• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის N1/8/373 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ამირან ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ამირან ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/8/373
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია,
თარიღი 19 აპრილი 2006

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე – სხდომის თავმჯდომარე;

2. ვახტანგ გვარამია;

3. იაკობ ფუტკარაძე;

4. ნიკოლოზ შაშკინი – მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ამირან ფაჩუაშვილი საქართვე-ლოს პარლამენტის წინააღმდეგ. .

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელე ამირან ფაჩუაშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 4 აპრილს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ამირან ფაჩუაშვილის 373-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 12 აპრილს.

კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუ-ხლის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვე-პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საკონსტი-ტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 25 ნოემბერს მიიღო კანონები, რომლებითაც ცვლილებები და დამატებები შე-იტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქა-რთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი. აღნიშნული ცვლილებების თანახმად სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით, სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის გაძევებულ პირს, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარი-დან 500 ლარამდე ოდენობით. ხოლო თუ სასამართლოს მიმართ გამოხატულია აშკარა და უხეში უპატივცემულობა, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია გამოიტანოს განკარგულება პირის 30 დღე-ღამემდე ვადით დაპატიმრების შესახებ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით აღიარე-ბულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რასაც სადავო ცვლილებები უსამა-რთლოდ და კონსტიტუციის უხეში დარღვევით ზღუდავს. ასეთ შეზღუდვად მოსარჩელეს მიაჩნია ის, რომ მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ეს, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსები-თად განსახილველად მიღებას და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წა-რმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის. არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის ნაჩვენები და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა მოსარჩელემ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმებით უშუალოდ მისი უფლებები დარღვეული არ არის, მაგრამ შესაძლებელია დაირღვეს მომავალში, რაც მას აძლევს საფუძველს შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ასეთ საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა სცილდება ფიზიკური პირის სასარჩელო უფლებაუნარიანობის ფარგლებს. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის ძალით, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება მოქალაქეს აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი.

ამგვარად, მოქალაქე ამირან ფაჩუაშვილი 373-ე ნომრით რეგისტრირებულ კო-ნსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით კი, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ “შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ”.

იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვე-პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილვე-ლად საქართველოს მოქალაქის ამირან ფაჩუაშვილის 373-ე ნომრით რეგისტრირე-ბული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კო-ნსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწა-რმოება ამ სარჩელზე;

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)

ვ. გვარამია

ი. ფუტკარაძე

ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ