ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1788 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა შუკაკიძე |
თარიღი | 31 ივლისი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მუხლი 2231 . „ ქურდული სამყაროს“წევრობა, „კანონიერი ქურდობა“ 1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. „კანონიერი ქურდობა“ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო. |
საქართველოს კონსტიტუცის მე-9, მე-11, მე-12, და 31-ე მუხლები. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველიპუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311მუხლებიდა 39-ე მუხლის პირველიპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12, და 31-ე მუხლები.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 2231 მუხლის შესაბამისად დასჯადია „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდობა’’
საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობის შესაბამისად იმისათვის, რომ პირი სისსხლის სამართლის პასუხისგებაში იქნეს მიცემული, საჭიროა მის მიერ ჩადენილიქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) იყოს სისხლის სამართლის კანონით დასჯადი და იგი ატარებდეს განზრახ ან გაუფრთხილებლობით ხასიათს. ამასთან, აუცილებელია ასეთი ქმედება შეიცავდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს, კერძოდ:
1. ქმედების შემადგენლობა, ე.ი. პირის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან; აგრეთვე ქმედების მატერიალური და ფორმალური შემადგენლობა
2. ამ ქმედების მართლწინააღმდეგობა, როგორც ქმედების წინააღმდეგობა სამართლის იმ ნორმებისადმი, რომელიც სამართლის სუბიექტს მართლზომიერი ქმედების მოვალეობას აკისრებს; 3. სუბიექტის ბრალი.
4. შედეგ-მიზეზობრივი კავში და ზიანი, იმისათვის რომ ქმედება ან უმოქმედობა ჩაითვალოს დანაშაულად უნდა არსებობდეს ზიანი, ქმედაბა ან უმოქმედობა უნდა იწვევდეს ზიანს.
აქედან გამომდინარე გაურკევეველი და ბუნდოვანი საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 2231 მუხლი რომლის შესაბამისადაც დასჯადია „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდობა’’ რას, ვის ან რისთვის სჯის ეს მუხლი ადამიანს.
1. არანაირი დოკუმენტი ან მატერიალური მტკიცებულება იმსა რომ ადამინი არის „ქურდული სამყაროს წევრი ან „კანონიერი ქურდი’’ ბუნებაში არარსებს კანონიერი ქურდობა ესარის პირის დამოკიდებულება სოციუმის საზოგადოების მიმართ და პირიქით სოციუმის საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული პირის მიმართ.
2. კანონი არ ადგენს და არითვალისწინებს თუ როდიდან ითვლება პირი ქურდული სამყაროს წევრად ან კანონიერ ქურდად, 1. მაშინ როდესაც პირი საკუთარ თავს თვლის კანონიერი ქურდად ან ქურდული სამყაროს წევრად, 2.მაშინ როდესაც მას საზოგადოება სოციუმი თვლის კანონიერ ქურდად ან ქურდული სამყაროს წევრად, 3.თუ მაშინ როდესაც ხდება მისი ე.წ სხოტკაზე (შეკრებაზე) მათივე წესებით პირის მონათვლა (კანონიერ ქურდის სტატუსის მინიჭება).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა