• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მოქალაქე მალხაზ ასათიანი, შპს „მშენებელი-5”, შპს  „აიეტი“ და  შპს  „ოლია“ საქართველოს  პარლამენტის  წინააღმდეგ
      • 10.03.2005
      • N2/2/275,291,296,299
      • გადაწყვეტილება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის №2/4/275 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქე მალხაზ ასათიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოქალაქე მალხაზ ასათიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/4/275
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 20 თებერვალი 2004

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

2. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;

3. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.

სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.

საქმის დასახელება: მოქალაქე მალხაზ ასათიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მალხაზ ასათიანი და მისი წარმომადგენელი ვახტანგ ცხომელიძე.

დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 114–ე მუხლის პირველი ნაწილის წინადადების – ,,დღგ–ის ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ–ის თანხა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოქალაქე მალხაზ ასათიანის 275–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 28 იანვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარის რეზოლუციით განმწესრიგებელი სხდომა დაინიშნა მიმდინარე წლის 13 თებერვალს.

წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლი, 42–ე მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის და მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუცური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის.

იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტით, მე–17 მუხლის მე–5 პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტით,

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:

1. მიღებული იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე მალხაზ ასათიანის 275–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 114–ე მუხლის პირველი ნაწილის წინადადების – ,,დღგ–ის ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ–ის თანხა“, კონტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი;

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გახაჩირვებას არ ექვემდებარება.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე)

ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)

ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ