“. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული ნორმატიულ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტის მთლიანი შინაარსი (ბუნებრივი აირის ფასის დადგენაზე) ზუსტად იმ სამართლებრივი დოზითა და აღწერილობით ცვლილების შეტანას, რაც განსაზღვრულია „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N38 დადგენილებით და ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N38 დადგენილებით, რომელიც ძალაშია 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იავრამდე და ადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ერთს მხრივ შპს „სოკარ ჯორჯიას“ მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიმართ მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციური არის და ცნობილი უნდა იყოს არაკონსტიტუციურად ჩემს მიერ ზემოთხსენებულ და ასევე სარჩელის დასაბუთების ნაწილში ნახსენებ საქართველოს კონსტიტუციის ნორმებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ, უხეშად, ფუნდამენტალურად ფეხქვეშ თელავენ, უგულვებელყოფენ და არღვევენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს საქართველოს კონსტიტუციის რიგ ნორმებთან მიმართებით, რაც შესაბამისობაში გახლავთ საერთაშორისო კონვენციებთან, პაქტებთან, დეკლარაციებთან, ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების მუხლი 1-ში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის მთლიანი გრაფა (ყველა მონაცემი), მე-2 მუხლი, (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995), „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების მუხლი 1, და მე-2 მუხლი (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995), „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995), დამატებითი დეტალები სრულად იხილეთ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მიერ მიღებული წერილი N 9381-4/07-23-2-202111171913, გამოცემის თარიღი: 17/11/2021, თანდართულ დადგენილებასთან ერთად 3 ფურცლად. აღნიშნული დადგენილებები ცალსახაა, რომ პირდაპირ უხეშად არღვევევენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს იმ გარემოებიდან და ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მძვინვარებს უკვე წლებია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, გაიზარდა უმუშევართა სტატისტიკური რაოდენობა, შემცირდა ხელფასები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის, უმუშევრობიდან და გაჭირვებიდან გამომდინარე გაიზარდა კრიმინალი, მოიმატა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა იმ მიზეზით, რომ ყოველ მე-2 ოჯახს ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია და ოჯახის რომელიმე წევრი წასულია იმისთვის, რომ არჩინოს თავისი მოხუცი დედ-მამა, შვილი და მეუღლე, ლარის კურსი არის საკმაოდ დავარდნილი დოლართან მიმართებით (ცვალებადი უკურპროპორციულად) თუმცა ეს ქონიობს უარყოფით ფინანსურ გავლენას საერთო მოსახლეობაზე, ბიზნესზე, კერძო კომპანიებზე, სახელმწიფო თუ არასახელწმიფო დაწესებულებებზე ა.შ, თუმცა ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ კერძოდ სემეკმა ამ ტიპის დადგენილების გამოცემით რატომ მიანიჭა პრივილეგია და ჩააყენა პრიორიტეტულ მდგომარეობაში კერძო კომპანია შპს „სოკარ ჯორჯიას“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ერთ შემთხვევაში ბუნებრივი ტარიფის 36.678 თეთრი/კუბ. მეტრის ოდენობით დადგენით და მეორე შემთხვევაში 1. 895 თეთრი/კუბ.მეტრზე დადგენით. ეს პირდაპირ უშლის ხელს კომერციული საწარმოების თავისუფლად ფუნქციონირებას ამ ტიპის დადგენილებებით სემეკის მიერ ფასის ბუნებრივი ტარიფის ფასის დადგენით, რაც არაპირდაპირი მეთოდით ზღუდავს, ბოჭავს კომერციულ საქმიანობას, გაუსაძლისი კომუნალური გადასახადიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია კომერციული საწარმოების მოგებაზე მუშაობა მითუმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კომუნალური გადასახადის გარდა კომერციულ საწარმოებს აქვთ უამრავი ტიპის გადასახადი: საშემოსავლო, დღგ, აქციზი, მოგება ა.შ, ამას ემატება საერთო მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონი ქვეყანაში და პანდემია. ამ ტიპის დადგენილებების გამოცემით ისედაც რთულ სოც-პოლიტიკურ ვითარებაში ფინანსურ (მატერიალურ) ტვირთად ედება კომერციულ ბიზნესებს მომატებული გადასახადები, რითაც შეუძლებელია ხდება მათი ფუნქციონირება. ეს არაპირდაპირი (ირიბი) მეთოდით ხელს უშლის და ზღუდავს თავისუფალ კომერციულ საქმიანობას, აფერხებს, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით საფრთხეს უქმნის ჯანსაღ, მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებს, რომლებიც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია უპირველესყოვლისა სახელმწიფოსთვის და შემდგომ საყოფაცხვრებო შემოსავლის მომტანია თითოეული ადამიანისთვის (მეწარმისთის), რომელიც კერძო კომერციული საქმიანობით არის დაკავებული და საცხოვრებელ შემოსავალს ამ მეთოდით იძენს. ამის მიზეზად კმპანიებს როგორც ყოველთვის მოყავთ პირადი, პერსნალური მერკანტილური მიზეზები, რომ ამ პანდემიურ ფონზე მათი ხარჯი გაიზარდა, იზარალეს და ამიტომ მათი კომერციული ხარჯების სტაბილიზაცია უნდა განხორციელდეს სხვა ფიზკური თუ იურიდიული პირების შემოსავლების ხარჯზე, რაც ყოვლად არათანასწორია, არათანაზომიერი, დაუბალანსებელი, უსაფუძვლო, ატიპიური და ალოგიკური. შპს „სოკარ ჯორჯიასთვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენა -36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარფის განსაზღვრა 1.895 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით გაზის ტარიფის მატების თვალსაზრისით ცოტა გაურკვეველი, საეჭვო და უცნაურია ჩემთვის, როგორც არასამთავრობო რიგითი მოქალაქე, ფიზიკური პირისთვის, რომელიც გახლავართ იურისტი და ჩემი მუშაობის (საქმიანობის) არეალი გახლავთ კონცენტრირებული (ორიენტირებული) ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე. გახლავართ არასამეწარმეო იურიდიული „თავთავი“-ის ერთ-ერთი დამფუძვნებელი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანას აქვს საგარეო ვალი დაახლოებით 33 000 000 000 ლარის ოდენობით, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირეს 2019 წლის მაისიდან დაემატა პანდემია, რამაც უკიდურესად უარყოფითი გავლენა იქონია თითოეული მოქალაქის ფინანსურ მხარეზე, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, ქვეყანაში მოიმატა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა, რაც პირდაპირ სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა იმისა, რომ სახელწმიფოს გაეკეთებინა სუბსიდიის სახით შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე და დაერეგულირებინა ეს საკითხი, რაც მეტნაკლებად განახორციელა. თუ გავუყვებით იმ მოსაზრებას და არგუმენტს, რომ კომპანია შპს „სოკარ ჯორჯია“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“(შემდგომში-საწარმომ) ქვეყანაში სავალუტო კურსის მისი კომერციული ინტერესების აქტი ან მისი ნაწილი, როგორც გახლავთ ამ შემთხვევაში მოცემული დადგენილებები, ნიშნავს (გულისხმობს) და მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სამართლებრივად ის საქართველოს უმაღლესი კანონის კონსტიტუციის იმ ნორმასთან არის წინააღმდეგობრივი, რომელთანაც ეს ორგანული კანონი გახლავთ შეუსაბამო, ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილები, რაც გულისხმობს სახელწიფოებრივი გადასახადის საწინააღმდეგო ცვალებადობიდან გამომდინარე (ფინანსური ზარალის ნახვიდან) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას შემდგომში (სემეკს), რომ გაზის ტარიფი მოემატებინათ დადგენით და სემეკმა კომისიის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შემდგომ საფუძვლიანად მიიჩნია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, პირდაპირ არაპროპოციული, არაზომიერი, (ზღვრის ზღვარი), არასაჭირო, გამოუსადეგარი და შეუსაბამო გამოდის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის რიგ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, უფრო კონკრეტულად თანასწორუფლებიანობასთან, პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან, ღირსების ხელშეუვალობასთან., რადგან პირდაპირ უხეშად ერევა დაცულ სფეროში, რაც მდგომარეობს და გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი უზენაესი აქტი ან ღონისძიება ხელს უშლის ან უკრძალავს ინდივიდს ისეთ მოქმედებას, რომელიც ხდება კონკრეტული ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში, ასევე ანალოგიურ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ორგანოს (ინსტიტუტის) სემეკის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლთან, რაც სოციალურ სახელმწიფოს გულისხმობს და მისი სამართლიან უზრუნველყოფილ პირობებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან, რაც ეკონომიკურ თავისუფლებას გულისხმობს და ამით აშკარად ხდება არაპირდაპირ გზით კომუნალური გადასახადის ტარიფის დადგენით აღნიშნული უფლების შეზღუდვა და ჩარევა, 26 მუხლთან, რაც შრომის თავისუფლებას გულისხმობს, პროფესიული კავშირების თავისუფლებას, გაფიცვის უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას, კერძოდ მე-4 ნაწილი, სადაც საუბარია მეწარმეობის თავისუფლების უზრუნველყოფაზე, რავ ასევე არაპირდაპირი მეთოდით შეზღუდულია და შებოჭილი, 67-ე მუხლთან, რაც სახელმწიფოებრივი გადასახადების მოსაკრებლების საკითხს ეხება, უფრო კონკრეტულად ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების დადგენა. აქედან გამომდინარე ვინაიდან „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების მუხლი 1-ის 63-ე პუნქტის მთლიან გრაფაში არსებული ყველა მონაცემი (მთლიანი მონაცემი) და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების მუხლი 1, და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-2 მუხლი 2 და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და მის რიგ ნორმებს, ეს კანონი თავის მხრივ კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში, მასთან არის სამართლებრივად რელევანტური, ხოლო ამ მოცემულ ორგანულ კანონთან, მის რიგ ნაწილებთან ან პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოსული ან წინააღმდეგობით, უგულვებელყოფით გამოცემული ნებისმიერი კანონქვემდებარე ნორმატიული სახადების შემოღების წესსა და მისი ფარგლებისა და ოდენობის დადგენას. ზუსტად საქართველოს ორგანული კანონის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ რიგი ნორმებთან მოცემული დადგენილებების „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების მუხლი 1-ის ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტში არსებული ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა), და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების მუხლი 1 და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ რიგიპუნქტებისსა და ნაწილების) წინააღმდეგობაში მოსვლა გულისხმობს წმინდა იურიდიული თვალსაზრისით მის არაკონსტიტუციურობას და საერთო ჯამში წინააღმდეგობრიობას საქართველოს უმაღლესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან (მის 2-ივე ნაწილთან), რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გულისხმობს სახელმწიფო გადასახადების შემოღების, მოსაკრებლების სტრუქტურის, მისი ოდენობის, ფარგლებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენის/განსაზღვრის წესს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სამართლებრივი თვალსაზრისით და ჩემს მიერ ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე იქნა უგულვებელყოფილი კონსტიტუციის მოცემულ ნორმასთან მიმართებით. საქართველოს ორგანულ კანონთან ეკონომიკური თავისუფლების შესახებ მოცემული დადგენილებების სამართლებრივი წინააღმდეგობრიობა გამოიხატა და დადასტურდა იმ ფაქტით, რომ სემეკმა არ შეაფასა, გამოიკვლია და ანალიზი გაუწია სათანადოდ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს, არასამართლიანად მოიქცა, როდესაც პრიორიტეტი მხოლოდ კერძო კომპანიის ინტერესს მიანიჭა და მისი ზიანი მიიღო მხედველობაში სავალუტო კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, მისთვის ეს აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მხოლოდ და არა ის, რომ კურსის ცვალებადობა საგარეო ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებით იყო განპირობებული და შეეხო, როგორც კერძო, ბიზნესებს, კომპანიებს, საჯარო დაწესებულებებს, ისე რიგით ადამიანებს, ე.ი გამოდის რომ პრობლემა იყო საერთო ანუ საყოველთაო საზოგადოებრივი, ხოლო ასეთ დროს სახელწიფომ, კერძოდ სემეკმა არ მიაქცია ყურადღება და მისთვის მეორეხარისხოვანი იყო ხალხის, რიგითი (მცირე), საშუალო, დიდი მეწარმეების ინტერესებს, ხელი არ შეუწყო მათი საწარმოების თავისუფლად, შეუზღუდავად ფუნქციონირებას ამ საერთო მძიმე ეკონომიკურ, პანდემიურ ფონზე, პირიქით ფინანსურად და ეკნომიკურად უფრო დიდი ტვირთი შესძინა და შეუქმნა ფინანსური თვალსაზრისით გაუსაძლისი ეკონომიკური გარემო, პირობები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია თავისუფალი ბიზნესის ფუნქციონირებაც კი. მათ შორის ძირითადად უგულვებელყო უმეტესობა გაჭირვებულის სოციალური მდგომარეობა, შემოსავალი და ფინანსური შესაძლებლობა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ინსტიტუციური მექანიზმი ბერკეტი, გამოსცა ადამიანის ძირითადი უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი სამართლებრივი აქტი, რითაც მოიმატა გაზის გადასახადმა კომუნალურ ტარიფზე და ამით სამართლებრივი შედეგობრივი თვალსაზრისით ხდება ის, რომ ამ საერთო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თანაბრად უარყოფითად ისახება თითოეული ადამიანის საშემოსავლო ყოველთვიურ კალათაზე, როგორც საჯარო მოხელეებზე (პარალმენტარებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, ბისზნესმენებზე: (მცირე, საშუალო, დიდი) საშუალო სოციალური ფენის ადამიანებზე და გაჭირვებულებზე, უმეტეს შემთხვევაში პენსიონერებზე, ამის მიუხედავად სემეკმა ჩათვალა საჭიროდ რომ მოცემული ვითარებიდან გამომდინარე გაზის კომპანია შპს „სოკარ ჯორჯია“-ს და შპს „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების კომპანიი“-ის ინტერესი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ერთ შემთხვევაში ბუნებრივი აირის 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით დადგენით, ხოლო მეორე შემთხვევაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრზე დადგენით, რაც ისევ ამ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებისა და პანდემიის ფონზე კერძოდ მეწარმეების ჯიბეს, შემოსავალს დააწვება მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ ტვირთად, რითაც ფაქტიურად შეუძლებელი გახდება მათთვის ბიზნეს საქმიანობის განხორციელება და კომერციული საქმიანობა. არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ადამიანებმა დაკარგონ შემოსავალი, განსაკუთრებით იმათმა ვინც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებით არიან დაკავებულები. არის უდიდესი რისკი იმისა, რომ დარჩნენ შემოსავლის ამარა, ისე რომ საჭმლის (კვების) თანხაც აღარ ჰქონდეთ, რითაც წარმოიქმნება უფრო მძიმე საზოგადოებრივი პრობლემები სხვადასხვა სახის, რაც ძირითადად ფინანასური გაჭირვებით ხდება და მძიმე შედეგით მთავრდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც როგორც ჩანს სემეკმა არჩია კომპანიათვის მძიმე ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული ფინანსური ზიანის ანაზღაურება (კომპენსირება) და გამოსავალი ბუნებრივი აირის ტარიფის ფასის მატებაში ნახა სხვა თანაბარ მოქალაქეებზე თუნდაც შეძლებულზე მატერიალურ-ფინანსური ტვირთის დაწოლის ხარჯზე, რაც ყოვლად არათანაბარია პირობების შექმნის თვალსაზრისით არაპროპორციული, არამართლზომიერი, გამოუსადეგარი, შეუსაბამო, რითაც ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა ფიზიკურად შეუძლებელია. სემეკმა საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმ მნიშვნელოვან ყურადსაღებ გარემოებას, რომ პენსიები გარკვეული პერიოდი შემცირებული იყო ქვეყანაში, დღემდე არ გაუზრდიათ დაპირებების მიუხედავად და თითოეული პენსიონერისთვის, სოციალურად დაუცველისთვის, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფისთვის (რომელთა რიცხვიც უდიდესია ქვეყანაში) წარმოადგენს უდიდეს სირთულეს და ფაქტიურად შეუძლებელია ამ პანდემიური ვითარების, ეკონომიკური გაჭირვების დროს ასეთ დონეზე გაზრდილი კომერციული კომუნალური გადასახადი ბუნებრივი აირის გაზრდილი ტარიფით გადახდა მათი ოჯახის წევრების მხრიდან ვინ კომერციული საქმიანობით არიან დაკავებულები და მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროს სწორედაც რომ ეს კერძო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი არის. ასევე ყურადსაღები ფაქტორი ის არის, რომ შემცირებულია ხელფასები, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე მიღებული რეგულაციებით შეზღუდულია კერძო საწარმოების, ბიზნესების ფუნქციონირება, უმეტესობა გაჩერებულია ან ზარალის ამოღებაზე მუშაობს. უფრო უარესობა, ადამიანის კონსტიტუციით გათვალსიწინებული რიგი უფლებების უგულვებელყოფის გახლავთ ის, რომ 2021 წლის ივნისის თვეში დოლარის კურსი დაეცა, სავალუტო კურსი, ლარმა დოლართან მიმართებით ოდნავ გამყარება დაიწყო, ე.ი უკვე გამოდის რომ იმ სამართლებრივი საფუძვლით, რა მიზეზითაც სემეკმა „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების მუხლი 1-ის 63-ე პუნქტის ჰორიზონტალურ გრაფაში არსებული ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა), და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების მუხლი 1, და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) დადგენილებების გამოცემით შპს „სოკარ ჯორჯიას“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფები დაადგინა. აღარ არსებობს იმ პირვალდელი საფუძვლით და მდგომარეობით, რითაც კომპანიამ მიმართა მარეგულირებელ კომისიას, ე.ი გამოდის რომ ამ დღეის მდგომარეობით მოქმედი კურსის მიხედვით ორივე კომპანია შპს „სოკარ ჯორჯია“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანია ზემოგებაზე მუშაობენ. იმის ხარჯზე, რომ ამ მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე ხალხს, რომლებიც კომერციული საქმიანობიდან აქვთ თუნდაც მცირე შემოსავალი (დაწყებული გაჭირვებული ფენით, დამთავრებული მაღალი სოციალური ფენით) გაზრდილი ტარიფით კომუნალური გადასახადის გადახდა უწევთ. მოკლედ სახეზე გვქავს ე.წ პრაკტიკული კორკოდანსის მხრივ საკანონმდებლო მოედანზე სამართლებრივ სიკეთეთა არათანაბარი, არათანასწორი აწონ-დაწონვა, სამართლებრივი შეფასება, ანალიზი, განსჯა, რითაც მხოლოდ კომერციული საწარმოში მყოფი ადამიანების, (შპს სოკარ ჯორჯიაში და შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მყოფების) ვიწრო წრის ინტერესი და უფლება არის მხედველობაში მიღებული (გათვალისწინებული) სახელმწიფოს მხრიდან ისევ მათ შორის არსებული კულუარული კომერციული და სახელმწიფოებრივი ფაქტორიდან (ინტერესიდან) გამომდინარე, ანუ საერთო ჯამში კომერციული ინტერესის მიმართ არსებული საყოველთაო საფრთხე (პრობლემა) იქნა აღმოფხვრილი ისევ რიგითი ფიზიკური თუ სხვა იურიდიული პირების მატერიალურად გასაწევი რესურსის ხარჯზე. სწორედ ამაში მდგომარეობს და იკვეთება თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა, თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა, ღირსებისა და პატივის შელახვა, სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს არსებობის იდეის ხელყოფა და ქვეყანაშითავისუფალი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკის არსებობისთვის უდიდესი საფრთხის შექმნა სახელმწიფოებრივი მოსაკრებლების და გადასახადების გონივრული, სამართლიანი პრინციპით გადახდისთვის, რაზედაც უკვე საუბარი გვექნება კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი შინაარსობრივ არსში და დასაბუთებაში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1-ში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის მთლიანი გრაფა , და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1, მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) ნორმატიულ კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, (რაც გამოიხატება შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის (სოციალური სახელმწიფო) 1 და 2 ნაწილებთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის (ეკონომიკური თავისუფლება) 1 და მე-2 ნაწილებთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის (სახელმწიფოებრივი მოსაკრებლები, გადასახადები, ეკონომიკური პოლიტიკა) 1 და 2 ნაწილებთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორუფლებიანობა) 1 ნაწილთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან) 1 ნაწილთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის (ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა) 1 ნაწილთან. ასევე მოცემული დადგენილებები უდიდეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონთან ეკონომიკური თავისუფლების შესახებ მუხლი 1. და მუხლი 2.
საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში
1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. მოცემულ შემთხვევაში სემეკის მიერ მიღებული დადგენილებები არ გულისხმობს ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, თუმცა აღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდირე, რომლის საფუძველზედაც მიღებულია სემეკის მიერ გარკვეული დადგენილებები გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, (ეფუძვნება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ კანონს). „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1-ში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის მთლიანი გრაფა და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1, დამე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) ნორმატიულ კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რაც ადგენს ბუნებრივი აირის ტარიფს შპს „სოკარ ჯორჯიას“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“, ცვლილებას ითვალისწინებს, ფასნამატის რაოდენობა შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით) რაც დაუშვებელია მოცემული კანონის მიხედვით გარდა აქციზის გადასახადის შემოღებისა, რომელიც მხოლოდ საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტის რეფერენდუმის მიღების გზით არის შესაძლებელი.მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა 1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის, მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა;
ბ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში სემეკის მიერ აღნიშნული დადგენილებების გამოცემისას საერთოდ მხედველობაში არ არის მიღებული და განსაზღრული თუ რამდენად დაცული იყო ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფინანსურად რეინტეგრირების თვალსაზრისით, რამდენად უზრუნველყოფილი იყო მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრები მაქსიმალურად, როდესაც სემეკმა შპს „სოკარ ჯორჯიასთვის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ გაზის ტარიფის დადგენის დროს, როდესაც არ განჭვრიტა და განსაზღვრა წინასწარ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელწმიფოს ერთიანი ბიუჯეტის შიდა პროდუქტთან 3%-იანი პროპორცია რამდენად იყო დაცული, ასევე მოცემული დადგენილების გამოცემის დროს საქართველოს მთავრობის შიდა პროდუქტთან 60%-იანი პროპორციულობა რამდენად იყო უზრუნველყოფილი. სემეკმა არ განსაზღვრა, არ იმსჯელა, არ შეაფასა და არ დაინგარიშა საქართველოში თითო სულ მოსახლეზე, ოჯახზე, კერძო კომპანიებზე, ორგანიზაციებზე, ბიზნესებზე და კომერციულ საწარმოებზე მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით სტატისტიკური მაჩვენებლის გამოყენებით, (ადამიანების სოციალური საფეხურების მიხედვით, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და უმწეოები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფები, საშუალო სოც ფენის წარმომადგენლები,(მათი კომერციული საწარმოებიდან მიღებული შემოსავლებით) გაჭირვებულები, შეძლებულები), რომელთა ოჯახის წევრები კომერციული საქმიანობიდან იღებენ ფინანსურ სარგებელს და მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ეს, მათი შემოსავლისა და გასავლის შეფარდებიდან გამომდინარე რამდენად სამართლიანი, გონივრული, ობიექტური, ზომიერი, დაბალანსებული, შესაძლებელი და პროპორციული იყო საერთო ჯამში ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადი ანუ ცვალებადი ვალუტის კურსის ფაქტორიდან გამომდინარე საერთო ხარჯის და ინდივიდუალური ხარჯის მიხედვით ამ დოზით, მოცულობით კომუნალური გადასახადი ბუნებრივი აირის ტარიფისა და ფასის დადგენა 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით ხომ არ აისახებოდა ეს თითოეულ მოსახლეზე ინდ.სოციალური მდგომარეობის შესაბამისად ზედმეტ ხარჯად და გადაჭარბებულად მძიმე ფინანსურ ტვირთად. სემეკის მიერ გამოცემული, ჩემს მიერ ნახსენები დადგენილებების კონსტიტუციის რიგ ნორმებთან წინააღმდეგობა.
მაგალითად: საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის (სოციალური სახელმწიფო) 1. საქართველო არის სოციალური სახელწმიფო; 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
3.სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, მაღალმთიანი რეგიონალური განვითარებისთვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს. მიმაჩნია, რომ აღნიშნული დადგენილებების გამოცემით აშკარადარღვევს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპებს, რაც გამოიხატება, იკვეთება და დასტურდება იმ მნიშვნელოვანი ფაქტორით, რომ როგორ შეიძლება ამ კრიტერიუმების მიხედვით სემეკის მიერ გამოცემული დადგენილება ბუნებრივი ფასის მატებასთან დაკავშირებით ამ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარების, ამავე დროს პანდემიის ფონზე საერთო გადასახადის გადამხდელი აბონენტებისთვის გონივრული, მისაღები, ზომიერი, ადეკვატური და სამართლიანი იყოს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ბიზნესის, კომერციული საქმიანობისა და კომერციული საწარმოების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საჭიროა თავისუფალი, ჯანსაღი, პრაქტიკულ-ბაბალანსებული კომუნალური და სახელმწიფოებრივი საგადასახადო პოლიტიკის არსებობა, რაც საერთო ჯამში ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ქმნის კომერციული საქმიანობის მაღალ ეფექტურ დონეზე საწარმებლად, განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკურ და პანდემიურ ვითარებაში, რა დროსაც პირიქით სახელმწიფოსგან ბიზნესს ხელშეწყობა და შეღავათიანი პირობები უნდა ჰქონდეს მისი განვითარებისათვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად და ადეკვატური, სტაბილური ეკონომიკის უზრუნველსაყოფად, რაც თავად სახელმწიფოს ინტერესშივე უნდა შედიოდეს, რადგან თავისუფალი ბიზნესგარემოსა და ჯანსაღი ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია განვითარებული, სტაბილური სოციალურად შემდგარი სახელწმიფოს არსებობა. ამისათვის აუცილებელია ზომიერი, დაბალანსებული და ადეკვატური საგდასახადო პოლიტიკა, რომელსაც განსაზღვრავენ სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელთ არსებული ბერკეტებით, რაც გამოიხატება წმინდა ბიოროკრატიული თვალსაზრისით კანონქვემდებარე ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების, ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტების გამოცემაში, ბრძანებების, ინსტრუქციების და სხვა ტიპის სამართლებრივი აქტების მიღებაში, რომელთა შინაარსიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას და ეკონომიკას უპირველსყოვლისა და არ უნდა არღვევდეს ჯანსაღ ეკონომიკურ-სოციალური გარემოს რითმს ქვეყანაში, მითუმეტეს ეკონომიკურ კრიზისის დროს და პანდემიის პირობებში. ამ აქტით სემეკის ქმედება თვალნათლივ მეტყველებს იმას, რომ შემოიფარგლება მხოლოდ ვიწრო მერკანტელური (ფინანსური) კომერციული ინტერესით, მასზე ზრუნვით და არა საერთო სახელწმიფოებრივი, კანონისმიერი და სამართლიანი ინტერესით, რაც მას სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური ფაქტორებიდან გამომდინარე პირდაპირ ევალება. სემეკმა, სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებებითა და კომპეტენციით აღჭურვილმა ორგანომ ძალზედ ვიწრო სამართლებრივ-სოციალურ ჭრილში მოახდინა შეფასება შპს „სოკარ ჯორჯიას“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანიის“ მიერ შემოსული მოთხოვნის, სამართლებრივი პრეტენზიის იურიდიულ-სოციალური შინაარსობრივი მხარე, სამართლებრივ ორბიტაზე (მოედანზე) შეფასების დროს მიანიჭა პრიორიტეტი, უპირატესობა მხოლოდ საწარმოს ფინანსურ ზიანს, მის კომერციულ ვიწრო ინტერესს იმ რეალური მიზეზის გამო, რაც საერთოდ მთლიანად მოსახლეობას ეხებოდა და თითოეული ოჯახის ფინანსურ, მატერიალურ მხარეზე ქონიობდა უარყოფით გავლენას და გადაწყვიტა კომპანიის ფინანსური ზარალიდან ამოსვლის მიზნით, საერთო მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადის გაზრდის ხარჯზე ბუნებრივი აირის დადგენით ფასის მატებაში რაც წმინდ ა ლოგიკურად გაუმართლებელია, დაუსაბუთებელია, ატიპიური და არალეგიტიმური საერთო ჯამში, (დარღვეულ იქნა ლეგიტიმური საჯარო ბალანსი ორ სამართლებრივ ინტერესთა (სიკეთეთა შეფასების აწონ-დაწონვის დროს), რადგან ვულგალურად რომ ითქვას, მე ფინანსური ხარჯი კანონის წინაშე თანაბარ და თანასწორ ყველა იურიდიული პირისთვის საერთო კრიზისულ ფონზე უნდა გავზარდო და მათ ჯიბეებს და სოციალურ მდგომარებას დააწვეს ეს ტვირთად, სულ არ მაინტერესებს როგორ გადაიხდის უჭირს, ულხინს და არ ულხინს, ოღონდ კომპანიამ არ იზარალოს და დაე დაიხოცოს შიმშილით გაჭირვებული ხალხი, თან იმის ფონზე, როდესაც უკვე ვალუტის კურსი შეიცვალა, დოლართან მიმართბით ლარმა გამყარება დაიწყო შემდეგი პროპორციით 1 აშშ დოლარი-3.15 ლარი და კიდევ მოსალოდნელია ცვლილებები (დღითიდღე ხორციელდება), რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია ზემოგებაზე გადის და არა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგროვილი ზარალის ამოღებაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უდიდესს წინააღმდეგობაში მოდის ეს დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 და 2 ნაწილებთან. მოკლედ რომ ითქვას სახელმწიფო ორგანომ კერძოდ სემეკმა სამართლებრივი შეფასების დროს 2 სუბიექტს შორის თანაბარი ვითარების ფონზე უარყოფითი ასახვის დროს მიანიჭა ერთ-ერთს ისეთი უსაფუძვლო უპირატესობა რაც არ გამომდინარეობს სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე. უფრო გარკვევით, მაგალითი შეიძლება მოყვანილ იყოს, რაც კონსტიტუციონალიზმის ენაზე ე.წ პრაქტიკულ კორკონდანს უწოდებენ, არის ორი სამართლებრივი სიკეთე სასწორზე, საკანონმდებლო მოედანზე, არის თანაბარი ვითარება, ერთ სასწორზე საერთო საზოგადოებრივი ინტერესია (თავისუფალი ბიზნესგარემო, კომერციული საქმიანობა), მეორეზე კერძო კომერციული ვიწრო, (კომპანიებისათვის ტარიფების დადგენა ბუნებრივ აირზე ფასების მატების მხრივ). ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანომ საერთო საზოგადებრივი, უფრო დიდი სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინტერესის შემცირების ხარჯზე მიანიჭა პრიორიტეტი ნაკლებად მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს, რაც არაკონსტიტუციური და გაუმართლებელია, რადგან რომელი უფრო მისაღებია ხალხის გაჭირვება უფრო მძიმე ამ გადასახადის მატებით თუ კერძო კომპანიის ზარალი, რომელიც ხან მოგებაზეა ხან წაგებაზე და ბიზნეს საწარმოსთვის დამახასიათებელი ფაქტორია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი. (ეკონომიკური თავისუფლება) 1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; 2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე; სემეკი მოცემული დადგენილებების გამოცემით, რაც ეხება ბუნებრივ აირზე ფასის დაგდენას კომერციული ტარიფის მხედველობაში მიღებით, პირდაპირ არათანაზომიერად, დაუბალანსებლად, არაპროპორციულად ერევა თავისუფალი მეწარმეობის სფეროში ამ საერთო ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა და პანდემიის დროს, თავისუფალ ბიზნესს უქმნის უდიდეს ფინანსურ ბარიერს, რითაც რისკი იზრდება მისი ჯანსაღი, მოგებაზე და განვითარებაზე ორიენტირებულად მუშაობისათვის ხელის შეშლის და ამ ხმრივ უდიდესს პრობლემებს წარმოქმნის. მაღალი კომუნალური გადასახადის დაკისრება ბუნებრივ აირზე, რომელიც კომერციის არსებობისათვის და ფუნქციონირებისათვის უაღრესად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, უდიდეს ფინანსურ ტვირთა კიდებს მეწარმეს განსაკუთრებით ამ კრიზისულ სიტუაციაში, ის ვეღარ ახერხებს მუშაობას და უწყდება შემოსავლის წყარო, ანუ ზარალი არის 2 სახის: ერთია ის, რომ უწყდება შემოსავალი კერძო მეწარმეს, მე-2 ბიზნესი, რომ ვერ ფუნქციონირებს, სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ ივსება, ზარალზე მიდის, ეკონომიკა დაღმასვლას იწყებს და ქვეყანაში მძვინვარებს კრიზისი. სწორედ ამ მსჯელობიდან გამომდინარე გამოდის, რომ კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით სახელმწიფო ვერ ზრუნავს თავისუფალ და ღია ეკონომიკაზე, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე, რაც წინააღმდეგობრივია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის ზემოთხსენებულ ნაწილებთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ამ დადგენილებების გამოცემისას რაც მდგომარებს ბუნებრივი გაზის კომერციულ ტარიფზე ფასების დადგენაში, უნდა განესაზღვრა კომერციული საწარმოების სავაჭრო ბრუნვის სტანდარტული მაჩვენებელი, (მცირე, საშუალო, დიდ ბიზნესებზე) ფიქსირებული შემოსავალი მისი გასავალიანად (განსაკუთრებით ამ საერთო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა და პანდემიიის დროს) უნდა გამოეთვალა მათი საშუალო არითმეტიკული (საერთო სახის გადასახადებიდან, ხარჯებიდან) და დაედგინა საერთო ხარჯებთან ერთად ამ ოდენობით კომერციულ ბუნებრივ აირზე ფასის დადგენა რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახებოდა თითოეული საწარმოსათვის, ბიზნესისასთვის თავისი კომერციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ანუ ამ კომუნალური ხარჯის დამატებით, რაც ბუნებრივ აირზე დადგინდა შპს „სოკარ ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანიისათვის“. უნდა განესაზღვრა საერთო პროპორციის სტანდარტი თუ რამდენად იყო დაცული თითოეული ბიზნესსაწარმოსთვის ამ ეკონომიკურ-სოციალური და პანდემიური ვითარების ფონზე გასავლისა (ხარჯისა) და შემოსავლის (მოგების) პროპორცია და ხომ არ განაპირობებდა ამ ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფის დადგენით ბიზნესის არსებობისათვის ხელის შეშლას პროპორციის პრინციპის უგულვებელყოფით, სადაც ხარჯი მეტი იქნებოდა ვიდრე შემოსავალი და ეს გამოიწვევდა საწარმოების ფუნქციონირების შეწყვეტას. ხომ არ იქნება თითოეული ბიზნესის არსებობისათვის ხელისშემშლელი ფატორი და ხარჯები უფრო ჭარბი ხომ არ იქნება ვიდრე მოგება. პროპორციის პრინციპის დარღვევას აქვს ადგილი თანაზომიერებასთან ერთად. ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ დაირღვა ლეგიტიმური საჯარო ბალანსი ორი სამართლებრივი სიკეთის შეფასების დროს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი (შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება). 4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შეცდომებისა. ზევითხსენებული სამართლბრივი მსჯელობიდან გამომდინარე კონსტიტუციის 26-ე მუხლის ამ ნაწილთან უდიდეს წინააღმდეგობაში მოდის სემეკის მიერ გამოცემული 3-ივე დადგენილება, რითაც დადგენილ იქნა გაზის ტარიფი შპს „სოკარ ჯორჯიასთვის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“, რადგან ხელის ეშლება იზღუდება თავისუფალი მეწარმე მაღალი კომუნალური გადასახადის დაწესებით, რათა მისთვის ჯანსაღი, თავისუფალი ეკონომიკური გარემო ვერ იქნება უზრუნველყოფილი მითუმეტეს საერთო სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის დროს თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად. 2 უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ სიკეთეს ექმნება საფრთხე სემეკის მიერ ამ დადგენილებებით განსაზღვრული ბუნებრივი აირის ტარიფის დროს, რომელიც ეხება კომერციული გაზის ფასებს: 1. ეს არის ბიზნესისთვის ფუნქცინირების შეწყვეტა მაღალი კომუნალური გადასახადის დაკისრებიდან გამომდინარე, ანუ შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა; 2. საზგადოებრივი-საყოველთაო, რაც გულისხმობს საწარმოების ფუნქციონირების შეწყვეტიდან გამომდინარე სახელწმიფ ბიუჯეტში ფინანსების ვერ შესვლა და ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, რადგან სახელმწიფოს ეკონომიკა ეფუძვნება ბიზნესის თავისუფლებას, მის გარეშე ფიზკურად ვერ იარსებებს ვერც ინსტიტუტები, ვერც მოსახლეობა თავისთავად. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი (გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა) 1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადებისგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.თუ მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიულ სამართლებრივი აქტები (სემეკის დადგენილებები, მისი რიგი ნაწილები, პუნქტები) წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ ორგანულ კანონთან, რომელიც თავის მხრივ საქართველოს უმაღლესი კანონის, კონსტიტუციის რიგ ნორმასთნ/ნორმებთან (მის ნაწილებთან) არის შესაბამისობაში მოყვანილი, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ის კონსტიტუციის რიგ ნორმას ან მის ნაწილს ეწინააღმდეგება. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის რიგ ნორმებთან წმინდა სამართლებრივი წინააღმდეგობრიობის არსის გამოხატულება, რაც სახელმწიფოებრივი გადასახადების მოსაკრებლების საკითხს ეხება, უფრო კონკრეტულად ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების დადგენა, აქედან გამომდინარე ვინაიდან „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1-ში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის მთლიანი გრაფა და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1 და მე-2 მუხლი, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) ნორმატიულ კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, (რაც გამოიხატება შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის ორგანულ კანონთან ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და მის რიგ ნორმებთან. ეს კანონი თავის მხრივ კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში, მასთან არის სამართლებრივად რელევანტური, ხოლო ამ მოცემულ ორგანულ კანონთან, მის რიგ ნაწილებთან ან პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოსული ან წინააღმდეგობით, უგულვებელყოფით გამოცემული ნებისმიერი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი თავის მხრივ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სწორედ ესორგანული კანონი განსაზღვრავს გადასახადების შემოღების წესსა და მისი ფარგლებისა და ოდენობის დადგენას. ზუსტად საქართველოს ორგანული კანონის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ რიგი ნორმებთან მოცემული დადგენილებების (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ რიგიპუნქტებისსა და ნაწილების) წინააღმდეგობაში მოსვლა გულისხმობს წმინდა იურიდიული თვალსაზრისით მის არაკონსტიტუციურობას და საერთო ჯამში წინააღმდეგობრიობას საქართველოს უმაღლესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან (მის 2-ივე ნაწილთან), რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გულისხმობს სახელმწიფო გადასახადების შემოღების, მოსაკრებლების სტრუქტურის, მისი ოდენობის, ფარგლებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენის/განსაზღვრის წესს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სამართლებრივი თვალსაზრისით დაჩემს მიერ ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე იქნა უგულვებელყოფილი კონსტიტუციის მოცემულ ნორმასთან მიმართებით. 2.ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები განისაზღვრება ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობის ზღვრებიდან გადაცდენის შემთხვევები, აგრეთვე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები განისაზღვრება ორგანული კანონით დებულებებთან მიმართებით. აღნიშნული დადგენილებების სემეკის მიერ მიღებით, მიმაჩნია, რომ განაკვეთი გაიზარდა, რაც გამოიხატა კომუნალური ტარიფი, ბუნებრივი აირის ფასის დადგენაში ერთს მხრივ შპს „სოკარ ჯორჯიასთვის“ -36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და მეორეს მხრივ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“-1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით არ იყო ორიენტირებული ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რაც გამომდინარეობს ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პირნციპებიდან გამომდინარე, ამით მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არ იყო თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი-ის (თანასწორუფლებიანობა) 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დებულებასთან მიმართებით. აღნიშნული დადგენილებით გარკვეულწილად მიმაჩნია, რომ განხორციელდა დისკრიმინაცია ადამიანების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, რადგან სახელმწიფო ინსტიტუციურმა ორგანო სემეკმა საერთო სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, კურსის ხშირი ცვალებადობის, ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, რაც საერთო ჯამში თანაბრად ქონიობს დღემდე უარყოფით მატერიალურ-ფინანსურ გავლენას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ბიუჯეტზე, მიანიჭა უპირატესობა კერძო, იურიდიული პირის კომპანიის საწარმოს, ფინანსურ მხარეს ყურადღება, მის ქონებრივ-სოციალურ კუთვნილებას, დაუკმაყოფილა ოფიციალური მოთხოვნა (რაც გამოიხატება შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით) ამით მთელი ფინანსური ტვირთი გადაიტანა ქვეყანაში რეგისტრირებულ ფიზკურ და იურიდიულ პირებზე, რაც მათ მძიმე მატერიალურ ტვირთად დააწვებათ აუცილებლად. სოციალური უფლებების შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ: კონსტანტინე კუბლაშვილის იურიდიული სახელმძღვანელო: ძირითადი უფლებები გვ.41, აბზაცი 2, 3) სოციალური უფლებები: სოციალური უფლებების პირველი ფორმულირება მოხდა მე-19 საუკუნეში ე.წ ძმობის სულის გავლენით. ეს უფლებები, რომლებსაც ე.წ „პოზიტიური სტატუსი“ აქვს, ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრების პირობები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდება (status positivus). აქ უპირველესად იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. ძირითად უფლებათა ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ განათლების, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. ღირსეული ცხოვრების პირობები ვერანაირად ვერ იქნება უზრუნველყოფილი მაღალი განაკვეთური კომუნალური გადასახადის არსებობის პირობებში განსაკუთრებით იმ იურიდიული ახსნით, რომ კომპანიის ფინანსური ინტერესი იქნა მხედველობაში მიღებული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) 1. ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება დებულებასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მოცემული ნორმის 1 ნაწილი ასევე მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობაში მოდის გარკვეულწილად სემეკის მიერ გამოცემულ დადგენილებებთან, რადგან შეუძლებელია საზოგადოების პიროვნებისა და სახელმწიფოს განვითარება უსაფუძვლოდ, არაადეკვატურად და ალოგიკურად გაზრდილი მაღალი გადასახადებიდან გამომდინარე, რითაც პირდაპირ საფრთხე იქმნება ადამიანის რიგი უფლებების დარღვევის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი (ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა)-1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის 1 ნაწილი აშკარა, მკაფიო და მკვეთრად დიდ წინააღმდეგობაში მოდის სემეკის „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1-ში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის მთლიანი გრაფასთან და მე-2 მუხლთან, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1 და მე-2 მუხლთან, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 მუხლი და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა) ნორმატიულ კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებთან. (იხ: კონსტანტინე კუბლაშვილის იურიდიული სახელმძღვანელო: ძირითადი უფლებები, გამოცემის წელი: 2003, თბილისი, გვ. 87-88, რომლის იურიდიული შინაარსიც პირდაპირ ასახავს მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ პრეტენზიას, თვალნათლივ ასაბუთებს სამართლებრივი პრეტენზიის შინაარსს და ერთი ერთში შესაბამისობაში მოდის სარჩელში დასმულ იურიდიულ პრობლემასთან.) ღირსების განსაკუთრებული, ფუნდამენტური მნიშვნელობა იკვეთება იმაშიც, რომ იგი არა მხოლოდ დამცავი ძირითადი უფლებაა (status negativus-სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს არავითარი ინტერვენცია ადამიანის ღირსებით დაცულ სფეროში, არ უნდა შელახოს ადამიანის ღირსება), (რაც მიმაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა უკიდურესად თანაბარ სოც-ეკონომიკურ ვითარებაში, უკიდურესად არაადეკვატურად, ალოგიკურად და ატიპიურად მაღალი განაკვეთური კომუნალური გადასახადის ტარიფის გაზრიდიან გამომდინარე), არამედ მას ე.წ „აქტიური სტატუსიც (status activus) აქვს. იგი სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანების ელემენტარული სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას, რაც ამ შემთხვევაში აშკარად დარღვეულია. ადამიანებს არ შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული (დაბალი და მაღალი რანგის) სამართლებრივი სტატუსი. სწორედ აქედან გამომდინარე, დაუშვებელია და ადამიანის ღირსების შელახვად ითვლება მონობა და რასისტული დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. აქ იგულისხმება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი, ისე სოციალური სისტემა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი უნარის შესაბამისად მიიღოს განათლება და საკუთარი შრომით კანონიერად მოიპოვოს ის შემოსავალი, რაც აუცილებელია ღირსეულად ცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, ადამიანის ღირსების შელახვად შეიძლება შევაფასოთ სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს რჩება ის შემოსავალი, რაც არ აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, რისი ნათელი მაგალითიც და დასტურიც ამ მოცემულ შემთხვევაში გვაქვს. როგორ შეიძლება ბუნებრივი გაზის კომერციულ ტარიფზე გაზრდილი კომუნალური გადასახადით უზრუნველყოს ადამიანმა თავისუფალი კმერციული საქმიანობა და ჰქონდეს შემოსავლის წყარო, როგორ შეიძლება მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში, ასევე პანდემიის დროს მას შესაძლებლობა მიეცეს მაღალი კომუნალური გადასახადების პირობებში თავისუფალი კომერციული საქმიანობის უფლება და ჯანსაღი ეკონომიკური ბრუნვის საშუალება, ამით პირიქით შემოსავლის წყაროს დაკარგავს. (მაგალითად, არ შეუძლია საკუთარი თავი და ოჯახი უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით (შესაბამისი საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით და ა.შ)) და აიძულებს არაკანონიერი გზებით მოიპოვოს საჭირო შემოსავალი, რისი საფრთხეც ნამდვილად არსებობს ამ შემთხვევაში, რადგან კომუნალური გადასახადი გახლავთ საყოფაცხოვრებო და კომერციული თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო კომპონენტი ადამიანის ცხოვრებაში, რომ მის ქონისთვის და არსებობისთვის ადამიანმა თავისუფლად შესაძლებელია სხვა სოციალური-ცხოვრებისეული და მატერიალური დანაკლისის ხარჯზე კომუნალური პრობლემის მოგვარება არჩიოს, რადგან იძულებული ხდება ძალაუნებურად და ხდება სახელმწიფოს ინსტრუმენტი, ობიექტი მის ხელში მსხვერპლის როლში.
აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ორგანომ, კერძოდ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, შემდგომში (სემეკმა) აღნიშნული დადგენილებების გამოცემით, რომლებიც სხვადასხვა თარიღებით არის მოცემული კონსტიტუციური სარჩელის ნორმატიული აქტის ცხრილის მიხედვით, დაარღვია ზომიერების პრინციპი, ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აუცილებლობა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოხდა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა ყოველგვარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე., ჩარევა განხორციელდა სემეკის მიერ მიღებული, დაუსაბუთებელი, ატიპიური, ალოგიკური და უკანონო დადგენილებებით. სახეზე გვაქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის შიდაკონსტიტუციური ზღვარის აშკარა, მკაფიო, მკვეთრი დარღვევა კვეთის მხრივ, კერძოდ არ იქნა უზრუნველყოფილი ამ დადგენილებების გამოცემით სხვათა ძირითადად უფლებათა ან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეთა დაცვა, დეტალების დონეზე, რომ ითქვას კონკრეტიზაციისთვის საზოგადოებრივი ინტერესი, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, საქართველოს მოქალაქეების და მათი საწარმოების, ბიზნესების, სხვადასხვა კომერციული საქმიანობების, არ იქნა შესწავლილი საფუძვლიანად, გაანალიზებული, სათანადოდ შეფასებული, სამართლიანად აღქმული, თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სტატუსი, თუ რამდეანად უარყოფითად შესაძლებელია ასახულიყო მათ მატერიალურ მდგომარეობაზე და ბიუჯეტზე გაზის ტარიფის მატება ამ საერთო თანაბრად მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებისა და პანდემიის დროს, არამედ მხოლოდ ვიწრო კერძო კომერციული ინტერესი იქნა მხედველობაში მიღებული. ეს ხალხის ინტერესთან მოდის უდიდეს წინააღმდეგობაში, ანუ უგულვებელყფილ იქნა უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე ბევრად არამნიშვნელოვან სამართლებრივი სიკეთესთან
მიმართებით. სემეკს უნდა განესაზღვრა თითოეული მოქალაქის (მისი სოციალური საფეხურის მდგომარეობის მხიედვით, რაც საჯაროა) შემოსავალი, გასავალი (ხარჯი) და მათ შორის არსებული სხვაობა, თუ რამდენად შესაბამისობაში მოდიოდა ამ საერთო ეკონომიკურ სოციალური კრიზისის და მძიმე პანდემიის ფონზე კომუნალური გადასახადი გაზის ტარიფის გაძვირება, ასევე ეს უნდა განესაზღვრა საქართველოში საერთო მაცხოვრებლების საშემოსავლო, საგასავლო (ხარჯი) და მათ შორის გამოანგარიშებული სხვაობის ფონზე, რაც არ გააკეთა და მხოლოდ კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი იქნა მხედველობაში მიღებული. უნდა განესაზღვრა (შეფასება მოეხდინა) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდგომში (სემეკი)-ს მოცემული გაზრდილი გაზის (ბუნებრივი აირის), შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით ოფიციალური მოთხოვნითი შუადმგომლობის საფუძველზე, გადასახადის (ფასი, ტარიფი) ახალი რეადაქციული ცვლილების თვალსაზრისით რამდენად ადექვატურად იქნებოდა ასახული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩემს მიერ აქ ნახენები გამოთვლის (გამოანგარიშების პრინციპის შესაბამისად), რადენად გონივრული, ადეკვატური, სამართლიანი და გადახდისუნარიანობის პრინციპდაცული იყო ეს მოსახლეობის მხრიდან, ასევე სხვა იურიდიული პირების მხრიდან და რამდენად რელევანტური იყო ეს მოცემული კალკულაციის წესთან რაც სემეკს უნდა განეხროციელებინა, თუმცა არ გააკეთა გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, ასევე არ აქვს წარმოდგენილი არანაირი სამართლებრივი სტრატეგია, დასაბუთება დოკუმენტალურად მტკიცებულებების თვალსაზრისით, თუ რატომ გააძვირა ტარიფი სემეკმა შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისა და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ოფიციალური შუამდგომლობითი მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფი. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ სახელმწიფო, კერძოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რაც სახელმწიფო ინსტიტუციის დადგენილების საფუძველზეა შექმნილი და დელეგირებული უფლებამოსილებით სარგებლობს გამოავლინა აშკარა უთანასწორო მიდგომა მნიშვნელოვნად თანასწორის მიმართ, კერძოდ საზოგადოების მიმართ, ხალხის, რომლებსაც ამ საერთო მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისულ ვითარებაში გაუზარდა კომუნალური გადასახადი გაზის, ბუნებრივი აირის კომერციულ ტარიფზე შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დადგენაში - 36.678 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით, ხოლო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაში 1.895 თეთრი/კუბ.მეტრი-ის ოდენობით ხოლო თანასწორი მიდგომა მნიშვნელოვნად უთანასწოროს მიმართ, კერძოდ დაუკმაყოფილა სემეკმა კერძო კომპანია შპს „სოკარ ჯორჯიას“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის“ ოფიციალური წერილობითი შუამდგომლობა ამ ვითარებაში კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, რაც გახლდათ არასამართლიანი, არაგონივრული, არაადეკვატური, ალოგიკური და მოცემულ ვითარებასთან არარელევანტური, ემსახურება ყველათვის თანასწორ-თანაბარ პოლიტიკურ-სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში უთანასწოროდ და არათანასწორუფლებიანად მიდგმას საზოგადოების მიმართ, (ხალხის უმრავლესბა მოსახლეობისთვის), ხოლო თანასწორად მიდგომა კერძოდ კომერციული ინტერესის მხედველობაში მისაღებად მხოლოდ შპს „სოკარ ჯორჯიას“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის“ მიმართ რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში გამოიხატა კომერციული ბუნებრივი ტარიფის მატებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი
მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა
ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
მუხლი 17
უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა
ამ კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ადამიანთა ჯგუფის ან ცალკეული პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ასრულებდეს მოქმედებას, რომელიც გამიზნულია, არარად აქციოს ამ კონვენციით გაცხადებული რომელიმე უფლება ან თავისუფლება, ანდა შეზღუდოს იგი იმაზე მეტად, ვიდრე ეს საკუთრივ კონვენციით არის გათვალისწინებული.
1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 22: ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავის ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვიტარება აკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესუ
რსების შესაბამისად.
1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
მუხლი 26
თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.
ევროპის სოციალური ქარტია. სტრასბურგი, 3.V. 1996
მუხლი 12 სოციალური უზრუნველყოფის უფლება
სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;
2. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის;
3. ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;
4. მიიღონ ზომები სათანადო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დადებით ან სხვა საშუალებებით და ასეთ შეთანხმებებში გათვალისწინებული პირობების დაცვით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ:
ა) მათი მოქალაქეებისა და სხვა მხარეების მოქალაქეებისათვის ერთნაირი რეჟიმი სოციალური უზრუნველყოფის უფლებებთან მიმართებით, რაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე შეღავათების შენარჩუნებას, მიუხედავად მხარეებს შორის ტერიტორიებზე იმ პირთა ნებისმიერი გადაადგილებისა, რომლებიც სარგებლობენ შესაბამისი შეღავათებით;
ბ) სოციალური უზრუნველყოფის უფლებათა მინიჭება; შენარჩუნება და აღდგენა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა თითოეული ხელეშმკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად დაზღვევის პერიოდისა და დამთავრებელი სამუშაო სტაჟის აკუმულირება
მუხლი 16 ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
საზოგადოების ფუნდამენტალური ერთეულის – ოჯახის სრული განვითარებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მხარეები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ოჯახური ცხოვრების ეკონომიკურ, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას, ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სოციალური და ოჯახისათვის განკუთვნილი დახმარება, საგადასახადო შეღავათები, ოჯახის უზრუნველყოფა თანშესაფრით, შეღავათები ახალდაქორწინებულთათვის და სვხა შესაბამისი შეღავათები.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი, რომელიც ძალაშია 1976 წლის 3 იანვრიდან, 27-ე მუხლის შესაბამისად
მუხლი 2
1. წინამდებარე პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები ამ პაქტით აღიარებული უფლებების პროგრესულად სრული რეალიზაციისათვის ყველა სათანადო საშუალებებით, საკანონმდებლო ზომების მიღების ჩათვლით.
2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან იმის გარანტიას, რომ წინამდებარე პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
3. განვითარებად ქვეყნებს, ადამიანის უფლებათა და ეროვნული ეკონომიკის სათანადო გათვალისწინებით, შეუძლიათ განსაზღვრონ, რა მოცულობით ძალუძთ ამ პაქტით აღიარებული ეკონომიკური უფლებების გარანტირება იმ პირთათვის, რომელნიც არ არიან მათი მოქალაქეები.
ყოველივე ჩემს მიერ ზემოთხსენებული კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების, ანალიზის, მსჯელობისა და ერთიანი შეჯერებული პოზიციის საფუძველზე მოვითხოვ უპირველესყოვლისა შემდეგი დადგენილებების და დადგენილების ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას გრაფაში მითითებული კონსტიტუციის მუხლების და მუხლებით განსაზღვრული პუნქტების საფუძველზე:
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1-ში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის მთლიანი გრაფა და მე-2 მუხლი)-ის ის ნორმატიულ-იურიდიული შინაარსი, რომელიც ეხება კომერციულ ტარიფზე ბუნებრივი აირის ტარიფის დადგენას;
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N 38 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 1 დამე-2 მუხლი-ის ნორმატიულ-იურიდიული შინაარსი, რაც ეხება ბუნებრივი აირის ტარიფზე კომერციული ფასის დადგენას;
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-2 მუხლი 2 და მე-4 მუხლში მოცემული ჰორიზონტალური ცხრილის 63-ე პუნქტის ყველა მონაცემი (მთლიანი გრაფა)-ის იურიდიულ-ნორმატიული შინაარსი, რომელიც ეხება ბუნებრივ აირზე კომერციული ტარიფის, ფასის დადგენას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა