მოქალაქე ალექსი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/124/3 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 12 მარტი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავჯმდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშივლი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება: მოქალაქე ალექსი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დროებით ინსტრუქცია და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია. 2) „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილება.
საქმის განხილვის მონაწილენი: ალექსი პაპუაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ
ღიასასამართლო სხდომაზე
გამოარკვია
2000 წლის 21 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა მოქალაქე ალექსი პაპუაშვილმა და მოითხოვა „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრიციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი რძანებით დამტკიცებული დროებითი ინსტრუქციის, „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა.
სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ორგანული კანონი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის ე) ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 187-ე, 188-ე 191-ე მუხლების მეორე ნაწილებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმადაც მან უხეშად დაარღვია ზემოაღნიშნული ინსტრუქციებისა და დადგენილების მოთხოვნები. კერძოდ, №240 დადგენილების მე-6 მუხლი, რომლითაც მას უნდა ეწარმოებინა საზღვარგარეთ მყოფი არა ყველა საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და მათზე პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა, არამედ მხოლოდ იმ მოქალაქეების, რომლებიც საზღვარგაეთ იმყოფებოდნენ სასწავლებლად, ხანგრძლივ სტაჟირებაზე ან მივლინებით (სულ ცოტა ერთი წლის ვადით). ასევე დაირღვა დროებითი ინსტრუქციის მესამე პუნქტი, რაც გამოიხატა იმით, რომ მან არ გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინიტროს საინფორმაციო ცენტრებს მოქალაქეთა სარეგისტრაციო ბარათი ფორმა №1 და ისეთ 24 პირზე გასცა საქართველოს მოქალაქეის პასპორტები, რომლებიც იძებნებოდნენ სამართალდმცავი ორგანეობის მიერ. მოსარჩელის განმარტებით მას დროებითი ინსტრუქციის დარღვევად ჩაეთვალა ის ფაქტიც, რომ მან პასპორტის მიღების დროს გაათავისუფლა 150 პირი (ძირითადად ლტოლვილები) საკონსულო გადასახადისგან გამოიყენა რა 1994 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს რესპულიკის კანონი „საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“. მოსარჩელის აზრით, მას ამის შესაძლებლობას აძლევდა ამ კანონის 59-ე მუხლი, რომლის თანახმად კონსულს საპატიო მიზეზების არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს გაათავისუფლოს პირები საკონსულო მოსაკრებლების გადახდისაგან.
მოსარჩელე აღნიშავს, რომ „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 23 აპრილის კონვენციის 5-D პუნქტის შესაბამისად კონსულს უფლება აქვს გასცეს პასპორტები თუ სხვა სამგზავრო დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებზე, განურჩევლად იმისა, მუდმივად თუ დროებით ცხოვრობენ ისინი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, რაც დაფიქსირებულია აგრეთვე საქართველოს ორმხრივ საკონსულო კონვენციებში საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები არ იძლევა საკუთარი მოქალაქეების კატეგორიებად დაყოფის და მათთვის განსხვავებული რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 თავის 53-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს პასპორტი არ უნდა გაიცეს მაგალითად, გამოძიებაში მყოფ პირებზე, ძებნაში მყოფ პირებზე, სახელმწიფოს დავალიანების მქონე პირებზე და მისთვის გაუგებარია რატომ არ უნდა მიეცეს მათ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პასპორტი და მეორეც, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიერ სამხედრო სამსახურის მოუხდელობა, კრიმინალური წარსული და ა.შ. არ არის პირის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევაზე უარის თქმის საფუძველი. აქედან გამომდინარე იგი თვლის, რომ ინსტრუქციის ზემოაღნიშნული პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლს და საქართველოს მოქალაქეობის კანონს. მისი განმარტებით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირირებული უფლებაა ჰქონდეს თავისი მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ დაირღვა მისი შრომითი უფლება, რომლის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით და მოითხოვს ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „საზღვარგარეთ დროებით მყოფი სქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დროებითი ინსტრუქცია და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრისა 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგსტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილება. საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-13, მე-14, 22-ე მუხლებთან შეუსაბამოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, აგრეთვე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
1. 124-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტებად დასახელებულია საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნიის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ დროებითი ინსტრუქცია და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია. აღნიშნული სადავო აქტები მიღებულია 1995 წლის 5 ივნისს, ანუ 1997 წლის პირველ თებერვლამდე, როდესაც ამოქმედდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს „იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება...“, გარდა ამისა, „ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტის (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიმდინარე წლის 22 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი აქტების ნორმატიულობის საკითხის დასადგენად. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პასუხად გვაცნობა, რომ 1995 წლის 5 ივნისის აღნიშნული აქტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ არის რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, იუსტიციის სამინისტროს წერილის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ ამ სადავო აქტების ნორმატიული აქტებისადმი მიკუთვნების საკითხი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ არის გადაწყვეტილი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნული სადავო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხთან მიმართებით“.
გარდა ამისა, მოსარჩელე ა. პაპუაშვილი სადავოდ ხდის „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილების კონსტიტუციურობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიუთითებს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს 2002 წლის 23 თებერვლის წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული დადგენილების მე-7 და მე-8 მუხლები „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ 1997 წლის 7 ივლისის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად არის გამოცხადებული. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნული სადავო აქტის ძალადაკარგულ მე-7 და მე-8 მუხლებზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს იმსჯელოს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე.
II. 124-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე ალექსანდრე პაპუაშვილი აყენებს სადავო აქტების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-13, მე-14 და 22-ე მუხლებთან მიმართებით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ კი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლების შესაბამისად, ფიზიკური პირის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლები არ განეკუთვნებიან კონსტიტუციის მეორე თავს და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს უფლება, მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე განიხილოს სადავო აქტების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლებთან მიმართებით.
III. რაც შეეხება „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილებას, ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო აქტი აწესრიგებს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პირადობის მოწმობისა და ქართული პასპორტის გაცემის წესს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იგი შეეხება საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ წრეს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და საჭიროებენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების და ქართული პასპორტების აღებას. ამრიგად, აღნიშნული სადავო აქტი მოქალაქე, ა. პაპუაშვილს, კერძოდ კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, 22-ე და 30-ე მუხლით აღიარებულ მის უფლებებს, არ შეეხება. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში და შესაბამისად ვერც განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სადავო ნორმატიული აქტის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულებებით აღიარებულ, მოსარჩელის უფლებებთან და კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ამგვარ მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობას კი სავალდებულოდ აცხადებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. იმავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად კი, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება თუ „ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნას“.
ზეამოაღნიშნულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-20, 21-ე, 22-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე ალექსი პაპუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს წინააღმდეგ „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის №25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დროებითი ინსტრუქციისა და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-13, მე-14, 22-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა