• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის N2/11/318 განჩინება საქმეზე "საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/11/318
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 25 ოქტომბერი 2005

კოლეგიია შემადგენლობა:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);

2. ოთარ ბენიძე;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი;

4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,მხოლოდ სახელმწიფო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: __________________________

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №318) მომართა საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაციამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2005 წლის 22 თებერვალს 2/1/318 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია მოითხოვდა საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა სადავო ნორმის მეორე ნაწილის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ამასთანავე დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,მხოლოდ სახელმწიფო“ კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.

2005 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას განცხადებით (რეგისტრაციის №01/14-150) მომართა მოსარჩელემ საქრთველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ვალტერ შენგელიამ, რომელიც უარს ამბობს მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვაზე და მოითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა ხდება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით“.

იხელმძღვანელა რა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე ,,საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიია წევრები:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

2. ოთარ ბენიძე;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი;

4. ზაურ ჯინჯოლავა.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ