სიმონი ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1965 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
| ავტორ(ებ)ი | სიმონ ბულბულაშვილი, მამუკა სახიაშვილი |
| თარიღი | 11 მაისი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-4 ნაწილი: ’’ამ კოდექსის 127-ე მუხლის -2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამათლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
· საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“;
· საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“ ;
· საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი - (საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს)
„საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“ ;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
(საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ) „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;“
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სიმონი ბულბულაშვილის მიმართ გამოცემულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N003440 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული დადგენილება, პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (როგორც ზემდგომ ორგანოში), ხოლო შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სადაც საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N003440 (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე)-დან გამომდინარე, სიმონი ბულბულაშვილი ვალდებულია, მოახდინოს კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი, მანამ, სანამ სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ცალსახად კონსტიტუციური ნორმების უხეში დარღვევაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიმონი ბულბულსაშვილს აქვს უფლება, იდაოს სარჩელში წარმოდგენილ გარემოებებთან დაკავშირებით. (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N003440 თან ერთვის).
სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირია მამუკა სახიაშვილიც. მას N19/01191721654-01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის N1738 ბრძანების სახით 2022 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა სამშენებლო ობიექტზე განთავსების გზით, თუმცა მისი გაცნობის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონია. (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის N1738 ბრძანება თან ერთვის). ამავდროულად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით დაიწყო სადავო ქონების დემონტაჟი. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში კი მამუკა სახიაშვილის მიერ აქტების გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულების პროცესს და იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მომჩივანის მოთხოვნას, მისი აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან შენობა უკვე დანგრეული იქნება და გადაწყვეტილება აზრს დაკარგავს. (სააღსრულებო ფურცელი თან ერთვის). აღნიშნულის გათვალისწინებით, მამუკა სახიაშვილი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით;
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოცემული კონსტიტუციური სარჩელით საჩივრდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-4 ნაწილი:
,,ამ კოდექსის 127-ე მუხლის -2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას“
აღნიშნული ნორმები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელ პუნქტს: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამათლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა