შპს "ლაზიერი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1810 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ხვიჩა კიკილაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | შპს "ლაზიერი" |
თარიღი | 6 თებერვალი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს 1984 წლის 15 დეკემბრის კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ (#161) 913 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.".
ბ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (#7057-რს) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.".
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს 1984 წლის 15 დეკემბრის კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ (#161) 913 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.". მიმღები: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი; გამოქვეყნების წყარო: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31.12.1984; სარეგისტრაციო კოდი: 020.000.000.05.001.000.010 საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (#7057-რს) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.". მიმღები: საქართველოს პარლამენტი; გამოქვეყნების წყარო: ვებგვერდი; 22/07/2020; სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.019971 |
26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: "მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია...". |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, ამავე კანონის 31–ე მუხლი, ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად, რადგანაც:
1. ის ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საქართველოს საკონსტიტუციო სამართლოს შესახებ" კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
2. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ - შპს ლაზიერი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი;
3. მასში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
4. მსგავსი მოთხოვნის შემცველი სარჩელი არ არის განხილული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
5. მასში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
6. არ არის დარღვეული სარჩელის წარმოდგენის ვადა;
7. სარჩელი არ ხდის სადავოდ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოგვაქვს კონსტიტუციური სარჩელი და მოვითხოვთ : 1. საქართველოს 1984 წლის 15 დეკემბრის კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ (#161) 913 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით." 2. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (#7057-რს) მუხლი 1-ლის, მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტის: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით." არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ: “მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია...".
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ: "სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.". მართალია, ჩვენ, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება არ გვაქვს ვიდაოთ საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი თავით დაცული გარანტიების დარღვევაზე, მაგრამ ამ კონსტიტუციურ ნორმაზე დამატებით მითითებით ვცდილობთ კომპლესურად წარმოვაჩინოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 26-ე მუხლით დაცული ჩვენი უფლების არაკონსტიტუციურად ხელყოფა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.”
მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული და გარანტირებული ჩვენი უფლებები.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს 1984 წლის 15 დეკემბრის კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ (#161) 913 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით." და საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონის (#7057-რს) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 აბზაცის ტექსტი: "და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით." არაკონსტიტუციურად ზღუდავს თავისუფალ მეწარმეობას.
“ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” (10 დეკემბერი, 1948 წელი) მე-8 მუხლით დაწესებულია, რომ: “ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.”
“სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს ავალებს ყველა პირი, რომლის უფლებები და თავისუფლებები შელახულია, “უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა.”
ზემოთ აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები ასევე გარანტირებული და აღიარებულია “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი).
საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, მხოლოდ 2016 წლის 2 მარტიდან დაემატა 91/3 მუხლი: "საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოების ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა" (საქართვლოს კანონი #4798-IIს "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"; მიღების თარიღი: 02/03/2016). ამ 913 მუხლის მ-3 ნაწილით, საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, - იწვევდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ამ სამართალდარღვევის სავსებით ადექვატური საჯარიმო სანქცია.
სამწუხაროდ, მოპასუხე ასე არ ფიქრობდა და, გასაჩივრებული კანონით, 2020 წლის 17 ივლისს, დააწესა აშკარად არაადქვატური ორსაფეხურიანი საჯარიმო სანქცია: 20000 ლარის და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ჯამური ოდენობით.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ გასაჩივრებული კანონის შინაარსში იკითხება საქართველოს საავტომობილო საწვავის შიდა ბაზრის მონაწილეთა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მათ თავი დაანებონ ამ საქმიანობას და თუნდაც მცირედი კონკურენცია აღარ გაუწიონ ამ სფეროში გაბატონებულ ისეთ მსხვილ მონაწილეებს, როგორიცაა სოკარი, რომ-პეტროლი, ვისოლი და ასე შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს რომ გავუადვილოთ ამ საკანონმდებლო პრობლემის ტექნიკური მხარის აღქმა, დეტალურად განვიხილავთ იმ მძიმე ვითარებას, რაშიც მოგვაქცია ამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტის საფუძველზე განხორციელებულმა ჩვენმა დაჯარიმებამ.
2023 წლის 8 დეკემბერს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, ჩვენ ავტოგასამართ სადგურზე, განთავსებული ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი #197, აღებულ იქნა დიზელის საწვავის სინჯები. აღებული სინჯები, საწვავში წყლის შემცველობის, აფეთქების ტემპერატურისა და დისტილაციის განსაზღვრის მიზნით, გადაეცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხოლო გოგირდის შემცველობის დადგენის მიზნით - შპს "აი-თი-ეს თესთინგ სერვისეზ ლიმითედ"-ის საქართველოს ფილიალის - "ინერთექ ქალებ ბრეთ"-ის ლაბორატორიას.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევ ნიმუშში აფეთქების ტემპერატურა 25,5 გრადუსი ცელსიუსია და გამოვლინდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებით განსაზღვრული ნორმის (2021 წლის 01 მარტს აფეთქების ტემპერატურა დადგინდა 55 გრადუს ცელსიუსზე მაღლა) დარღვევა.
"ინერთექ ქალებ ბრეთ"-ის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევ ნიმუშში გოგირდის შემცველობა შეადგენს 19 მგ/კგ-ს და გამოვლინდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებით განსაზღვრული ნორმის (2023 წლის 01 იანვრიდან გოგირდის შემცველობა დადგინდა არაუმეტეს 10 მგ/კგ-ს ოდენობით) დარღვევა.
სინჯების აღების მომენტისთვის, ჩვენ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარში არსებული დიზელის საწვავის ფაქტობრივი მოცულობა შეადგენდა 995 ლიტრს, ხოლო ადგილზე არსებული საწვავის სარეალიზაციო ფასი - 3,05 ლარს.
გასაჩივრებული კანონის მე-3 ნაწილის მეორე აბზაცით, ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული რომ ყოფილიყო მხოლოდ 20000 ლარიანი ჯარიმა და არ არსებულიყო ამ აბზაცის ტექსტის მეორე ნაწილი (საწვავის მოცულობის და მისი ფასის ნამრავლის 5-ზე გადამრავლების წესი), ჩვენ საერთოდ ხმასაც არ ამოვიღებდით, გადავიხდიდით ამ სარიოზულ თანხას (20000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენი მცირე მასშტაბის მეწარმეობისთვის) და უფრო მეტი სიფრთხილით გავაგრძელებდით საქმიანობას (რა იგულისხმება ამ უფრო მეტ სიფრთხილეში, ამას ქვემოთ განვმარტავთ). მაგრამ ჩვენი საწვავის ნაშთის მის საბითუმო ფასზე ნამრავლის (3034,75 ლარი) 5-ზე გამრავლებამ შეადგინა ჩვენთვის უკვე საკმაოდ მტკივნეული ოდენობის თანხა - 15173,75 ლარი, რაც 20000 ლართან ერთად უკვე შეადგენს 35173,75 ლარს.
ჩვენ გაგვიმართლა, რომ დიზელის საწვავის 48840 ლიტრიანი (ანუ, თითქმის 49 ტონიანი) ჩვენი რეზერვუარი თითქმის ცარიელი იყო სინჯების აღების მომენტში. წარმოიდგინეთ, რა კატასტროფული შედეგი დაგვიდგებოდა, ეს რეზერვუარი სავსე რომ ყოფილიყო - ჯარიმის თანხა გამოვიდოდა 744810 ლარი! თუ ჩვენ ამ სამართლებრივი რეგულაციის მოქმედების პირობებში გავაგრძელეთ ეს სამეწარმეო საქმიანობა, ადრე თუ გვიან (ალბათ, ძალიან მალე, რადგან გავბედეთ საპროტესტო ხმის ამოღება!) მოსალოდნელია ამგვარი კატასტროფული შედეგის დადგომა.
გასაჩივრებული კანონით დაწესებული არაადექვატური საჯარიმო სანქცია გაანადგურებს საწვავის მიწოდების სფეროში მოღვაწე ნებისმიერ მეწარმეს, როგორც მცირე მოცულობებით მოვაჭრეს, ასევე უმსხვილეს მოვაჭრეებს. მაგრამ, ფაქტობრივად, ეს კანონი მუშაობს მხოლოდ საწვავის მცირე ოდენობებით მიმწოდებელი სუბიექტების წინააღმდეგ, რადგან არ ხდება მსხვილმასშტაბიანი მიმწოდებლების რეალური შემოწმება (წარმოიდგინეთ რა ოდენობის ჯარიმა გამოვა რომელიმე ასეთი მსხვილი მიმწოდებლის საწვავის რამდენიმე ასეული ათასი ტონა ნაშთი რომ გამრავლდეს მის გასაყიდ ფასზე და გადამრავლდეს 5-ზე!!!), რადგან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არ/ვერ შედის ამ მიმწოდებლების ობიექტურად შესამოწმებლად...
ასეა თუ ისე, გასაჩივრებული კანონი უკვე აყენებს გაუსაძლის ფაქტობრივ ზიანს საავტომობილო საწვავის მიწოდების სფეროში მოღვაწე მცირემასშტაბიან მეწარმეებს და, რაელურად თანასწორუფლებიანი და კონკურენტული სამეწარმეო გარემოს არსებობის პირობებში, დააზიანებდა მსხვილმასშტაბიან მეწარმეებსაც.
საკონსტიტუციო სასამართლომ ისე არ გაგვიგოს, რომ თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის საკითხები და ორიენტირებული ვართ მხოლოდ ფულის მოგებაზე. არა, რა თქმა უნდა, არა! ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ვაცნობიერებთ, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, დაკავებული თანამდებობისა და ა.შ., ვალდებულია იზრუნოს ჯანსაღი გარემო პირობების დაცვაზე. ამ გარემოში ცხოვრობენ ჩვენი შვილები და უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილიშვილებმა, მომდევნო თაობებმა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოსახლეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე საიმედოდ იყოს დაცული ყოველგვარი მავნე და საზიანო ზემოქმედებისაგან. სამწუხაროდ, აღმასრულებელი ხელისუფლების თეორიულად საკონტროლებლად მოქალაქეებს, რეალურად, მხოლოდ საარჩევნო ოთხწლიანი ციკლური არაეფექტური და ფორმალური შესაძლებლობა გაგვაჩნია, მაგრამ ამ არახელსაყრელ პირობებშიც კი, აუცილებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოქმედი კანონმდებლობის სახით, მბოჭველი, სწორი და სამართლიანი სამოქმედო ჩარჩო-პირობები ჰქონდეს დაწესებული საკონონმდებლო ხელისუფლების მხრიდან.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად, 2007 წლის 1 იანვრამდე, განისაზღვრა 350 მგ/კგ, ხოლო 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ - 50 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის #165 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2008 წლის 1 იანვრამდე, ისევ განისაზღვრა 350 მგ/კგ, ხოლო 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ - ისევ 50 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის #278 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2009 წლის 1 იანვრამდე, ისევ განისაზღვრა 350 მგ/კგ, ხოლო 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ - ისევ 50 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის #244 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2009 წლის 1 იანვრამდე, ისევ განისაზღვრა 350 მგ/კგ, 2011 წლის 1 იანვრამდე - 300 მგ/კგ, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან - 200 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის #260 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2010 წლის 1 იანვრამდე, ისევ განისაზღვრა 350 მგ/კგ, 2011 წლის 1 იანვრამდე - 350 მგ/კგ, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან - 200 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის #422 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2012 წლის 1 იანვრამდე, ისევ განისაზღვრა 350 მგ/კგ, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან - 200 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის #449 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2014 წლის 1 იანვრამდე, ისევ განისაზღვრა 300 მგ/კგ, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან - 200 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის #729 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2016 წლის 1 იანვრამდე, განისაზღვრა 200 მგ/კგ, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან - 150 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის #559 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2017 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა 100 მგ/კგ, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - 50 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის #550 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2020 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა 10 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ნოემბრის #547 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2021 წლის 1 იანვრიდან ისევ განისაზღვრა 10 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 დეკემბრის #808 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2022 წლის 1 იანვრიდან ისევ განისაზღვრა 10 მგ/კგ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის #25 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად , 2021 წლის 1 მარტიდან ისევ განისაზღვრა 50 მგ/კგ., ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - 10 მგ/კგ.
ამასთან, ამ დადგენილებაში საქართველოში პირველად დაფიქსირდა დიზელის საწვავის აფეთქების მინიმალური ტემპერატურა 55 გრადუსი ცელსიუსის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის #380 დადგენილებით: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრულ ნორმად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისევ განისაზღვრა 10 მგ/კგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ბოდიშს ვუხდით მთავრობის დადგენილებების ასეთი მოცულობითი და მონოტონური მოხმობისათვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი კრიტიკული მოსაზრების დემონსტრირება.
ამ დადგენილებების პრეამბულაში წერია ასეთი რამ: "საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება".
ასეთი სწორი ტექსტი ლოგიკურ ბმაში არ არის დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული ნორმის პერიოდულ ცვლილებებთან - ხან ამ ზღვარის შემცირებასთან, ხანაც გაზრდასთან. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ზღვრული ნორმა ასეთ არათანმიმდევრულ პერიოდულ ცვლილებებს განიცდიდა დიზელის საწვავის რომელიმე მსხვილი მიმწოდებლის ინტერესების შესაბამისად...
დავუბრუნდეთ ჩვენი დაჯარიმების საკითხს.
მას შემდეგ, რაც, 2023 წლის 8 დეკემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დიზელის საწვავის ჩვენი რეზერვუარიდან აიღო საწვავის სინჯები და შეგვიდგინა ინსპექტირების აქტი #013477, მხოლოდ ზუსტად ერთი თვის გასვლის შემდეგ - 2024 წლის 8 იანვარს, ჩაგვაბარა ადმინისტრაციული მიწერილობა #002211, რომლითაც აგვიკრძალა იმ დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის სინჯიც აღებულ იქნა 8.12.2023წ. და გადმოგვცა მისი წერილი, რომლითაც გვაცნობა ჩვენ დიზელის საწვავში გოგირდის ზღვრული ნორმისა და აფეთქების ტემპერატურის მინიმალური ზღვარის დარღვევის შესახებ.
2024 წლის 11 იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაგვაბარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი #084564 და მასალები განსახილველად გადასცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი სასამართლო სხდომა ჯერ არ არის დანიშნული, მაგრამ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სასამართლო სრულად დაგვიწესებს გასაჩივრებული კანონით განსაზღვრულ საჯარიმო თანხის - 35173,75 ლარის გადახდას.
სინჯის აღებასა და საწვავის გაყიდვის აკრძალვას შორის ერთთვიანი შუალედი გვაფიქრებინებს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რეალურად, არ აინტერსებს გარემოს მიადგება თუ არა ზიანი საქართველოს მოსახლეობის მიერ უხარისხო საავტომობილო საწვავის მოხმარების შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია თუ რატომ გადადო ერთი თვით ამ დეპარტამენტმა ჩვენთვის საწვავის მიწოდების აკრძალვა და რატომ მოკლე ვადაში, ვთქვათ, 3-5 დღეში არ მოაგვარა 8 დეკემბერს აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევების დასრულების საკითხი, რათა უკვე 13-15 დეკემბერს აეკრძალა ჩვენთვის ამ საწვავის მიწოდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სინჯების აღების მომენტში ჩვენი დიზელის საწვავის ნაშთი მიზერული იყო და, მართლაც უხარისხო რომ ყოფილიყო ეს საწვავი, 995 ლიტრის გაყიდვით მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიადგებოდა გარემოს. ჩვენ რეზერვუარში რომ ყოფილიყო 30-40 ტონა დიზელის საწვავი, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში მოვასწრებდით მის მიწოდებას და გარემოსთვის მიყენებული ზიანი უკვე მნიშვნელოვანი იქნებოდა.
აქვე უნდა დავაფიქსიროთ, რომ დიზელის საწვავის აფეთქების ტემპერატურის დადგენას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი, ხოლო მასში გოგირდის შემცველობის დადგენას - რამდენიმე საათი.
საკითხავია, რამდენად შეესაბამება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამგვარი ზღვარსგადასული დაგვიანება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერს: "სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ..." და მოპასუხემ კანონით რატომ არ დაუწესა ამ დეპარტამენტს შესამოწმებელი ობიექტებიდან აღებული საწვავის სინჯების ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფის მოკლე ვადა.
მიგვაჩნია, რომ მოპასუხეს, როდესაც იღებდა გასაჩივრებულ კანონს, რა დროსაც ეს კანონი მიუსადაგა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებას: "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ", სათანადოდ არ ჰქონდა შესწავლილი ამ პრობლემატური საკითხის ტექნიკური დეტალები და მისთვის ცნობილი არ იყო (ალბათ) დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის და მისი აფეთქების ტემპერატურის, მინიმუმ, უნებლიედ მნიშვნელოვნად შეცვლის მარტივი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, დიზელის საწვავის ტრანსპორტირება იმ ცისტერნით, რომლის ტექნოლოგიურ აღჭურვილობაში (მილებში, ჩამკეტებში და ასე შემდეგ) დარჩენილია საავტომობილო ბენზინის თუნდაც მცირე ნაშთი ან უხარისხო დიზელის საწვავის ნაშთი. ეს საკითხი რომ სათანადოდ გაეაზრებინა მოპასუხეს, მართლაც რომ კომპლექსურად ეზრუნა გარემოს დაცვაზე და ორიენტირებული არ ყოფილიყო არაადექვატური ჯარიმების დაწესებით მცირემასშტაბიანი მეწარმეების განადგურებაზე, აუცილებლად მოაწესრიგებდა საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხს ან აღმასრულებელ ხელისუფლებას დაავალებდა ნორმატიული აქტის გამოცემას საავტომობილო დიზელის საწვავის და ბენზინის საწვავის ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ, თუ ამ სატრანსპორტო საშუალებას აქტირებულად არ ექნებოდა ჩატარებული სათანადო დამუშავება (წმენდა, გამორეცხვა და ა.შ.).
სწორედ ეს გარემოება გვქონდა ჩვენ მხედველობაში, როდესაც ზემოთ ვსაუბრობდით ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის მეტი სიფრთხილით განხორციელებაზე, ანუ ჩვენ რეზერვუარში ჩასასხმელი საწვავის ტრანსპორტირებისას მხოლოდ სათანადოდ დამუშავებული (ანუ, წინასწარ გამორეცხილი) ავტოცისტერნების გამოყენებაზე (თუმცა, სათანადო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში, ისევ ჩვენ მოგვიწევს სხვისი სატრანსპორტო საშუალებების ცისტერნების გამორეცხვა, რაც გამოიწვევს ჩვენ მიერ შეძენილი ხარისხიანი საავტომობილო საწვავის ნაწილის ამ მიზნით გახარჯვას, ანუ გაზრდის ჩვენ ხარჯებს).
ზოგადად, დიზელის საწვავის (ამ შემთხვევაში) ხარისხის საკითხიც ძალიან პრობლემატურია და ვფიქრობთ, რომ მოპასუხეს სათანადოდ არ აქვს ეს პრობლემა შესწავლილი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ დიზელის საწვავს, ყურადღებას ვაქცევთ, რომ ამ საწვავის თანმხლებ საბუთებში დაფიქსირებული იყოს საწვავის კანონიერი, ანუ მოქმედი ნორმების შესაბამისი, შემადგენლობა. მაგრამ, ამ საწვავიდან აღებულ სინჯში, შემდგომ, გარემოსდაცვითი ზემოქმედების დეპარტამენტის მიერ მისი ხარისხის შემოწმების შედეგად, მაინც შესაძლებელია აღმოჩნდეს საკონტროლო პარამეტრების ზღვრული ნორმების გადამეტება, ანუ ჩაითვალოს, რომ ეს საწვავი უხარისხოა და ჩვენ დავჯარიმდეთ. პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს დიზელის საწვავის საკონტროლო პარამეტრების დადგენის ერთიანი, კანონით დამტკიცებული მეთოდოლოგია და ამ სფეროში მომუშავე ლაბორატორიები იყენებენ სხვადასხვა აპარატურას და სხვადასხვა მეთოდებს, რაც იძლევა დიამეტრალურად განსხვავებულ შედეგებს. მაგალითისთვის ავიღოთ დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის განსაზღვრა, რისთვისაც არსებობს ორი მეთოდი: რადიოგრაფიული და ულტრაბგერითი. ულტრაბგერითი მეთოდი უფრო ზუსტია, რადიოგრაფიული ძალიან არაზუსტია, მაგრამ რადიოგრაფიული კვლევების ჩასატარებელი აპარატურა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ულტრაბგერითი და ლაბორატორიებიც, უმეტესწილად, ამ მეთოდით იკვლევენ გოგირდის შემცველობას. კონკრეტულად ჩვენი საწვავის კვლევა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შეკვეთით, ჩატარდა რადიოგრაფიული მეთოდით და დაფიქსირებული შედეგი - 19 მგ/კგ, ამ მეთოდისთვის დამახასიათებელი 10-:-15 ერთეულიანი ცდომილების გათვალისწინებით, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უსაფუძვლოდ დაგვაჯარიმეს, გასაჩივრებული კანონით დადგენილი არაადექვატური ოდენობის თანხობრივი სანქციით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვაძლევს საფუძველს ვამტკიცოთ, რომ გასაჩივრებულმა კანონმა დაარღვია ჩვენი უფლება - საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა