• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • „საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
      • 16.02.2004
      • N1/1/186
      • გადაწყვეტილება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 13 ივნისის №1/5/186 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №1/5/186
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე,
თარიღი 13 ივნისი 2002

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე – თავმჯდომარე;

2. იაკობ ფუტკარაძე – მომხსენებელი მოსამართლე;

3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: (1) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97–ე მუხლისა და (2) „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის 440–ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 31 მაისს გადმოეცა მოქალაქე გიორგი წაქაძის 186–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა 2002 წლის 10 ივნისს გაიმართა.

მოქალაქე გ. წაქაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2002 წლის 27 მაისს მიმართა. სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლისა და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე.

სარჩელს თან ერთვის გ. წაქაძის განცხადება განმწესრიგებელ სხდომაზე დასწრების შესახებ. მას ეცნობა სხდომის თარიღი. მოსარჩელე განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლო კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების საკითხი თვით სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე გადაწყვიტა.

მოსარჩელის აზრით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97–ე მუხლის ნორმები: „სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები“ (პუნქტი პირველი); „სასამართლოს განჩინება ასეთი უარის შესახებ არ გასაჩივრდება...“ (პუნქტი მე–2).

მოსარჩელეს ასევე არაკონსტტუციურად მიაჩნია საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის სამოქალაქო საპროცესო კოდექსისათვის 440–ე მუხლის დამატების თაობაზე, რომლითაც 2003 წლის 1 ივნისიდან უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, ხოლო 2004 წლის 1 ივნისიდან აგრეთვე საოლქო სასამართლოში ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მას, ვისაც გავლილი არ აქვს ადვოკატთა ტესტირება.

სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–17 მუხლის მე–5 პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის გიორგი წაქაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (1) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97–ე მუხლისა და (2) „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440–ე მუხლის კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით;

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)

ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ნ. შაშკინი (წევრი)

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ