რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1447 |
ავტორ(ებ)ი | რემზი შარაძე |
თარიღი | 18 სექტემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 დანართი №1 მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება: მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.“; „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 დანართი №1 მე-3 მუხლის 8-ე პუნქტი: „ თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელზეც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.“. |
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 19 -ის პირველი პუნქტი 1.საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 19 -ის პირველი პუნქტი 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტი, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 60-ის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:
1) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად მე უფლებამოსილი ვარ სარჩელით მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს.
3) საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტთან:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
4 ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31 1 მუხლთან შესაბამისობა:
ჩემი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩემს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადაო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მის მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული მაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. მტკიცებულება ადასტურებს კონსტიტუციის სარჩელის საფუძვლიანობას და ა.შ. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1.საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია.
2.კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3.სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის 1,2-ე და 3-ე პუნქტთან და 11-ე მუხლთან.
4.სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის 21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილით 3- წინადადებით და 8-ე პუნქტის წინადადებით ჩემი და სხვა პირთა საკუთრება გაუქმებულია, რადგან მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.“; რაც იგივეა ნულოვანი აუქციონის შემთხვევაში, როდესაც საგარანტიო თანხის ოდენობა არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“; გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 28 მაისს ჩემს (რემზი შარაძის) N2/2/ 867 სარჩელთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილის 3-ე წინადადება.
მაშინ როცა ჩემი საცხოვრებელი ბინა კომპეტენტური დაწესებულების მიერ შეფასებულია 51 000 ამერიკულ დოლარად. ამიტომ ის უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის 1 პუნქტნთან შეუსაბამოდ.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 28 მაისს ჩემს (რემზი შარაძის) N2/2/ 867 სარჩელთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილის 3-ე წინადადება.
6. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 25 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
როგორც N 867 სარჩელში მივუთითე და კვლავ ვიმეორებ, რომ ადრე სანამ 2010 წლის 28 ივნისს სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში მუხლი 74-ს გააუქმებდნენ და მძარცველურ კანონს და წესს მიიღებდნენ, პირველ აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა ყოფილიყო ნივთის საწყის ფასზე ნაკლები.
მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ და მთავრობამ სააღსრულებო წარმოების კანონში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა -მისი ბირთვი ამოიღეს. ამოიღეს ამ კანონის 74 მუხლი, რომლის მიხედვით მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება.
აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყისს ფასზე ნაკლები. აუქციონზე ფასის საბოლოო შემოთავზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა. (ამოღებულია) (ამოღებულია) აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში. თუ აუქციონზე რეალიზებული ნივთიდან მიღებული თანხა კრედიტორის მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება ამ კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.
ამოიღეს ამ კანონის 77 მუხლი, რომლის მიხედვით მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი.
თუ პირველ აუქციონზე ან ამ კანონის 761 მუხლით გათვალისწინებული წესით არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება განმეორებით. განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის ნახევარს, თუ კრედიტორის (კრედიტორების) მოთხოვნა და საფასური ამ ოდენობაზე ნაკლებია, მაშინ განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და საფასურის ჯამური ოდენობით. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ამ პუნქტით დადგენილ საწყის ფასზე ნაკლები.
3.1(ამოღებულია).
4. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს ეძლევა წინადადება ამ კანონის 771 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ნივთის ნატურით მიღების შესახებ.
4.1 ნივთის ნატურით მიღების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარმოდგენამდე ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ საწყის ფასად, ამ კანონის 761 მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
და აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო მინისტრი თავისი ან ზემდგომი თანამდებობის პირის სურვილის მიხედვით დაწერს ბრძანებასა და წესს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანება (მინისტრის ზ.ა დეიშვილის) ამ ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილის მიხედვით განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. (არაკონსტიტუციურია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით N 2/2/ 867 კონსტიტუციურ სარჩელზე) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ სარჯველაძის 2019 წლის 30 აგვისტოს N 441 ბრძანება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე , რომლის 1 მუხლის მე-3 პუნქტის და 8-ე პუნქტის მიხედვით:
„3. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.“;
„8. თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელზეც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის 07 ბრძანება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’ ქვეპუნქტის მიხედვით:
დ) საგარანტიო თანხის ოდენობა არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“; გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 25 მუხლის 4 და41
პუნქტების თანახმად:
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად
ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
41. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიკი − საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ სარჯველაძის 2019 წლის 30 აგვისტოს N 441 ბრძანების, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1 მუხლის მე-3 პუნქტი და 8-ე პუნქტი:
შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების 3-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოიღეს 3-ე წინადადების სიტყვები:
საწყისი ფასი მეორე განმეორებით აუქციონზე შეადგენს 0 ლარს. ხოლო შინაარსის ნორმები, რომლებიც არაკონსტიტუციურია უცვლელად დატოვეს.
ამ შემთხვევაში ორ პირს (სუბიექტს) შორის დავაში მთავრობის და ხელისუფლების უხეში ჩარევა კი არა, არამედ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე პირდაპირი დახმარებაა, რათა ნებისმიერი მოქალაქის რამდენიმე ათას ან მილიონნობით ლარად და დოლარად ღირებული ქონება 20-ჯერ ნაკლებ ფასად ხელში ჩაიგდო ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ამოფარებულმა მაფიოზურმა და კლანურმა დაჯგუფებებმა და მაღალ ჩინოსნებმა და გაჭირვებული მოვალის ქონებები, რიგითი მოქალაქის ბედი და საკითხი არც მას არც სხვას არ ადარდებთ.
ამასთან ეს არის პირდაპირ დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება და შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლთან:
მუხლი 11. თანასწორობის უფლება
1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
სიმართლესთან და კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნასთან ახლოს იქნება, რომ როდესაც სახელმწიფო უხეშად არ ჩაერევა ორი პირის დავაში და არ დაუშვებს მოსახლეობის უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების 5 % რეალიზაციის ალბათობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თუ ერევა რეალურად უნდა იმსჯელოს სახელმწიფომ, რომ ორი პირი დავობს მომავალი კრედიტორი და მოვალე.
თუ სახელმწიფო პირველ აუქციონზე ნივთის საწყისი ფასად დაუშვებს ქონების საბაზრო ღირებულების 75% -ს ის პირველ აუქციონზე შეიძლება უცებ არ გაიყიდოს, ხოლო თუ 50 %-ია ის მაინც გაიყიდება, რადგან არ ექნება მომავალ მყიდველს იმედი, რომ ის ქონებებს 5 %-ად ან 50 %-ზე ნაკლებ ფასად შეიძენს და ქონება გაიყიდება მინიმუმ 51 %-ად მაინც.
ეს 50 %, ხომ ოქროს შუალედულია ((50 % შუალედია 100 % სა და ნულ (არაფერს)პროცენტს შორის)) კრედიტორსა და მოვალეს შორის , როცა სახელმწიფო 50 %-ზე ნაკლებად უშვებ ქონებების რეალიზაციას, რომლითაც როგორც კრედიტორი რჩება დაზარალებული, ასევე განსაკუთრებით მოვალე, რომელიც შეიძლება მთელ მის სიცოცხლის მანძილზე უნდა იყოს მოვალე, ნათელია, რომ სახელმწიფო ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მაფიოზურ და კლანურ დაჯგუფებების ინტერესებს, რომ მაღალ ჩინოსნებმა და ამ ჯგუფებმა 20-ჯერ ნაკლებ ფასში იყიდოს გაჭირვებული მოვალის ქონებები.
არსად ხელშეკრულებებში არც ბანკებს და არც სხვა პირებს არ უწერიათ და არ არის მოვალის ვალდებულება, რომ 75 % -ად თუ 5 % -ად მოხდება იპოთეკით დათვირთული ქონების რეალიზაცია აუქციონებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება არ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს.
მოვითხოვ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ და არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება და მე-3 მუხლის 8-ე პუნქტი.
მოვითხოვ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინების საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ მიღებამდეც შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება.
საქმის არსებითად განხილვამდე შეაჩეროთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების№1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება და 8-ე პუნქტის წინადადება. მოქმედება, რადგან საქართველოს იუსტიციის მინისტრს 3 თვეზე მეტი ვადა ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეწესრიგებინა იძულებითი აუქციონის შესაბამისი პროცედურები.
ვიდრე საკუთრების შესახებ დავიწყებ საუბარს პირველ რიგში მინდა ავღნიშნო შემდეგი: N 867 სარჩელის განხილვის დროს მოპასუხის მოსაზრება, რომ თითქოს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის 3-ე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობით ხელი შეეშლება აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ის წინააღმდეგობაში მოვა ზემოთ აღნიშნული ბრძანების 1 მუხლის 2-ე ნაწილის დ პუნქტს იყო აბსურდია და მცდელობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანისა. რაც გამოიხატა შემდეგში: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 070010110.22.027.016092, 31/01/2011) დამტკიცებულ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესის (დანართი №1) პირველი მუხლის 2-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგარანტიო თანხის ოდენობა არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“ „21)-ში აღნიშნულია, რომ ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ვებგვერდზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით და მათთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტაუქციონში მონაწილეობას, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის ავტორიზებული პირის მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას . ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეებს, რომლებთანაც დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, ამ ბრძანებით დადგენილი პირობების შესრულება. წარმომადგენელმა კი მრავალჯერ აღნიშნა ქონების საბაზრო ღირებულების ნაცვლად ქონების საწყისი ფასია და ამტკიცებდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის 3-ე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობით ხელი შეეშლება აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ის წინააღმდეგობაში მოვა ზემოთ აღნიშნული ბრძანების 1 მუხლის 2-ე ნაწილის დ პუნქტთან, რითაც სურდა საქართველოს საკონსტუციო სასამართლოს პროფესიონალი მოსამართლეების და ჩემი მოტყუება ნებისმიერი არაკანონიერი გზებითა და მეთოდებით.
აბსოლიტურად სულ სხვა ცნებებია და სულ სხვა შინაარსის მატარებლებია ქონების საბაზრო ღირებულება და ქონების საწყისი ფასი.
2) საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ აქვს არავითარი შეზღუდვა კანონის მხრიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ არ სჭირდება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცება, მას შეუძლია განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის (ამ ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის 3-ე წინადადების) ძალადაკარგულად ცნობის შესახებ და არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მეორე დღეს შეიტანოს ნებისმიერი კანონიერი ცვლილება ბრძანებაში, ბრძანება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე და იმავე ან მეორე დღეს გამოაქვეყნოს საკანონმდებლო მაცნეში. ეს შესაძლებელია რეკორდულად მოკლე დროში, რადგან საქართველოს საკანონმდებლო მაცნე არის ამ სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასევე ამ სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია აღსრულებისც ეროვნული ბიურო და მათთისაც ეს ცვლილება ცნონილი იქნება.
ასევე არასწორი იქნება თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კვლავ 3 თვეს გონივრულ ვადას მისცემს ამისათვის (გადაწყვეტილების გადავადება) რომ მოაწესრიგოს იძულებითი აუქციონის შესაბამისი პროცედურები, რადგან, მაშინ როდესაც 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 31 აგვისტომდე საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მისცა გონივრული ვადა, რათა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა N 2/2/867 საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, იუსტიციის სამინისტრომ ეს გონივრული ვადა გამოიყენა მოქალაქეების ძარცვისათვის და მაფიოზურ და კლანურ დაჯგუფებების და მაღალჩინოსნების ინტერესების გატარებისათვის.
მოსარჩელემ N 2/2/867 საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დროს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების, შესაბამისი განმარტებებით დავასაბუთე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის და მათი მთავრობის და ხელისუფლების დაინტერესება, და უკანონო კანონისა და ბრძანების მიღების, მათი პირდაპირი ჩარევა ორ პირს (სუბიექტს) შორის დავაში, სახელწოდების და პროცენტებთან შუსაბამობის მიხედვით არაკონსტიტუციურად ცნობაში, სადავოდ არ გამიხდია მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარება ან მისი გამოცხადების ფორმა და განსახილველ შემთხვევაში მივუთითე ძირითადში მხოლოდ იმ პირობის კონსტიტუციურობაზე, რომლის მიხედვითაც მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ერთპიროვნულად 100 პროცენტით დახმარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მთავრობის მხრიდან საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა საკუთრებისა და უფლების უკანონოდ ჩამორთმევაში და ნებისმიერ მეთოდით და ნებისმიერი თანხაში მისი კრედიტორისთვის გადაცემაში და ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ პუნქტს. ის ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის 3-ე ნაწილთანაც:
3-ე ნაწილი- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით
დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. არავითარი საზოგადოებრივი საჭიროება არ არსებობს. მიუხედავად ამისა მე სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ შეგნებულად არ წავსულვარ, მაგრამ რაც შეეხებოდა ნულოვან აუქციონს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლისათვისაც და სამინისტრპსათვის ნათელია მისი არაკონსტიტუციურობა, მაგრამ მათ სხვა ინტერესები აქვთ.
მოსარჩელემ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების, შესაბამისი განმარტებებით დავასაბუთე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის და მათი მთავრობის და ხელისუფლების მიერ 2010 წელში და 2011 წლის 31 იანვარს მიღებული, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არა კონსტიტუციურად ცნო 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით.
იუსტიციის სამინისტრო კერძოდ იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე 2019 წლის 30 აგვისტოს N 441 ბრძანებას „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანთან შეუთანხმებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. იუსტიციის სამინისტრო მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება. გამოდის, რომ დღევანდელი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა განაგრძოს იმავე, საქართველოს კონსტიტუციის და მოსახლეობის საწინააღმდეგო ქმედებებს, რასაც მათი წინამორბედი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩადიოდა.
N 867 სარჩელის განხილვის დროს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი კი მხოლოლო და მხოლოდ თავგამოდებით უსაფუძვლოდ იცავდა კრედიტორის ( კრედიტორების) ინტერესს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის და მათი მთავრობის და ხელისუფლების ინტერესს. ამტკიცებდა, რომ ნულოვანი აუქციონი უკეთესია, უკეთესია აუქციონზე დავუშვათ 100000 ლარიანი ნივთის ფასი იწყებოდეს 0 ან 5000 ლარიდან და არა 75000 ლარიდან და ეს მოვალისათვისაც კარგი იქნებაო. პირს შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული ჯარიმა და საურავი დავუშვათ 4000 ლარი ავტოსაგზაო დარღვევასთან დაკავშირებით, მისი საკუთრების ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იყოს 200000 ლარი, რადგან ჯარიმა და საურავი 5000 ლარზე ნაკლებია, მასზე ჩატარდება ნულოვანი აოქციონი, რომელიც დაიწყება ამ შემთხვევაში 200 ლარიდან და მყიდველმა ის შეიძლება შეიძინოს თეორიულად 400 ლარით, ასევე 3000 ლარად, ამით მოვალეს სახელმწიფო უკანონოდ წაართმევს საკუთრებას და თუ ეს საკმარისი არ იქნება, მეორე უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლი იქნება თუ სხვა ქონება თუნდაც 300000 ლარიანი და მეტი ფასის უნდა ძალით გაყიდოს იძულებით აუქციონზე დარჩენილი 1000 ლარისა და სააღსრულებო მომსახურების საფასურის გამო.
ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-იანი შეფასება ეს იგივეა, რაც ნულოვანი აუქციონის დროს საგარანტიო თანხის ოდენობა. საგარანტიო თანხის ოდენობა არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“; გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს;“.
აქვე მინდა ჩემი ოჯახის მაგალითი მოვიყვანო: 2014 წლის 04 ოქტომბრის დაახლოებით 04 საათი იყო, როდესაც ჩემი შვილი მეგობრის და ნაცნობების 5 მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში ე.წ. ეშმაკის ბორბალთან გასული, სადაც მათთან მივიდნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს 6-ე განყოფილების თანამშრომლები, რომ თითქოს ეს მოქალაქეები ხმაურობდნენ. პოლიციამ მათ მიმართ დაიწყო უხეშობა, რაზედაც მოქალაქეთა თანხმლებმა მანდილოსანმა პოლიციას შეეკითხა, რატომ ისინი არაადამიანურად უკანონოდ იქცეოდნენ. 5 მათგანი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს დააჯარიმებინეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის, ჩემს შვილი კი, რომელსაც გვარი, მამის სახელი შეუცვალა სასამართლომ, ფხიზელი მთვრალი გახადა, ავტომანქანით იყო, პატრულმა შეამოწმა და იყო ფხიზელი, მაინც დააჯარიმებინეს სასამართლოს 100 ლარით, არ მოგცეს დადგენილ ვადაში დადგენილება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაესინჯათ დადგენილება. დადგენილება სასწრაფოდ გადააგზავნეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში. პატრულმა გააჩერა ღამის საათებში. ინიციატორი სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი არ მივიდა შეჩერების ადგილას, უკანონოდ პატრულს გადააყვანინა საჯარიმო მოედანზე, შეუზღუდა საკუთრებისა და გადაადგილების უფლება. დაახლოებით 12000 ლარის ღირებულების შვილის საკუთრების ავტომანქანას ყადაღა დაადეს, თანამესაკუთრე იყო ჩემს მიწის ნაკვეთზე და ვერ შეეხენ და სულ 130 ლარის გამო მაშინ აპირებდნენ ამ ავტომანქანის ნულოვან აუქციონზე გატანას. გარდა ამისა იშბანკი გაყალბებებით ჩემზე ნივთის წართმევას და მათ წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ერთ-ერთი მიზეზი ამ სარჩელის შემოტანის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ის არის რომ სააღსრულებო ბიურომ (მომავალში სააღსრულებო პალატამ) მოძრავი და უძრავ ქონებები შეუსაბამოდ დაბალ ფასში ვერ მოახდინონ. რითაც სახელმწიფოს და სააღსრულებო ბიუროს რაიმე სარგებელი არ გააჩნია. თუ აუქციონზე რეალურ ფასში, რომელიც იქნება არანაკლები კრედიტორის (კრედიტორების) მოთხოვნილი თანხისა და სააღრსრულებო მომსახურეობაზე გაწეული თანხების ჯამისა, რადგამ ეს ყველაფერი არის საბოლოოდ მოვალის გადასახდელი.
N 867 სარჩელის განხილვის დროს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელმა ახსენა, რომ თითქოს ნულოვანი აუქციონით მოვალეს შანსი ექნება, რომ აუქციონზე ნაკლებ ფასად იყიდოს ისედაც მისი საკუთრება. ასეთი შანსი მოვალის არის პრაქტიკულად ნულის ტოლი. ჯერ მან უნდა მოიძიოს ნივთის საბაზრო ღირებულების 5 %. აუქციონზე უნდა შეთავაზოს დიდი ფასი. გამარჯვების შემთხვევაში ის 10 დღის განმავლობაში მაინც ვერ გადაიხდის ამ თანხას და მოძიებულ თანხასაც დაამატებს ვალს.
თავისთავად შესაძლებელია მოვალეს ჰყავდეს 3 ან 4 კრედიტორი და ამ კრედიტორებიდან 2 ან 3 იყოს სახელმწიფო, გამოდის, რომ მოვალე ვერც პირველ კრედიტორს დააკმაყოფილებს მინიმალური თანხით და სახელმიფოს საერთოდ ვერ გადაუხდის ერთ თეთრსაც.
წარმომადგენელს არ აღუნიშნავს, რომ ამ აუქციონში მონაწილეობის უფლება, რომ გააჩნია კრედიტორსაც, რომელსაც მილიონობით დოლარი და ლარი აქვს ანგარიშზე. მათ ყველაზე მეტი რეალური შანსი აქვთ, რომ ნებისმიერი უძრავი ნივთი ეს იქნება მიწა თუ საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო, მაღაზიები და ა.შ (ასევე მოძრავი ნივთი) ნულოვანი აუქციონით იყიდოს მიზერულ ფასად. რა გამოდის სახელმწიფომ მიიღო კანონი, რითაც აუკრძალა უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ყიდვა, რისთვისაც საჭირო დარჩა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და ჩვენ ნულოვანი აუქციონით ჩემს და სხვა შემთხვევაში უმეტესწილად უცხოეთის ბანკებს ან ძლიერ უცხოელ ბიზნესმენს ვაძლევთ დიდ შანს იყიდოს ყველაზე იაფად მიწის ნაკვეთიც, რადგან მაღაზიებიც, საცხოვრებელი სახლებიც, სასტუმროები, რომლებიც დგას ამ უძრავ ნივთზე, ჩვენს საკუთრებაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. უცხოელს, რომ შანსი აქვს ამ გზით კანონიერად იყიდოს უძრავი ქონება. მას ასევე შანსი აქვს შენობა დაანგრიოს და საქართველოს კანონების შესაბამისად ააშენოს ამ მიწის ნაკვეთებზე, რომელის მისი საკუთრება იქნება, რაც მას მოესურვება.
ნულოვანი აუქციონი არის მიხეილ სააკაშვილი, ზურან ადეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის დანატოვარი ნაღმი, რითაც ცდილობენ საქართველოს გადაშენებას, განადგურებას, დაღუპვას და ეს ნაღმი ადრე თუ გვიან ამოქმედდება და საჭირო არის დროულად მისი გაუვნებელყოფა (განმუხტვა).
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ცდილობს ამ ნაღმის გაუვნებელყოფას (განმუხტვას), პირიქით ცდილობს მის მოქმედებაში მოყვანას.
ეს უკეთესად და კანონიერად მიაჩნდა N 867 სარჩელის განხილვის დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელს, რომელმაც ვერც კანონებითა და ვერც თავისი მოსაზრებებით ვერაფერი ვერ დაუპირისპირა ჩემს მყარ დამადასტურებელ არგუმენტებს და შესაბამისი მტკიცებულებებს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურობად ცნობაში საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ ესმის თუ რას ნიშნავს საკუთრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი
1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), ზოგადი დებულებები სამართლებრივი წესწყობილების მიზანია, უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და თითოეული ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ადამიანის განვითარება შეუძლებელია, თუ ადამიანს არა აქვს განვითარების სივრცე და თავისუფალი განკარგვის საგნები: საკუთრება სხვა არაფერია, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა. 1) საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებასა და საკუთრებას, მათ შორის, კერძო საკუთრებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას. 2) კონსტიტუციის გაგებით, საკუთრება არის არა მხოლოდ საკუთრება კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ყველა ქონებრივი უფლება. კერძო საკუთრების აღიარება არ წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინდივიდუალური საკუთრების გამიჯვნა საზოგადოების ინტერესებიდან. ერთის მხრივ, კერძო საკუთრებასა და მეორეს მხრივ, საზოგადოების ინტერესებს შორის კომპრომისის მოძებნა და კონსენსუსუნარიანი გადაწყვეტილებების მიღება, წარმოადგენს სამართლებრივი პოლიტიკის ამოცანას. საქართველოს კონსტიტუციის 19- ე მუხლის მიხედვით, კანონმდებლის ნებას წარმოადგენს საკუთრების შინაარსისა და მისი შეზღუდვების განსაზღვრა, მაგრამ დაუშვებელია საკუთრების უფლების გაუქმება ან იმგვარი შეზღუდვა, რომ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლების შეზღუდვა, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევებში. ხოლო ჩამორთმევა — სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების ცნება ფართოდ არის ჩამოყალიბებული. 3) 170-ე მუხლის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების შინაარსის სრული მოცულობით კერძო- სამართლებრივი რეგულირება. 170-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების დაცვა შეეხება 170-ე მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლება განივრცობა ხელშეკრულების დადების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და პროფესიის არჩევანის თავისუფლებით. 170-ე მუხლი არის ლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის გამომხატველი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მიერ კანონიერად მოპოვებული ქონების დაცვას და ამით იგი თავიდან იცილებს შიდასაზოგადოებრივ კონფლიქტებს. ამ გაგებით, საკუთრების უფლება არის ელემენტარული ძირითადი უფლება, რომელიც მჭიდრო კავშირშია ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან. მისი დანიშნულება არის, თითოეულ ინდივიდს შეუქმნას თავისუფალი სივრცე ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა, რაც მას საშუალებას მისცემს საკუთარი პასუხისმგებლობით მოაწყოს პირადი ცხოვრება. საკუთრების უფლებისა და პიროვნული თავისუფლების უფლების ურთიერთკავშირი შინაგანია და ამ კავშირში საკუთრების უფლება ასრულებს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფი ფაქტორის ფუნქციას. 4) სხვა მხრივ, საკუთრების უფლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. პირიქით, მისი მიზანია ურთულეს საზოდოებრივ ურთიერთობებში ისეთი ოპტიმალური საკუთრებითი რეჟიმის უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის პიროვნების უნარისა და შესაძლებლობების ფართოდ განვითარებას. 5 ) საკუთრების ცნება და შინაარსი რომის სამართალი არ განამტკიცებდა საკუთრების ცნების დეფინიციას. ნივთზე ბატონობის უფლებას. პირველად მცდელობა ცნების დეფინიციისა შუა საუკუნეებში იყო და აქედან მოყოლებული საკუთრების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე მიუთითებდნენ. 170 I მუხლიც საკუთრების ცნების დეფინიციის ასეთ მცდელობებს ასახავს: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...“ საკუთრების ცნების შინაარსი სწორედ პოზიტიური („თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით))“ და ნეგატიური უფლებამოსილებებით განისაზღვრება („არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა“). 6) ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით. 1. საკუთრების ექსკლუზიური ბუნება კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მდგომარეობს მის ექსკლუზიურობაში, ყველა ადამიანი გამორიცხოს სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას, დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას 7) . ნივთის განკარგვისა და სარგებლობის უფლებების ერთმანეთისაგან განცალკევების შემთხვევაში, მოცემულია არა საკუთრების ფუნქციონალურად დაყოფადი სფეროები, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დოგმატიკის მიხედვით, ერთიანი საკუთრების უფლება, რომლისგანაც მხოლოდ სანივთო უფლებების სახით ცალკეული უფლებამოსილებების გამოყოფა ხდება.
საკუთრების ცნება და თანასაკუთრება
საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.
ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, ხოლო პირს, რომელიც ფლობს ნივთს, მფლობელი ეწოდება. სწორედ ამაში მდგომარეობს საკუთრების ცნებაში შემავალი ორი დანარჩენი კომპონენტის საჭიროება. იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევდით ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს კონკრეტულ ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვაც. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით.
ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ცნება მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. თუმცა, არც მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის კომბინაციაა სრულად საკუთრების ცნების გამომხატველი. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრედ უნდა მიგვეჩნია პირიც, რომელსაც, მაგალითად, დაქირავებული აქვს მიწის ნაკვეთი, ამუშავებს მას და შესაბამისად, მისგან იღებს სარგებელს.
საკუთრების ცნების მესამე კომპონენტია განკარგვა. განკარგვა გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას – შეიძლება იგულისხმებოდეს მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურებაც კი.
შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი.
საკუთრების ცნების ამგვარი განსაზღვრა აუცილებელია საიმისოდ, რომ პირმა შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ან მოძრავ ნივთზე.
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია წერილობითი გარიგების დადება და ამ ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების (შემძენის, როგორც მესაკუთრის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ ამ უფლების ნამდვილობის გარკვევის საშუალებაა ზემოთაღნიშნული სამი კომპონენტის ერთდროულად სახეზე არსებობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სახელმწიფომ საერთოდ და პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს კრედიტორისა და მოვალის საქმეში. მან კანონით უნდა დაარეგულიროს მათი ურთიერთობა.
თუ ჩაერევა უნდა გამოირიცხოს უკანონობა, მისი ინტერესი და სხვა პირზე პრივილეგიების მინიჭება, რომ მათ მიზერულ ფასად შეიძინონ სახელმწიფოს დახმარებით ქონებები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის სახელმწიფო დაწესებულება და მის მიერ მიღებული ბრძანება გადაწყვეტილება და სხვ. უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში.
იგივე უძრავი თუ მოძრავი ქონებების გატანა აუქციონზე კომპეტენტური ორგანოს მიერ ქონების ღირებულების 5 პროცენტად პირველ რიგში არის ნულოვანი აუქციონის არსებობა, რომელიც არაკონსტიტუციურად არის ცნობილი.
კანონი უშვებს იმის ალბათობას, რომ შესაძლებელია ქონება უნდა გაიყიდოს მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმებით. წესით მოვალეს ქონება კი არ უნდა დაუყადაღოს სააღსრულებიო ბიურომ და აღმასრულებელმა, არამედ უნდა მისცეს გონივრული ვადა მას ნივთი გაყიდოს რეალურ ფასად და კრედიტორის მოთხოვნა მთლიანად ან უმეტესწილად დააკმაყოფილოს. მაშინ, როდესაც რეპრესირებულისათვის გასაცემი მიზერული თანხები არ ჰქონდა სახელმწიფოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სასამართლო პროცესი გრძელდებოდა 6 თვის მაგივრად 3-4 წელი, მოვალე იყო სახელმწიფო და კრედიტორი მოქალაქეები, მაშინ იუსტიციის სამინისტროს არ აინტერესებდათ გაჭირვებული მოქალაქის ბედი და ახლა აინტერესებთ მხოლოდ ძირითადში 15 კომერციული ბანკის, სახელმწიფოს და ნაცმოძრაობის ინტერესები.
საკუთრების უფლება , შედარებით - სამართლებრივი კვლევა
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტურიდა მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. თითოეული ადამიანისთვის, რომელიც არის რაიმე ქონების მესაკუთრე საინტერესო იქნება თუ რას გულისხმობს „საკუთრებისუფლება".
რა შეზღუდვები არსებობს მესაკუთრისათვის? როდის შეიძლება საკუთრების ჩამორთმევა და რის სანაცვლოდ? როგორ უნდა დაიცვას მესაკუთრემ თავისი საკუთრებასხვა, მესამეპირებისგან? როგორია აღნიშნული საკითხების რეგულირება უცხოქვეყნების კანონმდებლობით ძირითადი ნაწილი საკუთრების უფლებაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს საკუთრების უფლების შინაარსი:
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. ეს არის უფლებათა ის კატეგორია, რომელიც ადამიანს მანამ გააჩნია, სანამ ცოცხალია და მთელი ქონებაც რომ წაართვან, იგი ამ უფლების მატარებელი მაინც დარჩება, რადგან საკუთრების უფლება ქონების შეძენის შესაძლებლობაა და არა თვით ეს ქონება".
რაც შეეხება საკუთრების დეფინიციას უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვითის შემდეგნაირია - იტალიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით : „მესაკუთრეს აქვს უფლება, საჯარო წესრიგით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებსა და მოვალეობათა შესრულების პირობით, ისარგებლოს ნივთებით და სრულად განკარგოს იგინი სხვა პირთა გამორიცხვით".
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კისაკუთრება არის-„ნივთებით სარგებლობის და განკარგვის უფლება მაქსიმალურად აბსოლუტური ხერხით, რომ სარგებლობა არ არის აკრძალული კანონებით".
აშშ-სსამართლის მიხედვით კი მესაკუთრეუფლებამ ოსილია: ფლობდეს, განკარგავდეს, სარგებლობდეს ქონებით აქვს უფლება გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი. აქვს უფლება გადასცეს ქონება მესამე პირებს და აქვს ნივთის უვადოდ ფლობის უფლება.
რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: „მესაკუთრეს ეკუთვნის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებები საკუთარ ნივთზე".
საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს- მფლობელობას,სარგებლობას და განკარგვას.
მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელისნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არის სარგებლოს თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია .
რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის დატვირთვას. მაგ: იპოთეკით დატვირთვა, სერვიტუტით დატვირთვა და სხვა. ჩემს და სხვა შემთხვევაშიც რადგან იპოთეკით დაიტვირთა ნივთი ეს არ ნიშნაცს, რომ ის სახელმწიფოს ან ბანკის საკუთრებაა. იპოთეკით ბანკს შეუძლია სხვასთან შედარებით პირველ რიგში მოსთხოვოს სასამართლოს, რომ მოხდეს ნივთის გატანა აუქციონზე.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ის ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის და- საშვებ ფარგლებს. კერძოდ ,საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესისთვის, კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებულიპ ირობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 170-ე მუხლში არ არის ნახსენები საკუთრების შეზღუდვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა -კანონი.
საკუთრების უფლების შეზღუდვის შემდეგ საფუძველს სწორედ, რომ კანონი წარმოადგენს, კერძოდ კი - საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ". აღნიშნული კანონის მიხედვით ზუსტად არის განსაზღრული ის გარემოებები, როდესაც შესაძლებელია საკუთრების ექსპროპრიაცია. მაგ: მაგისტრალის გაყვანა და სხვა. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, მესაკუთრისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.
ანუ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთრება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცულია მთელი რიგი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ის არ არის შეუზღუდავი და ფარგლებს გადასული უფლება. ისიც მოქცეულია გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება არაკ კანონით დაწესებული გარემოებების არსებობისას, არამედ მესამე პირების მიერ, ასეთ შემთხვევებში არსებობს საკუთრების უფლების დაცვის მთელი რიგი მექანიზმები.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მის მიერ დაწესებულ საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლებს ის შემდეგნაირია:
პირველ რიგში უნდა დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება, შემდეგ არის თუ არა ეს უფლება შეზღუდული?
იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება უნდა გაირკვეს ჯდება თუ არა ის კონვენციის მოთხოვნებში. კონვენციის მიხედვით დაცვითი უფლებით სარგებლობს: მოძრავი ან უძრავი ქონება, ქონებრივია ან არა ქონებრივი კაპიტალი, მესაკუთრის უფლება ქირის მიღებაზე, გარკვეული პროფესიით მუშაობის უფლება და სხვა.
მეორე რაც უნდა დადგინდეს ეს არის -არის თუ არა სახეზე საკუთრებისუფლების შეზღუდვა? თუ დადგინდა, რომ სახეზეა შეზუდვა მაშინ უნდა დადგინდეს რამდენად დასაბუთებულია იგი, ანუ სახეზეა კანონიერი თუ უკანონო შეზღუდვა.
საკუთრების უფლების ნებისმიერი სახის ხელყოფა უნდა შეესაბამებოდეს საჯარო ინტერესს .
თუ ხელყოფა ხდება საჯარო ან საერთო ინტერესიდან გამომდინარე ასეთ დროსაც სახეზე უნდა იყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა დაშესაბამისი, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა.
ჩემი სასარჩელო მოთხოვნაა: მიიღოთ განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ და არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება და მე-3 მუხლის 8-ე პუნქტი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა