საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1851 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 5 თებერვალი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №119 ბრძანება;
2. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №109 ბრძანება;
3. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №108 ბრძანება;
4. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №117 ბრძანება;
5. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №118 ბრძანება;
6. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №112 ბრძანება;
7. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №111 ბრძანება;
8. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანება;
9. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №110 ბრძანება;
10. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №114 ბრძანება.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №2 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №3 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №6 დაწესებულების დებულება) 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №8 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №11 დაწესებულების დებულება) მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №14 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №15 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისი №71 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №16 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №17 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №18 დაწესებულების დებულება) 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი - „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №2 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №3 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №6 დაწესებულების დებულება) 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №8 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №11 დაწესებულების დებულება) მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №14 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №15 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისი №71 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №16 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №17 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №18 დაწესებულების დებულება) 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. პრობლემის არსი
შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების პრაქტიკა
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის ვიზიტების დროს, ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში, გასული წლების მსგავსად, შენარჩუნებული იყო პატიმართა სრული გაშიშვლების \პრაქტიკა.[1]
ანგარიშის მიხედვით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.[2] ამ სტანდარტის საპირისპიროდ, ზოგიერთი პენიტენციური დაწესებულების დებულება პატიმრის სრული გაშიშვლების შესაძლებლობას იძლევა. ა.[3]
პენიტენციურ დაწესებულებათა ნაწილის დებულებების მიხედვით, სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები, თუმცა, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი აღნიშნავს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეს ნორმა იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ „მთლიანი გახდა“ და „გაშიშვლება“ მიემართებოდეს სხეულის შესაბამის ნაწილებს და არა მთლიან სხეულს.[4]
გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ შესრულებულა.[5]
II. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევი ნორმების“ ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნა
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
პატიმრის სრულ პირად შემოწმებასთან დაკავშირებით
საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს, ერთხელ უკვე იმსჯელა პატიმრის სრული შემოწმების დროს, მისი გაშიშვლების კონსტიტუციურობის თაობაზე.[6] აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 (არაჰუმანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-20 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პირველ პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებით (შემდგომში №200 ბრძანება) დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც დადგენილი იყო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის კომპეტენცია ნებისმიერ დროს ჩაეტარებინა პატიმრის პირადი სრული შემოწმება და მოეთხოვა სხეულის მთლიანი გაშიშვლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „...დაუშვებელია, პირის მიმართ ისეთი ინტენსიური შემზღუდველი ღონისძიება, როგორიც არის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლება, გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმგვარ წნეხს, რომელიც აშკარად აჭარბებს თავისუფლების შეზღუდვის თანმდევ ლეგიტიმურ მოპყრობასა და თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი ყველა სხვა ზომა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განკუთვნილი, თანაზომიერი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპყრობა თვითმიზნურად ჩაითვლება და შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“.[7]
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მართალია „... დირექტორის უფლებამოსილება, დაწესებულების უსაფრთხოების მიზნით შეიმუშაოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების მონიტორინგის ღონისძიებები, მათ შორის, გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე ან რუტინულად დაგეგმოს და განახორციელოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირადი შემოწმება, ემსახურება ... უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნებს [უსაფრთხოებას]...“,[8] თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს პოზიციით, „პირის გაშიშვლების ღონისძიების ინტენსივობიდან და მისი ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ამ ღონისძიების გამოყენება გასცდეს ლეგიტიმური ინტერესების დაცვისათვის უკიდურესად აუცილებელ ფარგლებს და მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს ამის საჭიროება ანდა ასეთი საჭიროება ისეთი მცირეა, რომ ვერ გაამართლებს პირის გაშიშვლებით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საკითხის განსაკუთრებით მკაფიო მოწესრიგება. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა ამგვარი ინტენსივობის მქონე ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილებით აღჭურვავს რომელიმე ორგანოს, აუცილებელია ეს უფლებამოსილება და მისი გამოყენების ფარგლები განსაკუთრებით მკაფიოდ განისაზღვროს.“.[9]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). ამა თუ იმ ორგანოს (მათ შორის, დაწესებულების დირექტორს), შეიძლება ჰქონდეს პირის გაშიშვლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი შემოფარგლული იქნება მკაცრი საკანონმდებლო რეგლამენტაციით. საკითხი იმგვარად უნდა მოწესრიგდეს, რომ გამორიცხოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ან იმ შემთხვევაში გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც არ არსებობს ამის უპირობო აუცილებლობა.“.[10]
საგულისხმოა, რომ დასახელებულ საქმეში სადავო იყო ორი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია (შემდგომში №200 ბრძანება) და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული დებულება (შემდგომში №116 ბრძანება, ან #5 დაწესებულების დებულება). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სრული პირადი შემოწმების ჩატარების თვალსაზრისით №116 და №200 ბრძანებები ერთმანეთისგან განსხვავებულ მოწესრიგებას შეიცავდნენ, ვინაიდან, №116 ბრძანებით უფრო დეტალურად იყო რეგლამენტირებული დირექტორის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.[11]
ამის საპირისპიროდ, №200 ბრძანება არ განსაზღვრავდა დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მითითების გაცემის კრიტერიუმებს. ბრძანება არც სრული შემოწმების მიზნებს განსაზღვრავდა ექსპლიციტურად. ამასთანავე, ბრძანება არ ითვალისწინებდა, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა რაოდენობით იყო შემოწმების ჩატარება დაშვებული. მაგალითად, ბრძანება არ გამორიცხავდა დირექტორის უფლებამოსილებას, ერთი და იგივე პირის სრული პირადი შემოწმება დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ან მეტჯერ ჩაეტარებინა.[12]
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პირის შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდებოდა იმის გათვალისწინება, მოხდა თუ არა დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში პირის სრული შემოწმება რომელიმე სხვა საფუძვლით (მაგალითად, დაწესებულებაში მოთავსებისას). შესაბამისად, ბრძანება არ გამორიცხავდა დირექტორის უფლებამოსილებას, ისეთი პირის მიმართ სრული შემოწმების ჩატარების შესახებ მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც უკვე შემოწმდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დროის მოკლე პერიოდში, მაგალითად, რამდენიმე საათით ან წუთით ადრე.[13]
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელი მართალია უფლებამოსილია აღჭურვოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან სხვა თანამდებობის პირები უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოქნილი მექანიზმებით, მათ შორის, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და იქ განთავსებული პირების მონიტორინგის ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილებით, რათა გამოირიცხოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების ფლობა, შეტანა, დამზადება, ბრუნვა და ა.შ.[14] მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლოს განცხადებით, №200 ბრძანება არ შემოსაზღვრავდა დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მკაფიო კრიტერიუმებით. მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის გამო №200 ბრძანება ქმნიდა პირის გაშიშვლების შესაძლებლობას მინიმალური საფრთხის აღკვეთის მიზნით. როგორც აღინიშნა, ბრალდებული/მსჯავრდებული პირის გაშიშვლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული. ვინაიდან, მხოლოდ უკიდურესი, რეალისტური საფრთხის შემთხვევები ამართლებს ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რომელიც იწვევს ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებში უაღრესად დიდ დისკომფორტსა და სირცხვილის შეგრძნებას. №200 ბრძანება კი, სასამართლოს შეფასებით, უშვებდა პირის გაშიშვლების ღონისძიების ჩატარებას ისეთ პირობებშიც, როდესაც საფრთხე მინიმალური და ზედმეტად თეორიული იყო. ასეთ შემთხვევებში, პირის გაშიშვლება, სასამართლოს შეხედულებით, უკვე აღწევდა საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული მოპყრობის ხარისხს. შესაბამისად, №200 ბრძანების 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-20 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პირველ პუნქტებთან მიმართებით.[15]
№200 ბრძანებისაგან განსხვავებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ №116 ბრძანება (მასში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად) შეიცავდა გარკვეულ მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმება ტარდება „სხვა შემთხვევებში, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით“. ხოლო, ამავე მუხლის 83 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დირექტორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს დეპარტამენტის დირექტორს.[16]
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, №116 ბრძანება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისთვის შეიცავს სამ მნიშვნელოვან კრიტერიუმს: (1) ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია; (2) გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და (3) გადაწყვეტილების პროპორციულობა.[17] ამრიგად, სასამართლოს დასკვნით, №116 ბრძანება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებული და პროპორციული უნდა იყოს, ასევე უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები არ არის ეფექტური. შესაბამისად, №116 ბრძანება გამორიცხავს პირის გაშიშვლების ღონისძიების გამოყენებას მინიმალური, თეორიული საფრთხეების აღსაკვეთად. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი რამდენიმე საათის ან წუთის წინ შემოწმდა, აუცილებელია, არსებობდეს რაიმე დამატებითი გარემოება, რომლითაც დასაბუთდება მისი სრული შემოწმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება არ იქნება შესაბამისი სადავო ბრძანების მოთხოვნებთან და სრული პირადი შემოწმება ჩაითვლება უკანონოდ. ასევე, დაუსაბუთებელი იქნება განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის პირობებში ერთი და იგივე პირის შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროის ხანმოკლე პერიოდში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, №116 ბრძანება იმგვარად განსაზღვრავს სრული შემოწმების განხორციელების კრიტერიუმებს, რომ შემოფარგლავს ამგვარი ღონისძიების გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სრული შემოწმებით მიღწეული სიკეთე ქმნის პირის გაშიშვლების წინაპირობას.[18]
2. სხვა პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებით გათვალისწინებული სრული შემოწმების წესები
ამგვარად, №116 ბრძანებით დამტკიცებული #5 პენიტენციური დაწესებულების დებულების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი სამი კრიტერიუმი გამოყო: (1) ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია; (2) გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და (3) პროპორციულობა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია დანარჩენი პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმების წესების ამ კრიტერიუმების შესაბამისად გაანალიზება.
პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების ამგვარი ანალიზიდან კი ირკვევა, რომ პატიმრის პირადი სრული შემოწმების თაობაზე დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების, #5 დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულის მსგავსად დასაბუთების ვალდებულებას, მხოლოდ #1, #10 და #12 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებები შეიცავენ.
ასე, მაგალითად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბერის №928 ბრძანებით დამტკიცებული №1 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება: „სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, ამის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.” იგივე შინაარსი გააჩნია #10 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ და #12 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებს.
რაც შეეხება ## 2, 3, 6, 8, 11, 14, 15, 16, 17, 18 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებს, ისინი არ ითვალისწინებენ დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის ვალდებულებას დაასაბუთოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძვლიანობა. ასე, მაგალითად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის არც „თ“ ქვეპუნქტი და არც რომელიმე სხვა ნორმა (როგორც ეს #5 დაწესებულების დებულების შემთხვევაშია) არ ავალდებულებს დაწესებულების დირექტორს/მის მიერ უფლებამოსილ მოსამსახურეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად დაასაბუთოს პირადი სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს ## 3, 6, 8, 11, 14, 15, 16, 17, 18 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებიც. ამგვარად, აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ ძალაშია დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ პირადი სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების, არაკონსტიტუციურად ცნობილი (№200 ბრძანებით გათვალისწინებული სადავო) წესის მსგავსი რეგულირება.
ზემოაღნიშნულისგან ოდნავ განსხვავებულ მოწესრიგებას ადგენს #3 და #6 პენიტენციური დაწესებულებების დებულებები. კერძოდ, აღნიშნულ დებულებათა მე-20 და 21-ე მუხლებს, რომლებიც, თავის მხრივ, პირადი სრული შემოწმების წესებს განსაზღვრავენ, შემდეგი შინაარსის 81 პუნქტები დაემატა: „შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე, მისი შემოწმება განხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.“ რაც შეეხება მე-9 პუნქტით დადგენილ წესს, იგი ითვალისწინებს პატიმრის ვალდებულებას უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, კვლავ მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეული შესაბამისი ნაწილები. ამგვარად, ეს უკანასკნელი ორი დებულებაც, პრინციპში, იგივე, ძველ წესს ითვალისწინებს იმ განსხვავებით, რომ პატიმარს სრული პირადი შემოწმების სკანერის მეშვეობით ჩატარების არჩევანი გააჩნია.
3. სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი
ამგვარად, მიგვაჩნია, რომ: (1) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №2 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, (2) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №3 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, (3) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №6 დაწესებულების დებულება) 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, (4) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №8 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, (5) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №11 დაწესებულების დებულება) მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, (6) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №14 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, (7) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №15 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, (8) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისი №71 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №16 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, (9) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №17 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, (10) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №18 დაწესებულების დებულება) 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავენ დაწესებულების დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირადი სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების ისეთივე წესს და პირობას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილებით საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.“.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული აქტები შეიცავენ იმავე შინაარსის სადავო ნორმებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო და შესაბამისად, არსებობს წინამდებარე სარჩელით გასაჩივრებული ნორმების ნაწილის, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევი ნორმების“, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს.“.[19]
სასამართლოს განმარტებით, „...საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, იგი სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).“.[20]
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, „...რომ ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია.“.[21]
იმის დასადგენად, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, სადავო ნორმის შინაარსის შეფასებასთან ერთად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ლეგიტიმური საჯარო მიზნები, რომელთა მიღწევასაც სადავო ნორმა ემსახურება. სასამართლო ასევე შეიძლება დადგეს ზოგიერთი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი გარემოებების შეფასების აუცილებლობის წინაშე, თუ ეს გარემოებები არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მომენტისთვის.[22]
შესაბამისად, სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს.ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს/წინაპირობას შექმნიდა.[23]
საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, „მოცემულ შემთხვევაშიც, საკითხი - სადავო ნორმა შეიცავს თუ არა იმავე შინაარსის ქცევის წესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად - უნდა შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ძირითადი სტანდარტების, კრიტერიუმების მიხედვით: ა)ნორმა უნდა იწვევდეს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას; ბ)უფლების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მსგავსი სამართლებრივი საშუალებით; გ) უნდა იწვევდეს იდენტურ ან არსებითად მსგავს სამართლებრივ შედეგს.“.[24]
შესაბამისად, ისევე, როგორც №2/4/665,683გადაწყვეტილების შემთხვევაში, წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელშიც სადაოდაა გამხდარი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის/ მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის ერთი და იგივე კომპეტენცია, შემოწმების მიზნით პატიმარს მოსთხოვოს სხეულის სრული გაშიშვლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „...პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა თუ ბრალდებულთა შემოწმების პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის სხეულის ანდა მისი ნაწილის გაშიშვლებას, ინტენსიურად ზღუდავს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.“[25] გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლება ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ობიექტური საჭიროების გარეშე, არათანაზომიერი ინტენსივობით, ქმნის პირის მიმართ დისკომფორტის, სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით (არაჰუმანური მოპყრობის აკრძალვა) აბსოლუტურად აკრძალულ მოპყრობას.“.[26] ამგვარად, როგორც ამჟამად გასაჩივრებული ნორმები, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე განხილული ნორმები იწვევენ ერთი და იგივე კონსტიტუციურ უფლებებში საკმაოდ ინტენსიურ ჩარევას.
ამავე დროს, ორივე შემთხვევაში სადავოა კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის იდენტური სამართლებრივი საშუალებები - კერძოდ, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის შეუზღუდავი უფლებამოსილება - ნებისმიერ დროს ჩაატაროს პატიმრის პირადი სრული შემოწმება და მოსთხოვოს მას სხეულის მთლიანად გაშიშვლება.
სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი წესი, ამჟამად გასაჩივრებული ნორმებიც ემსახურება ერთი და იგივე სამართლებრივი შედეგის - პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერების და ა.შ. დამზადების, შენახვის, ბრუნვის და ა.შ. შეზღუდვის, მაშასადამე, დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მივმართავ სასამართლოს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შეაფასოს სადავო ნორმები და როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილების „დამძლევი“ შინაარსის მატარებელი, ძალადაკარგულად გამოაცხადოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინამდებარე დავის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტის სამართლებრივი წინაპირობები, მაშინ, სასამართლოს ვთხოვ, უკვე არსებითი სასამართლო განხილვის ფარგლებში შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა.
სარჩელის ავტორის პოზიციით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 და მე-15 მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით, თანაზომიერების შეფასების ტესტის მეშვეობით, როგორც ეს ფარჩუკაშვილის საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში მოხდა.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიჩნევს, რომ მართალია სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირება - პენიტენციური დაწესებულების დირექტორის/ მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის უფლებამოსილება ნებისმიერ დროს გამოიყენოს პატიმრის სრული შემოწმების, მათ შორის, მთლიანად გაშიშვლების ღონისძიება - უდავოდ ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს (პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას) და აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს, თუმცა იგი ვერ პასუხობს პროპორციულობის მოთხოვნას.
სარჩელის ავტორის აზრით, სადავო ნორმები არ შეიცავენ მკაფიო კრიტერიუმებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გასცენ „მითითება“ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების შესახებ დირექტორმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა. ამგვარი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არსებობს საფრთხე, რომ მიღებულ იქნეს ისეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების გადაწყვეტილება, რომელიც უკვე შემოწმებულია რამდენიმე წუთის/საათის წინ ანდა მიღებულ იქნეს ერთი და იგივე პირის დღის განმავლობაში ძალიან ხშირად შემოწმების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იმის საფრთხე, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელთ აღმოჩნდება რაიმე აკრძალული ნივთი, წარწერა ან სხვა ობიექტი, მუდმივად არსებობს. სწორედ ამ საფრთხის არსებობა ახდენს დირექტორის მიერ ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას და ხდის დასაბუთებულს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, როდესაც სრული პირადი შემოწმება არ უკავშირდება რაიმე ობიექტურ გარემოებებს (მაგალითად, კავშირს გარესამყაროსთან ან დაწესებულებაში გადაადგილებას) ეს საჭიროება განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა პირის შემოწმება. საჭიროება იზრდება იმასთან ერთად, თუ რა დროა გასული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უკანასკნელი შემოწმებიდან. თუ უკანასკნელი შემოწმებიდან ძალიან მცირე დროა გასული, ასევე მინიმალურია მისი ხელმეორედ შემოწმების აუცილებლობა. შესაბამისად, მინიმალურია შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებით დაცული სიკეთე. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში ამ მინიმალური სიკეთის დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფაც ხდება ამგვარი ღონისძიების განხორციელებით.[27]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირებები არ შეესაბამება და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 და მე-15 მუხლის პირველ პუნქტებს და ამიტომ, არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდნენ.
III. პატიმრის სრულად გაშიშვლების კონსტიტუციურობა
1. პრობლემის არსი
როგორც წარმოდგენილი სარჩელის პირველ თავში ითქვა, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.[28] ამ სტანდარტის საპირისპიროდ, ზოგიერთი პენიტენციური დაწესებულების დებულება პატიმრის სრული გაშიშვლების შესაძლებლობას იძლევა.[29] პენიტენციურ დაწესებულებათა ნაწილის დებულებების მიხედვით, სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები, თუმცა, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი აღნიშნავს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეს ნორმა იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ „მთლიანი გახდა“ და „გაშიშვლება“ მიემართებოდეს სხეულის შესაბამის ნაწილებს და არა მთლიან სხეულს.[30]
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს: (1) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №2 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (2) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №3 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (3) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №6 დაწესებულების დებულება) 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (4) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №8 დაწესებულების დებულება) 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (5) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №11 დაწესებულების დებულება) მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (6) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №14 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (7) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №15 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (8) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისი №71 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №16 დაწესებულების დებულება) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (9) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №17 დაწესებულების დებულება) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების, (10) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში №18 დაწესებულების დებულება) 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც, სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს, მაშასადამე, სრულად გაიშიშვლოს სხეული.
ის, რომ დასახელებულ სადავო ნორმებში მართლაც სხეულის სრული გაშიშვლება იგულისხმება და მათ სწორედ ეს ნორმატიული შინაარსი გააჩნია, ასევე დასტურდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე. ლექსიკურად და გრამატიკულად ზუსტად იგივე სტრუქტურის მქონე ნორმაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ, აღნიშნა, რომ „...ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის როგორც ნაწილობრივ - ისე მთლიანად გაშიშვლების შესაძლებლობას, ვინაიდან ნორმა ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვალდებულებას „გაიხადოს მთლიანად“ ან „გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები“. ცხადია, „მთლიანად გახდა“ სწორედ სრულად გაშიშვლებაზე მიუთითებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეფასებისას მხედველობაში მიიღებს ნორმის ამგვარ შინაარსს. იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია, სადავო ნორმა პრაქტიკაში სხვაგვარად გამოიყენება.“[31] ამგვარად, მიგვაჩნია, რომ სადავო დებულებები ითვალისწინებენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ გაშიშვლებას, რასაც ასევე საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შესწავლილი ამ ნორმების გამოყენების პრაქტიკა ადასტურებს.
საგულისხმოა, რომ სრული პირადი შემოწმების რადიკალურად განსხვავებულ წესს ითვალისწინებს #1, #10 და #12 დაწესებულებათა დებულებები, რომლებიც შედარებით მოგვიანებით, 2020 წლის შემდგომაა მიღებული და რომლებიც პატიმრის სრულ გაშიშვლებას პირდაპირ კრძალავენ. ასე, მაგალითად, #1 დაწესებულების დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. სრული პირადი შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.“ ანალოგიური შინაარსი გააჩნია, #10 დაწესებულების დებულების მე-17 მუხლის მე-9 და #12 დაწესებულების დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტებს. ამდენად, მოგვიანებით მიღებული დებულებები პირადი სრული შემოწმების უფრო ნაკლებად ინტენსიურ ღონისძიებას ითვალისწინებენ, რის გამოც, ამ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები მათ უფლებებში ამგვარი ჩარევის შედარებით უფრო მსუბუქ ფორმას ექვემდებარებიან.
2. სრული გაშიშვლების შესაბამისობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან
2.1. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია სრულ გაშიშვლებასთან დაკავშრებით
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს, ერთხელ უკვე იმსჯელა შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების კონსტიტუციურობაზე.[32] აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ თავდაპირველად შეაფასა, შემოწმების მიზნით სრული გაშიშვლება, თავისთავად, ხომ არ წარმოადგენდა არასათანადო და, მაშასადამე, per se აკრძალულ მოპყრობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირის გაშიშვლება ინტენსიური ხასიათის შეზღუდვაა და, შესაძლოა, იწვევდეს დისკომფორტის და სირცხვილის შეგრძნებას, იგი, თავისთავად, არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობად. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლების ღონისძიება ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ, თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, იგი არ შეფასდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა.[33]
შესაბამისად, სასამართლოს პოზიციით, პირის გაშიშვლება მისი შემოწმების მიზნით არ წარმოადგენს თავისთავად კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლით აკრძალულ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე უარყოფდა. მისი განმარტებით, სრული შემოწმების სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი, a priori არაკონსტიტუციური არ იყო. კერძოდ, უსაფრთხოების მიზნებისთვის შესაძლოა დასაშვები იყოს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სხეულის შესაბამისი ნაწილის გაშიშვლება. მისი მტკიცებით, ღირსების შემლახავი და არაჰუმანურია ყველა მსჯავრდებულისა თუ ბრალდებულის რუტინული შემოწმება იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას სადავო ნორმები ითვალისწინებენ.[34]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დაუშვებელია, პირის მიმართ ისეთი ინტენსიური შემზღუდველი ღონისძიება, როგორიც არის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლება, გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმგვარ წნეხს, რომელიც აშკარად აჭარბებს თავისუფლების შეზღუდვის თანმდევ ლეგიტიმურ მოპყრობასა და თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი ყველა სხვა ზომა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განკუთვნილი, თანაზომიერი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპყრობა თვითმიზნურად ჩაითვლება და შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.[35]
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს იქ მოთავსებული პირების უფლებებს, არ უნდა იწვევდეს ტკივილის, დისკომფორტის, ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლება-შემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღონისძიება დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება. ამგვარად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლება ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ობიექტური საჭიროების გარეშე, არათანაზომიერი ინტენსივობით, ქმნის პირის მიმართ დისკომფორტის, სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აბსოლუტურად აკრძალულ მოპყრობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს პოზიციით, აუცილებელია, დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების არსი, მისი ლეგიტიმური მიზანი და თანაზომიერება.[36]
ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „განსახილველ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის გამოყენება და სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების, გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება ემსახურება იმის იდენტიფიცირებას, ხომ არ ხდება ღონისძიების გამოყენება ობიექტური საფუძვლის გარეშე (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ობიექტური საფუძვლის გარეშე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უფლებაშემზღუდველი ღონისძიების გამოყენება, რომელიც გულისხმობს დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლებას, დაკვალიფიცირდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით უპირობოდ აკრძალული მოპყრობა.“.[37]
შესაბამისად, შემოწმების მიზნით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლების ღონისძიების თანაზომიერებაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების შემოწმება, მათ შორის, მათი სხეულისა თუ სხეულის ცალკეული ნაწილების გაშიშვლების ფორმით, ემსახურება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაცვას, წარმოადგენს ლეგიტიმურ ღონისძიებას და თავისთავად ვერ ჩაითვლება იმგვარ შეჭრად პირად სივრცეში, რომ საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლით აკრძალულ მოპყრობად დაკვალიფიცირდეს.“[38]
ამავდროულად, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღინიშნა, პირის შემოწმება, რომელიც გაშიშვლებას მოიცავს, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას და უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ultima ratio საშუალებას. ასეთი ღონისძიება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და უნდა განხორციელდეს იმგვარი წესით, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის პატივისა და ღირსების დარღვევა.[39]
2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილებაში, სასამართლომ, ამავე დროს, დააზუსტა ის ფარგლები, რომელშიც შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების აუცილებლობა შეფასდებოდა. კერძოდ, „სრული შემოწმების განხორციელების წესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე არ დავობს სრული შემოწმების განხორციელების რაიმე სპეციფიკურ კომპონენტზე, რომელიც შეფასდებოდა როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა. იგი მიუთითებს სრულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირების გრადაციის აუცილებლობასა და სკანერის, როგორც ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების, გამოყენების შესაძლებლობაზე. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ასპექტების კონსტიტუციურობის შემოწმებით.“[40]
ამგვარად, სასამართლო შემოიფარგლა შემოწმების მიზნით პატიმრის გაშიშვლების კონსტიტუციურობის მხოლოდ აღნიშნული ორი ასპექტის პერსპექტივიდან შეფასებით. კერძოდ, თუ რამდენად წარმოადგენს შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლება აუცილებელ ღონისძიებას იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, არ ხდება პატიმართა გრადაცია, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც ამგვარი შემოწმების ალტერნატივა, არსებობს სკანერის გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, საკონსტიტუციო სასამართლომ საკმარისი სამართლებრივი სივრცე სწორედ იმისთვის დატოვა, რომ შემოწმების მიზნით პატიმრის სრული გაშიშვლების კონსტიტუციურობა ასევე იმ სხვა „სპეციფიკურ კომპონენტებზე“ თუ „ასპექტებზე“ მითითებით შეფასდეს, რომლებზეც მას არსებითად ჯერ არ უმსჯელია.
აქედან გამომდინარე, სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ გაანალიზებულ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს, შემოწმების მიზნით პატიმრის გაშიშვლების კონსტიტუციურობა ამომწურავად არ გადაუწყვეტია. ამ მსჯელობის საპირისპიროს მტკიცება, სახალხო დამცველის აზრით, საერთოდ გამორიცხავდა იმის თეორიულ დაშვებასაც კი, რომ სრული პირადი შემოწმება, თუნდაც მომავალში, ტექნიკური განვითარების კვალობაზე, იგივე ეფექტურობით სხვა (ტექნიკური) საშუალებების გამოყენებით განხორციელდეს.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, სრული პირადი შემოწმების ასეთ სპეციფიკურ კომპონენტს, რომელიც შეიძლება ღირსების შემლახველად იქნეს მიჩნეული და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჯერ არ ყოფილა შეფასებული, სარჩელის ავტორის აზრით, სხეულის არა სრული, არამედ, მხოლოდ, შესაბამისი ნაწილების გაშიშვლება წარმოადგენს.
2.2. თანაზომიერება
როგორც ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილებაში, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების საფუძვლები და წესი შეაფასა, რათა დაედგინა, ეს ღონისძიება რამდენად იყო ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ultima ratio საშუალება და ხომ არ უქმნიდა იგი ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაშიც, უნდა შემოწმდეს, რამდენად აუცილებელია სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება - პატიმრის სხეულის სრული გაშიშვლება და ხომ არ არის შესაძლებელი, სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შედარებით უფრო ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით.[41]
ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განხილულ გადაწყვეტილებაში, ანალოგიურად, სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ სრული შემოწმების მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მთლიანი გაშიშვლება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღირებულ და გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის შემდეგ მიღებულ პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებები (#1, #10 და #12 დაწესებულებათა დებულებები) ბრალდებულის სრული პირადი შემოწმების მიზნის მიღწევის საკმარის საშუალებად, პატიმრის სხეულის შესაბამისი ნაწილების გაშიშვლებას მიიჩნევენ, სახალხო დამცველის აზრით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც აბსოლუტურად იგივე მიზანს ემსახურება, შეუძლებელია ჩაითვალოს პატიმართა უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად.
ასე, მაგალითად, როგორც აღინიშნა, #1 დაწესებულების დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. სრული პირადი შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.“
საგულისხმოა, რომ #1, #10 და #12 დაწესებულებები, მათი რისკების გათვალისწინებით, აბსოლუტურად არ განსხვავდებიან წინამდებარე სარჩელით შემოწმების სადავოდ გამხდარი წესის მქონე დაწესებულებებისაგან. აქვე, ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრების რისკებს შორის განსხვავება და შემოწმების მიზნით, მათი ამგვარი გრადაცია, საერთოდ არ მიიჩნია სადავო ღონისძიების, როგორც არა აუცილებელი შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის საკმარის არგუმენტად. კერძოდ, „მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების ბლანკეტური ხასიათი და ის გარემოება, რომ ხდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის რუტინული შემოწმება მათ მიერ ჩადენილი (შესაძლო) დანაშაულის, ყოფაქცევისა და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღების გარეშე, მიუთითებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების არაპროპორციულობაზე.“ მაშასადამე, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სრული შემოწმება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ, ვის მიმართაც მათი ყოფაქცევის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ამის აუცილებლობა არსებობს.[42]
ამის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ვერ გაიზიარებდა მოსარჩელე მხარის ამ პოზიციას. სასამართლომ განაცხადა, „...რომ სრული პირადი შემოწმება წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას. იგი არ არის რომელიმე პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა. პირის სრული შემოწმების ინტერესი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, სახეზეა დაწესებულებაში მოთავსებული ყველა პირის მიმართ.“[43]
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებათა განსხვავება მათი რისკების მიხედვით, არ წარმოადგენს სრული პირადი შემოწმების განსხვავებული ინტენსივობით ჩატარების სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, #1, #10 და #12 პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით პატიმრის სრული პირადი შემოწმების ისეთივე სამართლებრივი ინტერესი არსებობს, როგორც ეს შემოწმების სადავოდ გამხდარი წესის მქონე დაწესებულებებში.
სარჩელის ავტორის აზრით, ვინაიდან სრული პირადი შემოწმების სადავოდ გამხდარი ფორმა ტარდება ფიზიკურად, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებისა თუ რაიმე განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის გამოყენების გარეშე, ვერც ის გარემოება გამოდგება ამგვარი განსხვავების გასამართლებლად, რომ, მაგალითად, #1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულება არის ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ციხე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სრულ პირად შემოწმებას შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლები ატარებენ, განსხვავება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შედარებით ძველ ან ახალ აშენებულ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურას შორის, არ ქმნის ამ უფლებაში განსხვავებული ინტენსივობით ჩარევის სამართლებრივ წინაპირობას. ამგვარად, თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილების ცალ-ცალკე გაშიშვლებით, პირობითად, #1 ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღწევა სრული პირადი შემოწმების მიზანი, გაუგებარია, იგივე მეთოდით, რატომ არის ეს შეუძლებელი სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.
სარჩელის ავტორის აზრით, უდავოა ისიც, რომ, ერთი მხრივ, სხეულის სრული, ხოლო, მეორე მხრივ კი, სხეულის შესაბამისი ნაწილების ცალ-ცალკე გაშიშვლება განსხვავებული ინტენსივობით იწვევს დისკომფორტისა, თუ სირცხვილის შეგრძნებას. მეტიც, სხეულის არასრული გაშიშვლებით შემოწმება, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უფრო ვიწროდ მიმართული და უფრო მეტად სპეციალიზირებული ღონისძიების შთაბეჭდილებას ქმნის, რომელიც თავიდანვე ამცირებს უცხო ადამიანების წინაშე სხეულის სრული გაშიშვლებით განცდილი უხერხულობის ინტენსივობას. ამავე დროს, სახალხო დამცველის პოზიციით, შეუძლებელია სრულად გაშიშვლებული პატიმრის მიმართ არანორმატიული დამოკიდებულების (თუნდაც, ბუქნების გაკეთების მოთხოვნის), ან სხვა შეურაცხმყოფელი და დამცინავი მიმართვების აბსოლუტურად გამორიცხვაც. სასამართლომ ხომ სწორედ ასეთ არანორმატიულ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასთან მიმართებით განაცხადა ცალსახად: „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში მართლაც ჰქონდა ამგვარ ფაქტებს ადგილი...“.[44]
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სხვების თანდასწრებით პატიმრის სხეულის სრული გაშიშვლება ბუნებრივად აყენებს მას მოწყვლად მდგომარეობაში ციხეში არც თუ იშვიათად გამოყენებული არანორმატიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მიმართ. შესაბამისად, სარჩელის ავტორის აზრით, პენიტენციურ დაწესებულებათა შედარებით ძველ დებულებებში, პირადი სრული შემოწმების ასეთი ინტენსიური ფორმის დატოვება, პატიმრებს ცალსახად გაუჩენს იმის განცდას, რომ ეს ღონისძიება დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, მიზნად ასევე მათ დამცირებას და დაქვემდებარებას ისახავს, ყოველ შემთხვევაში, იგი ასეთ შედეგს იწვევს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, შემოწმების მიზნით პატიმრის სხეულის მხოლოდ ნაწილების და არა სრული გაშიშვლება იგივე ეფექტურობით ემსახურება უკანონო ნივთებისა და წარწერების აღმოჩენას. თუ პატიმარს ჯერ მოეთხოვება, პირობითად, ზედა ტანისა და კიდურების ცალ-ცალკე გაშიშვლება, ხოლო, შემდეგ კი ქვედა ტანისა და კიდურების გაშიშვლება, გაუგებარია რატომ არ მიიღწევა შესაბამისი მიზანი. ამიტომ, ვთვლი, რომ ასეთი ღონისძიება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს უფლების ნაკლებად მზღუდავ, თუმცა ისეთივე ეფექტის მქონე საშუალებას, როგორიც სრული გაშიშვლებით შემოწმებაა. ამ მსჯელობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს, 2020 წლის შემდეგ მიღებული დებულებები, რომლებიც სრულ გაშიშვლებას პირდაპირ კრძალავენ.
ამგვარად, იმ პირობებში როდესაც შემოწმების ნაკლებად შეურაცხმყოფელი ფორმით ჩატარების ეფექტური საშუალება არსებობს, სადავო წესი შეუძლებელია არ იქნეს მიჩნეული ღირსების შემლახავად. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
[1] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიში. გვ.: 37. ხელმისაწვდომია: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.ombudsman.ge/res/docs/2024053014473115290.pdf;
[2] ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ (2014 წლის 1-10 აპრილი, პარა. 85), ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/35cCmvq>[ბოლოს ნანახია:13.12.2024];
[3] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიში. გვ.: 37;
[4] იხ.: იქვე;
[5] იხ.: იქვე;
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.“;
[7] იხ.: იქვე, II-19;
[8] იხ.: იქვე, II-78;
[9] იხ.: იქვე, II-79;
[10] იხ.: იქვე, II-80;
[11] იხ.: იქვე, II-81;
[12] იხ.: იქვე, II-82;
[13] იხ.: იქვე, II-83;
[14] იხ.: იქვე, II-84;
[15] იხ.: იქვე, II-86;
[16] იხ.: იქვე, II-87;
[17] იხ.: იქვე, II-88;
[18] იხ.: იქვე, II-89;
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 გადაწყვეტილება, II-8;
[20] იხ.: იქვე, II-9;
[21] იხ.: იქვე, II-10;
[22] იხ.: იქვე, II-11;
[23] იხ.: იქვე, II-12;
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვალის №3/1/708,709,710 გადაწყვეტილება, II-8;
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება, II-16;
[26] იხ.: იქვე, II-20;
[27] იხ.: იქვე, II-138;
[28] ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ (2014 წლის 1-10 აპრილი, პარა. 85), ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/35cCmvq>[ბოლოს ნანახია:13.12.2024];
[29] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიში. გვ.: 37. ხელმისაწვდომია: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.ombudsman.ge/res/docs/2024053014473115290.pdf;
[30] იხ.: იქვე;
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება, II-24;
[32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.“;
[33] იხ.: იქვე, II-17;
[34] იხ.: იქვე, II-18;
[35] იხ.: იქვე, II-19;
[36] იხ.: იქვე, II-20;
[37] იხ.: იქვე, II-21;
[38] იხ.: იქვე, II-56;
[39] იხ.: იქვე, II-57;
[40] იხ.: იქვე, II-58;
[41] იხ.: იქვე, II-59;
[42] იხ.: იქვე, II-60;
[43] იხ.: იქვე, II-60;
[44] იხ.: იქვე, II-26;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა