• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • 1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 13.07.2005
      • N2/5/309,310,311
      • გადაწყვეტილება
    • მოსარჩელე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.12.2004
      • N2/13/310
      • საოქმო ჩანაწერი
    • მოსარჩელე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 20.12.2004
      • N2/14/311
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის №2/12/309 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოსარჩელეები ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოსარჩელეები ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/12/309
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი,
თარიღი 26 ნოემბერი 2004

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ნიკოლოს ჩერქეზიშვილი– სხდომის თავმჯდომარე;

2.ოთარ ბენიძე–წევრი;

3.ლამარა ჩორგოლაშვილი–მომხსენებლი მოსამართლე;

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე

საქმის დასახელება: მოსარჩელეები ლილი თელია, არჩილ მეფარიძ და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 13 თებერვლის კანონების „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის მე–7 პუნქტით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41–ე მუხლის მე–4 დამატების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ემუხლის მესამე პუნქტთან და 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენელი– ლაშა ჭიჭინაძე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2004 წლის 18 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N309) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა –ლილი თელიამ, არჩილ მეფარიძემ და გურამ თოხაძემ და მოითხოვეს საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 13 თებერვლის კანონების „საქართველოს ადმიონისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის მე–7 პუნქტით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41–ე მუხლის მე–4 დამატების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მუხლის მესამე პუნქტთან,მე–40 მუხლის მეორე პუნქტთან და 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტთან მიმართებით.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველის საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველია პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

კოლეგიას მიაჩნია,რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუმქტის მოთხოვნები და არა რსებობს იმავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე და 89–ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით,21–ე მუხლის მეორე პუნქტით, 23–ე მუხლის პირველი პუნქტით,39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით,43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლებით,21–ე მუხლის პირველი პუნქტით და 22–ე მუხლით,

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:

1.მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელეების ლილი თელიას, არჩილ მეფარიძის და გურამ თოხაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 13 თებერვლის კანონების „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეოს კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის მე–7 პუნქტით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41–ე მუხლის მე–4 დამატების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მესამე პუნქტთან,მე–40 მუხლის მეორე პუნქტთან და 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტთან მიმართებით.

2. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია, განხილვის დაწყების თარიღი მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

3.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

2.ოთარ ბენიძე

3.ლამარა ჩორგოლაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ