• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ
      • 22.06.2004
      • N2/2/245
      • გადაწყვეტილება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის №2/5/245 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/5/245
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 1 ოქტომბერი 2003

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ოთარ ბენიძე - სხდომის თავმჯდომარე;

2.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი-წევრი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;

4. ზაურ ჯინჯოლავა-წევრი.

სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია

საქმის დასახელება: მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №13.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – კახაბერ ძაგანია და მისი წარმომადგენელი დავით ნოზაძე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2003 წლის 10 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №245) მომართა მოქალაქე კახაბერ ძაგანიამ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო აქტის შეჩერება.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი.

კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

ამასთან კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერებისათვის, ვინაიდან სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ აქციათა მართვის უფლების გადაცემა გარდამავალ პერიოდშია და გაურკვეველია თითოეული მონაწილის უფლებრივი მდგომარეობა, რაც მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს იქნება შესაძლებელი.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე კახაბერ ძაგანიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 39-ე მუხლთან მიმართებით;

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

4. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვას.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

1. ოთარ ბენიძე;

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი;

4. ზაურ ჯინჯოლავა.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ