• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე
      • 4.07.2014
      • N3/1/583
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური წარდგინება
ნომერი N583
ავტორ(ებ)ი ბათუმის საქალაქო სასამართლო
თარიღი 1 აპრილი 2014

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; წარდგინების შედგენის უფლებამოსილება მონიჭებულია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით და საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით; სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი არჩეულ თანამდებობის პირთან - ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრთან მიმართებაში წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან; წარდგინებაში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; სადავო ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია სხვა ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი(ებ)ს კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სტაჟიორ (პროკურორ) გიორგი რამიშვილის შუამდგომლობის განხილვა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურმან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად ბრალდებული მურმან აბაშიძე 2010 წლის ივნისიდან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი (ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან და კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს შემდეგს:

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

ამ ნორმის ანალიზით ნათელია, რომ საკრებულოს წევრის საქმიანობის პირობები განისაზღვრება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, რომლითაც რეგულირებულია საკრებულოს წევრის საქმიანობა, მათ შორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, არ ითვალისწინებს საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერებას და არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს სასამართლო განჩინება.

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად. მათ უფლება აქვთ აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი

უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული თანამდებობის პირის - საკრებულოს წევრის გადაყენება განხორციელდეს, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს და შეფასებული იქნეს საკრებულოს წევრ მურმან აბაშიძის კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევად, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის შესაფასებლად უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ