• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 9 იანვრის №1/1/265 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – მერაბ საყვარელიძე და დავით ტაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - მერაბ საყვარელიძე და დავით ტაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/1/265
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია,
თარიღი 9 იანვარი 2004

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. ვახტანგ გვარამია;

3. იაკობ ფუტკარაძე;

4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – მერაბ საყვარელიძე და დავით ტაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე, 38-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – მერაბ საყვარელიძე და დავით ტაბიძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 22 დეკემბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – მერაბ საყვარელიძისა და დავით ტაძიძის 265-ე ნომრით რეგისტირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2003 წლის 30 დეკემბერს

მოქალაქეებმა მერაბ საყვარელიძემ და დავით ტაბიძემ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლის 15 დეკემბერს შემოიტანეს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა საფუძველზე.

კოსნტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმები, მათ, როგორც ყოფილი საქართველოს რეპსბულიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, სხვა დეპუტატებისაგან განსხვავებით, არ აძლევს საშუალებას სრულიად მიიღონ სადეპუტატო პენსია და დამატებითი სადეპუტატო კომპენსაცია. ამიტომ მოსარჩლეები კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-18 მუხლის მე-2 და 21-ე მუხლის პირველი პუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე, 38-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვენ აგრეთვე განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით მათთვის მინიჭებული “უფლება სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურებისა სახელმწიფო სახსრებიდან”.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა შეცვალეს თავდაპირველი მოთხოვნა. მათ აღნიშნეს, რომ აღარ ითხოვენ სადავო ნორმების გაუქმებას და აინტერესებთ “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის მხოლოდ წერილობითი გ ანმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

აქედან გამომდინარე კი, სასამართლოკოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანოიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.

კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სადავო ნორმის განმარტება არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. ამის გამო, მოსარჩელეთა შესაბამისი მოთხოვნა ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი.

ამგავარად, მოსარჩელეთა მიერ მითითებული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად ვერ მიიღება.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “გ” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველს მოქალაქეების – მერაბ საყვარელიძისა და დავით ტაბიძის 265-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თაობაზე და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. ვახტანგ გვარამია;

3. იაკობ ფუტკარაძე;

4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ