• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
      • 28.07.2005
      • №1/14/184,228
      • გადაწყვეტილება
    • სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 18.04.2003
      • N1/3/228
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის №1/4/184 სოქმო ჩანაწერი საქმეზე „სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/4/184
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე,
თარიღი 31 მაისი 2002

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. იაკობ ფუტკარაძე;

3. ნიკოლოზ შაშკინი(მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-21 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 30-ე მუხლის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი ზვიად აბულაძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 23 მაისს გადმოეცა სააქციო საზოგადოება „საქგაზის“ 184-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე სასამართლოს ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2002 წლის 28 მაისს.

სააქციო საზოგადოება „საქგაზმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა 2002 წლის 20 მაისს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე.

მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-21 მუხლით შელახულია მისი კონსტიტუციური უფლებები, ვინაიდან მას სადავო ნორმით შეეზღუდა მოთხოვნის დაკმაყოფილების გზები მოვალეობის მიმართ.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და 45-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებული იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად სააქციო საზოგადოება „საქგაზის“ კონსტიტუციური სარჩელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-21 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)

ი. ფუტკარაძე

ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ