• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.11.2003
      • №2/7/219
      • გადაწყვეტილება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 11 თებერვლის №2/1/219 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

„მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №2/1/219
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 11 თებერვალი 2003

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი;

4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.

საქმის დასახელება: „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: 1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 ნაწილის მე–3 ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე–14 მუხლთან და 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ელეონორა ლაგვილავა, ნინო უბერი, მურთაზ თოდრია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 23 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №219) მომართა მოსარჩელე „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლი, 45–ე მუხლი და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 23–ე მუხლის პირველი პუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი, მე–10 მუხლის პირველი პუნქტი.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა გააფართოვეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე–14 მუხლთან ასევე 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი და მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მეორე პუნქტით, 22–ე მუხლით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელე „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ კონსტიტუციური სარჩელი 1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 ნაწილის მესამე ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე–14 მუხლთან და 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

1. ოთარ ბენიძე;

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი;

4. ზაურ ჯინჯოლავა.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ