პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1356 |
ავტორ(ებ)ი | პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" |
თარიღი | 9 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
30-ე მუხლის მე-12 პუნქტი: ,,,,,,,,ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება,,,,, |
მე-14 მუხლი: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს:
ა) სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
ბ) შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო გამომდინარე იქიდან რომ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ წარმოადგენს კვალიფიციურ სუბიექტს, მაგრამ ზემო აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე შეზღუდული აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს დამატებითი დაფინანსება სარეკლამო ხარჯების დასაფარად;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
დ) სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება;
ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
ზ/ა გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადაო ნორმა არალეგიტიმურია და არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, დამატებითი დაფინანსებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ზოგიერთ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს და არა არჩევნებში მონაწილე ყველა კვალიფიციურ პარტიას (ნორმით ილახება კონსტიტუციის მე-14 მუხლი);
ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია მისი ფორმულირება იმგვარად, რომ გამოყოფილი თანხა განაწილდეს განურჩევლად ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტზე;
აღნიშნული ნორმა იგივეა რაც რომ სახელმწიფომ კომპანიებს სატენდერო პირობებში ჩაუდოს მთხოვნა რომ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კომპანიას რომელმაც ბოლო ტენდერში გაიმარჯვა
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი