• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 18.05.2007
      • N2/1/370, 382, 390, 402, 405
      • გადაწყვეტილება
    • ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.10.2006
      • N2/10/402,405
      • საოქმო ჩანაწერი
    • მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.06.2006
      • N2/6/390
      • საოქმო ჩანაწერი
    • მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.03.2006
      • N2/3/370
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის №2/4/382 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "მოსარჩელე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოსარჩელე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/4/382
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 10 მაისი 2006

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

2. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;

3. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე

საქმის დასახელება: მოსარჩელე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები: რუსუდან მჭედლიშვილი, თამარ გაბისონია, ნინო ელბაქიძე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ

გ ა მ ო რ კ ვ ი ა:

2006 წლის 25 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N382) მომართა მოსარჩელე ზაურ ელაშვილმა და მოითხოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მეხუთე პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით (N2/3/370) არსებითად განსახილველად მიღებულ 370-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.

კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელე ზაურ ელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;

2. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 370-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება

კოლეგიის წევრები:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

2. ლამარა ჩორგოლაშვილი

3. ზაურ ჯინჯოლავა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ