• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის N1/7/321 განჩინება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე სულხან მოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე სულხან მოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/7/321
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია,
თარიღი 23 მარტი 2005

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);

3. იაკობ ფუტკარაძე;

4. ნიკოლოზ შაშკინი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სულხან მოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელის წარმომადგენლები - ლია მუხაშავრია; მანანა კობახიძე და მაკა გიოშვილი.

მოქალაქე სულხან მოლაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 28 თებერვალს შემოვიდა (რეგისტრაციის ნომერი 321). საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი ამავე წლის 9 მარტს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა 18 მარტს გაიმართა.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო აქტი იმპერატიულად კრძალავს აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების დასაბუთებულობისა და კანონიერების გასაჩივრებას, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, მისი პატიმრობის ვადა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ სამჯერ იქნა გაგრძელებული, რის გამოც ხელოვნურად გაჭიანურდა საგამოძიებო პროცესი. მას კი, სადავო ნორმის ძალით, არ მიეცა უფლება გაესაჩივრებინა მოსამართლის ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ.

სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა, აგრეთვე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, ვინაიდან მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა პირადი თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

მოსარჩელე ითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა სულხან მოლაშვილის 321-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.

როგორც გამოირკვა, 2004 წლის 15 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი იქნა მოქალაქე ოლეგ სვინტრაძის 286-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2004 წლის 3 მაისის №2\5\286 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო. საქმის განხილვის პროცესში, 2005 წლის 11 მარტს, მოსარჩელემ გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განიხილა №286-ე კონსტიტუციური სარჩელი და 2005 წლის 17 მარტის №2\3\286 გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ამგვარად, მოქალაქე სულხან მოლაშვილის 321-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში კი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის ძალით, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის საქართველოს მოქალაქის სულხან მოლაშვილის 321-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)

ვ. გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)

ი. ფუტკარაძე

ნ. შაშკინი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ