• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 22.03.2006
      • N2/5/334
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის №2/6/334 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - ლილი თელია,არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - ლილი თელია,არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/6/334
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 13 ივლისი 2005

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(სხდომის თავმჯდომარე,მომხსენებელი მოსამართლე);

2. ოთარ ბენიძე-წევრი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი-წევრი;

4. ზაურ ჯინჯოლავა-წევრი.

სხდომის მდივანი; ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ლილი თელია,არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით,რომლის თანახმად,კანონს,თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას,უკუძალა არა აქვს. ‘’

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი-ლევან გიორგაძე.

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 16 ივლისს.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი.

334-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების,განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე გამოსული მოსარჩელეთა წარმომადგენლის განცხადებათა საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია,რომ 334-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში,დაცულია<< საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ>>

საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი,წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ქვეპუნქტით,“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ‘’ე’’ქვეპუნქტით,21-ე მუხლის მეორე პუნქტით,39-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ა’’ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით,43-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, ‘’საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :

1.მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - ლილი თელიას,არჩილ მეფარიძის და გურამ თოხაძის 334-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი,რომელიც ეხება “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით,რომლის თანახმად,“კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას,უკუძალა არა აქვს’’

2.პირველპ პუნქტში დასახელებული კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი;

3.საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

4.საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ‘’საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

5.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

ოთარ ბენიძე

ლამარა ჩორგოლაშვილი

ზაურ ჯინჯოლავა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ