მოქალაქე ილია ანდრიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/10 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 1 ნოემბერი 1996 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე (კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე;
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსნენბელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
სხდომის მდივანი დარეჯან ჩალიგავა.
ამავე სასამართლოს ღია სხდომაზე მხარეთა - მოსარჩელეს ილია ანდრიაძისა და მისი წარმომადგენლობის - ზვიად კორძაძისა და გოჩა სვანიძის, მოპასუხის - საქართველო პარლამენტის წარმომადგენლის დავით მუმლაძის, მოწმის - საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ტარიელ ზამბახიძის მონაწილეობით
განიხილა საქმე - "მოქალაქე ილია ანდრიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანიული კანონის მე-19 მუხლის "ე" პუნქტის, 310ე და 39 - ე მუხლებისა და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუფუძველზე.
დავის საგანია "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონისა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 5 ივნისის N 440 დადგენილების - "სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების განხილვის წესების" (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 16 აპრილის N490 დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე. 39-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ და მეორე და 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმრთებით.
მტკიცებულებად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 21 - ე მუხლი, 39 -ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 45-ე მუხლი, 82-ე მუხლის მე- 3 და მე-4 პუნქტები, 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსისი 124-ე მუხლი.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გამოიწვია იმან, რომ საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ 1996 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნო საიჯარო ხელშეკრულება და გააუქმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მოსარჩელის აზრით. სადავო ნორმატიულმა აქტებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის შემდეგი მუხლებით აღიარებული უფლებები: 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება; 30 - ე მუხლით გათვალისწინებული დებულება, რომ "სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონსტიტუციის განვითარებას", 39-ე მუხლიდან გამომდინარე უფლება, რომელსაც მოსარჩელე ასე გამოხატავს - "ვიმოქმედო და ვიხელმძღვანელო იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მიღებული და გამოქვეყნებულია სათანადო წესით" 42 - ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები, რომ ყოველმა ადამიანმა თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს საარბიტრაჟო სასამართლოს სახით მართლმსაჯლულების განმახორციელებელ სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, ვინაიდან:
ა) "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონის პირველი მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლო ახორციელებს სამართალგმოყენებით საქმიანობას, ხოლო სამართალგამოყენებითი საქმიანობა არ წარმოადგენს მართლმსაჯულებას;
ბ) საარბიტრაჟო სასამართლოს სამართალგამოყენებითი საქმიანობა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას - "სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით". საარბიტრაჟო სასამართლოს კი გადაწყვეტილება გამოაქვს სააარბიტრაჟო სასამართლოს სახელით;
გ) საქართველოს კონსტიტუცია არა მარიტო არ იცნობს ისეთ ორგანოს, როგორიცაა საარბიტრაჟო სასამართლო, არამედ არც ამ ორგანოს საქმიანობის წესი არ არის განსაზღვრული-არ არსებობს საარბიტრაჟო სასამართლო წარმოების კოდექსი.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თვლის, რომ "უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო სამართალწრმოებისას თვითნებურად ხელმძღვანელობს სსრკ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 5 ივნისს დამტკიცებული სამეურნეო დავების განხილვის წესებით (1988 წლის 16 აპრილის N 490 დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით) რუსულ ენაზე,რაც თავისთავად არაკონსტიტუციურია". ამასთანავე, სამეურნეო დავების განხილვის წესები ითვალისწინებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებების ძალაში შესვლას მიღებისათანავე.
მოსარჩელის აზრით, ვინაიდან საარბიტრაჟო სასამართლო არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასმართლო ორგანო, მას არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარკბული საკუთრების ჩამორთმევის უფლება.
ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო აქტები არ შეესაბამებიან და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 39-ე მუხლებს, 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს სადავო ნორმატიული აქტების გაუქმებას.
მოპასუხის პოზიციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო შედის სასამართლო წყობილების მოქმედ სისტემაში - მასზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლი: "კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა" (პუნქტი 1). მართალია, "საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ" კანონი საქართველოს სასამართლოების სისტემაში არ ითვალისწინებს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს, მაგრამ კონსტიტუციის 107-ე მუხლში ლაპარაკია სასამრთლო წყობილების არა მხოლოდ ერთ კანონზე, არამედ იქ ნათქვამია "სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა". ეს ნიშნავს 107-ე მუხლში იგულისხმება აგრეთვე 1991 წლის 23 აპრილის კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში საარბმტრაჟო სასამათლოს შესახებ". ამათანავე, მოპასუხის აზრით, გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველს პარლამეტის 1996 წლის 31 მაისის დადგენილება,რომლითაც "საქართველოს რესპუბლიკაში სააბიტრაჟო სასამრთლოს შესახებ" კანონის შესაბამისად არჩეულ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლბას გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა საერთო სასამრთლოების შესახებ კანონის ამოქმედებამდე.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას "სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების განხილვის წესების" შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ აქტის მოქმედება საქართველოში გამომდინარეობს 1990-1992 წლების შემდეგი საკანონმდებლო აქტებიდან: საქართველოს რესუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 14 ნოემბერის კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესხებ", 1991 წლის 9 აპრილის კანონი "საქართველოს რესპუბლიკის კონსტიუციისა და კანონმდებლობის მოქმედების შესახებ".საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 24 თებერვლის დადგენილება "საქართველოს რესპუბლიკაში კანონმდებლობის შესახებ".
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას.
მოწმე აღნიშნავს, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო მოქმედებს "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" საქართველოს 1191 წლის 23 აპრილის კანონის საფუძველზე, საქართველოს უზენაეი სარბიტრჟო სასამართლო ახორციელებს მართლმსაჯულებას. ამათან, აღნიშნული სასამართლოსა და სადავო აქტების მოქმედების კანონიერებას მოწმე ასაბუთებს საქართველოს კონსტიტუციის იმავე მუხლითა და საკნონდებლო აქტებით, რომებზეც მოპაუხემ მიუთითა. მოწმემ დაადასტურა, რომ არ არსბობს სადავო საკავშირო აქტის ოფიციალური ქართული თარგმან და უზენაეს საარბიტრჟო სასამრთლოში მას იყენებენ რუსელ ენაზე, მოსამრთლე თვითონ თარგმნის გამოყენბისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
"საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ"საქართველოს 1990 წლის28 დეკემბრის კანონი არ ითვალისწინებს სარბიტრაჟო სასამართლოს საქართელოს რესპუბლიკის სასამართლოების სისტეაში. საარბიტრაჟო სასმართლო შეიქმნა და მოქმედებს "საქართელოს რესუბლიკაში სააბიტაჟო სასმართლოს შესახებ" საქართელოს 1991 წლის 23 აპრილის კანოის საფუძველზე. ამ კანოის პირველი მუხლის მიხედვით, "საარბიტაჟო სასმართლო ახორციელებს სამრთალგამოყენებით საქმიანობას, განხილავს ეკონომკური ხასიათის დავას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში". კანონის მე-18 მუხლი განაზღვრავს, რომ
"საარბიტრაჟო სასამართლო იხილავს ეკონომიკური ხასიათის დავას საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორს, რომლებიც არაინ იურიდიული პირები მათი უწყებრივი დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სადაო თანხის ოდენობის მიუხედავად, მათ შორის: ხელშეკულებების დადების, შეცვლის, შესრულების, მოშლის ან სხვა საფუძველზე წამჭრილ დავას;
ქონებრივი ხასიათის დავას;დავას სახემწიფო და სხვა ორგაოების და თანმდებობის პიერების მიერ მიღებული იმ აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რომლებიც ლახავე ადგილობრივი მმრთველობის, საწამების,ორაიზაციების და დაწესებულბების ქონებრივ უფლბებსა და კანონიერ ინტრესებს".
აქედან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლო ახორციელებს სასამრთლო ფუნქციებს და, თავის სპეციფიკური კომპეტენციის - განსჯადობის (განსხილველ საქმეთა კატეგორიის) მიხედვით,დღესდღეობით მოქმედი კანონდებლობის შესბამისდ არის სპეციალიზებული სასმართლო ორგნო. იგი სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს არა მართლმსაჯულების ფორმით,არამედ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირელ პუნქტშია ნათქვამი - კანონით დადგენილი სხვა ფორმის მეშვეობით.სახელდობრ, "საქართელოს რესუბლიკაში საარბიტრაჟო სასამრთლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონის მე-3 და ე-4 მუხლების მიხდვით, ეს არის საარბიტრაჟო სასამართლო წარმოება. რაც შეეხება მართლმსჯულებას, მას ახორციელებს არა საარბიტაჟო სასამართლო, არამედ საერთო სასამრთლოები (საქარველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საარბიტრაჟო სასამართლო ამჟამად არის საქართველოს სასამართლოების სისტემის ნაწილი. ამის შესაბამისად, "საქართველოს სასამართლოს წყობილების მოქმედი კნონმდებლობის ნაწილი.
მაშასადამე, "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" 1991 წლის 23 აპრილის კანონზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლის (თავი მეცხრე, "გარდამავალი დებულებები") მოქმედება. ამ მუხლის პირველი პუნქტის ძალით. კონსტიტუციის შესაბამისად სასმართლო წყობილების ორგანული კანონის მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმებლობა".
სწორედ კონსტიტუციის 107-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 31 მაისს მიიღო დადგენილება "საქართველოს უზენაესი სააბიტრჟო სასმართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ". პარლამენტმა დაადგინა, რომ "საქართველს რესუბლიკაში საარბირაჟო სასამარლთოს შესახებ"საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონი შესაბამისად არჩეული უზენასი საარბიტრაჟო სასამრთლოს შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეს სასამართლოების შესახებ კანონის ამოქედებამდე.ამასთა ერთად,დადგენილებით დაევალა პარლამენტის სათნადო კომიტეტს "სამი თვის ვადაში საქართელოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ".
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონთ არ ირღვევა მოსარჩელის უფლებები,რომლებიც აღიარებულია საქართველს კონსტიტუციის 21-ე მუხლი,30-ე მუხლით, 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. აღნიშნული კანონი არ არღვევს აგრეთვე კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დებულებებს.
კონსტიტუციურ სარჩელში "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" კანონის გაუქმებასთან ერთად მოსარჩელე მოითხოვს "გაუქმდეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი მინისრთა საბჭოს 1980 წლის 5 ივნისი N440 დადგენიებით მიღებული"სახელმწიფო არბიტრაჟის მიერ სამეურეო დავების განხილვის წესები" დამტკიცებული 1988 წლის 16 აპრიის N 490 დადგენლებთ (ახალი რედაქცია) და შეწყდეს მისი გამოყენბა საქართელოს ტერიტორიაზე".
საქმის მასალებით, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა -განმარტებათა და მოწმის ჩვენებით დასტურდება,რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო სამრთალწარმოებისას ნამდვილად ხელმძღვანელობს საბჭოთა კავშირის მინისრთა საბჭოს 1980 წლის 5 ივნისის N 440 დადგენილებთ დამტკიცებული "სახელმწიფო არბიტრაჟის მიერ საეურნო დავების განხილვის წესებით" (საბჭოთა კავშირის მინისრთა საბჭოს 1988 წლის 16 აპრლის N 490 დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით).
აღნიშნული აქტის საქართველოში მოქმედება გამომდინარეობს საქართველოს რესპუბლიკის უზენასი საბჭოს 1990 წლის 14 ნოემბრის კანონიდან "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავლი პერიოდის გამოცხადების შესახებ", 1991 წლის 9 აპრილის კანონიდან "საქართვლოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონდებლობის მოქმედების შესაებ". საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 24 თებერვლის დადგენილებიდან "საქართველოს რესპუბლიკის კანომდებლობის მოქმედების შესახებ", საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 6 ნოემბრის კანონიდან "სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ", რომლის 32-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით,"სასამართლოების მოწყობის და საქმიანობის წესს საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე განსაზღვრავს მოქმედი კანომდებლობა".
"საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23აპრილის კანონმა გაითვალისწინა რა საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლო წარმოების კოდექსი. დაადგინა, რომ "საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს კანონით დადგენილ შემთხვევებში შეუძლია გამოყენოს როგორც სსრ კავშირის, ასევე სხვა მოკავშირე რესპუბლიკების კანონდებლობაც, თუ ის საქართველოს რესპუბლიკის კანომდებლობას არ ეწინაღმდეგება" (მე - 3 მუხლის პირვლი და მე-3 ნაწილები).
საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო წარმოების კოდექსი აქამდე არ არის მიღებული და უზენაესი საარბიტრაჟო სასამრთლო დღემდე ხელმძღვანელობს: "სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების განხილვის წესებით" (1988 წლის რედაქციით).
აღნიშნული "წესები", როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს,გათვალისწინებული იყო არა საარბიტრაჟო სასამრთლოსათვის, არამედ სრულიად სხვა დანიშნულების ორგანოსთვის - სახელმწიფო არბიტრაჟისათვის. "წესების" პირველი მუხლის მიხედვით. ამ აქტის მიზანია სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების გადაწყვეტის უზრუნველყოფა "სსრ კავშირში სახელმწიო არბიტრაჟის შესახებ" კანონით განსაზღვრულია მოცანების შესაბამისად. ამ კანონის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა კი იყო სოციალისტური საკუთრების დაცვა (სსრ კავშირის კანონი "სსრ კავშირი სახელმიფო არბიტრჟის შესახებ", მუხ.2).
ამასთანვე გამოირკვა, რომ არ არსებობს სადავო ნორმატიული აქტის -"სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამურნეო დავების განხილვის წესების" ოფიციალური ქართული თარგმანი. საქართველოს უზენაესი საარბტრაჟო სასამართლოს წევრები თვითნებურად ხელმძღვანელობენ "წესების" რუსულ ენაზე არსებული ტექსტით, საჭიროებისას თვითონვე თარგმნიან ქართულად შესაბამის მუხლებს და ეყრდნობიან მათ სასმათლოს გადაწყვეტლებებში.
ამგვარად, საარბიტრაჟო სამარათლწარმოებისას გამოიყენება სადავო ნორმატიული აქტის რუსული ტექსტი, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის დებულება ქართული ენის სახელმწიფო ენად და, მაშასადამე, კანომდებლობის ენად მიჩნევის შესახებ. ირღვევა აგრეთე კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება სამრთალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორცელების შესახებ და"საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" 1991 წლის 23 აპრილის კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნა, რომ "საქართველოს რესუბლიკის ტერიტორიაზე სარბიტრაჟო სასამართლო წარმოება ხორციედება ქართულ ენაზე..."
საარბიტრაჟო სასამართლოში " სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების განხილვის წესები "გამოყენების შედეგად ილახება მოქალაქის ის უფლებები, რომებიც გარანტირბულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, "საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახბ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ე" პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლით და "საკონსტიტუციო სამრთალწრმოების შესახებ" კანონის 32-ე მუხლით,
საქართვლოს საკონსტიტუციო სასმართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამათლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ;
2. დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 5 ივნისის N 440 დადგენილებით დამტკიცებული"სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების განხილვის წესები" (სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 16 აპრილის N490 დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით);
3. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი - სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 5 ივნისის N 440 დადგენილებით დამტკიცებული "სახელმწიფო არბიტრაჟების მიერ სამეურნეო დავების განხილვის წესები" (სსრ კავშირის მინისტთა საბჭოს 1988 წლის 16 აპრილის N 490 დადგენილბით დამტკიცებული რედაქციით) კარგავს იურიდიულ ძალას ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
4. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში.
კოლეგიის წევრები:
ი. ფუტკარაძე,
ო. ბენიძე,
ნ. შაშკინი,
ნ. ჩერქეზიშვილი