• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 26.12.2005
      • N1/22/330,331
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის N1/2/330,331 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/2/330,331
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია,
თარიღი 15 ივნისი 2005

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. ვახტანგ გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);

3. იაკობ ფუტკარაძე;

4. ნიკოლოზ შაშკინი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტი, 743 და 744 მუხლები, 746 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

საქმის განხილვის მონაწილენი:

მოსარჩელეები - პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე, მოსარჩელე ალექსი მარიამიძის წარმომადგენელი – მანანა კობახიძე, ქეთევან მეხუზლა, თეიმურაზ ქორიძე და ვანდა ჯიჯელავა; მოპასუხის –საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მარინე რობაქიძე და იოსებ ლომაშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 19 და 20 მაისს, შესაბამისად, შემოვიდა საქართველოს მოქალაქეების – პაატა ქობულაძისა და ალექსი მარიამიძის 330-ე და 331-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები. ამავე წლის 25 მაისს ისინი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითი განხილვისათვის მიღებისა და მათი გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 7 ივნისს.

სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

მოსარჩელეები, რომლებიც დისციპლინური გადაცდომის გამო განთავისუფლდნენ მოსამართლის თანამდებობიდან, კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტით, 743 და 744 მუხლებითა და 746 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოთხოვნები და დავის საგნად მიიჩნიეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტის, 743 მუხლისა და 746 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა აზრით, კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 746 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების არსებითად განსახილველად მიღების, მათი არსებითად განხილვის აუცილებლობა. ამასთან ერთად, მოსარჩელეებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებაზე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მათ ვერ დაასაბუთეს სადავოდ დასახელებული ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. თანაც, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ შესაბამის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება (№1/3/209,276).

ამგვარად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე პაატა ქობულაძის 330-ე ნომრით რეგისტრირებული და მოქალაქე ალექსი მარიამიძის 331-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები დაზუსტებული სახით ნაწილობრივ მისაღებია არსებითად განსახილველად. კერძოდ არსებითად განხილული უნდა იქნეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტისა და 743 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელები ამ ნაწილებში ძირითადად შეესაბამებიან „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტები არიან და სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.

ამასთან, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ 330-ე და 331-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელეები საქართველოს მოქალაქეებია და დავის საგანიც ერთი და იგივეა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიას შესაძლებლად მიაჩნია მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - პაატა ქობულაძის და ალექსი მარიამიძის 330-ე და 331-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტი და 743 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. 330-ე და 331-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ – „საქართველოს მოქალაქეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

ბ.ზოიძე

ვ. გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);

ი. ფუტკარაძე;

ნ. შაშკინი.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ