• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 2.07.2007
      • №1/2/384
      • გადაწყვეტილება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის №2/5/384 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ნელი დალალიშვილი,ტარიელ გვეტაძე და მათი წარმომადგენელი ინგა გიორგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ნელი დალალიშვილი,ტარიელ გვეტაძე და მათი წარმომადგენელი ინგა გიორგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/5/384
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 9 ივნისი 2006

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);

2.ლამარა ჩორგოლაშვილი;

3.ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება: მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ნელი დალალიშვილი, ტარიელ გვეტაძე და მათი წარმომადგენელი ინგა გიორგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის,41-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 52-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენელი ინგა გიორგაძე.

2006 წლის 16 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N384)მომართეს მოქალაქეებმა დავით ჯიმშელეიშვილმა, ნელი დალალიშვილმა, ტარიელ გვეტაძემ და მათმა წარმომადგენელმა ინგა გიორგაძემ.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი,89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი,31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 52-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვენ საქმის არსებითად განხილვამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“ კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი სადავო ნორმის შეჩერებისათვის, ვინაიდან სადავო აქტის მოქმედება არ გამოიწვევს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგს.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით,21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-18 მუხლით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :

1.მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოქალაქეების დავით ჯიმშელეიშვილის, ნელი დალალიშვილის, ტარიელ გვეტაძის და მათი წარმომადგენელის ინგა გიორგაძის კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 52-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;

2.უარი ეთქვას საქმის არსებითად განხილვამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე;

3.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

2.ლამარა ჩორგოლაშვილი;

3.ზაურ ჯინჯოლავა;

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ