სონა ლომთაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1827 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | სონა ლომთაძე |
თარიღი | 12 ივლისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 208 პუნქტი 1 სახელმწიფო ადმინისტრაციული ორიგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 208 პუნქტი 1 სახელმწიფო ადმინისტრაციული ორიგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. | საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 4.2 სახელმიწფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
– საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი.
– საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი.
– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის
ა. მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტი.
ბ. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი.
გ. 31-ე და 31-ე პრიმა მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
განმარტებები სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.
სარჩელი შემოტანილია საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ,,ა" ქვეპუნქტით ,,ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
– სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონის მე-19 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 ავის საკითხებთან მიღებული ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობის საკითხი.
– საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
– სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღალა მდგომი ნორმატიული აქტის საფუძველზე.
– საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
– არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი, რადგან სარჩელი საფუძვლიანია და აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
– ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
– სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მირ დამტკიცებული შესაბამისი სასარჩელო სააპლიიოციო ფორმის მიხედვით (ფორმა #1).
– სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და გათვალისწინებულია კანონის მოთხოვნები.'
– სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ითვალისიწნებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას ფიზიკური პირებისათვის, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს ,,საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ–პირებს და იურიდიუყლ პირებს თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
სარჩელში მითითებულია საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; მოსარჩელე, მოპასუხე და მათი მისამართები.
სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღები და მიღების თარიღი.
საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომელსაც არ შეესაბამება და არღვევს სადავო სამართლებრივი საკანონმდებლო აქტი.
სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებანი, რომელიც ადასტურებს კონსტიტიციური სარჩელის
კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობა.. მოთხოვნის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
საფუძვლიანობას.
სარჩელში ჩამოყალიბებულია მოთხოვნის არსი და საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კონსტიტუციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის დებულებანი, რომელიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას.
სარჩელი შეიცავს მოთხოვნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ და მითითებულია თანდართული საბუთების ჩამონათვალი, კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
სარჩელს თან ერთვის კონსტიტუციური სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი (აღვნიშნავ, ჩემთვის ბუნდოვანი კონსტიტუციური სარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ოდენობას. ველოდები თქვენგან სამართლებრივ დახმარებას და საკითხში გარკვევას. ვერ ვიჯერებ, რომ სახელმწიფო ბაჟი 10 ლარია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
თქვენო ღირსებავ!
მოგმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი ჩემს 2023 წლის 6 ნოემბრის კერძო საჩივართან დაკავშირებით, რომლის შესახებაც 2024 წლის 12 აპრილს გამოტანილი განჩინება საქმე #3 ბ/3139-23 ჩამბარდა (დან. 1) 2024 ლის 24 მაისს და რომელსაც არ ვეთანხმები, რადგან არაკანონიერია, მთლიანად და უცვლელად იმეორებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებას #3/5990-23 და ზერელედ მსჯელობს კერძო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნებზე. განსაკუთრებით არ ვეთანხმები დადგენილების მე–3 პუნქტს: ,,განჩინება არ გასაჩივრდება". სასამართლო თავის დადგენილებით მართმევს კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, ჩამიკეტა სასამართლოსადმი მიმართვის გზა. მე ვასაჩივრებ, რადგან საქმე თავის არსით და თვით განჩინების შინაარსიდან გამომდინარე ექვემდებარება სასამართლოს განხილვას; რაზეც განჩინებაც მიუთითებს: ,,აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სიყალბის დადგენის თაობაზე არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით განსახილველ საკითხს. შესაბამისად სასამართლომ სონა ლომთაძის სარჩელზე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კანონიერად შეწყვიტა საქმის წარმოება (დანართი 1, ფ )", რაც უსაფუძვლოა.
დავის საგანია საქართველოს განათლების მინისტრის 2014 წლის 12.09–ს #868 ბრძანების ბათილად ცნობა საფუძვლის სიყალბის გამო, რომლის დაშვებასაც შედეგად მოჰყვა სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორად მოქალაქე მარინა ისკაკოვას განწესება კანონის აშკარად დარღვევით და დოკუმენტების გაყალბებით, ამიტომ წინააღმდეგია პირადი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისა (დანართი 11) თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით ,,ყველას აქვს უფლება იცოდეს არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ამავე კოდექსის 44-ე მუხლით ,,თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალურ მონაცემები საჯაროა.
მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 11.09–ს სკოლაში ჩატარდა დირექტორის შესარჩევი კონკურსი სამ კანდიდატს შორის. სკოლის სამეურვეო საბჭომ შეადგინა საარჩევნო ოქმი #13 და დადგენილება #13, რომლებშიაც იკითხება დირექტორი არჩეული ვერ იქნა (დანართი 7).
მოქალაქე მარინა ისკაკოვამ ვერ მიიღო არჩევნებში დირექტორად არჩევისათვის საჭირო ხმების რაოდენობა, მაგრამ მიზანს მიაღწია: სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭოს მიერ არ არჩეული და დირექტორობის უფლების არ მქონე განათლების სამინისტრომ განაწესა დირექტორად, რითაც დაარღვია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები: დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა – ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა–დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ (ცვლილებები შეტანილია 2014 წელს), დანიშნულ დირექტორში იგულისხმება ადრე დირექტორად ნამუშევარი პირი, მაგრამ მოქალაქე მ. ისკაკოვას არ აქვს დირექტორად მუშაობის გამოცდილება, არც შესაბამისი მტკიცებულება გააჩნია. ამდენად, ბრძანება 868 სიყალბის შემცველია, მოქალაქე მარინა ისკაკოვას პირადი განცხადება სანდოობაში ეჭვს აბდებს და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ბრძანება 868-ის
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
საფუძვლად. ბრძანება #868-ის საფუძვლები სამართლებრივი საფუძვლები ზოგადი განათლების შესახებ საქ. კანონის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევითაა გამოყენებული და თვით ეს მუხლი გაწერილია კანონის დარღვევით და არ შეესაბამება საარჩვნო კოდექსს... ამდენად არაკონსტიტუციურია.
ხმების რაოდენობიდან 0,5,4 ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება დანაშაულია. სკოლის სამურვეო საბჭომ დირექტორად არჩევისათვის 5 ხმა არასაკმარისად მიიჩნია და სრულიად კანონიერად დირექტორი ვერ არიჩია და შეადგინა საარჩევნო ოქმი #13 და დადგენილება 13. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან და ისინი წარმოადგენენ განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველს დირექტორის დანიშვნის შესახებ. მაგრამ 2014 წლის 12.09-ს ბრძანებაში #868 საფუძვლად არ არის მითითებული საარჩევნო ოქმი #13, დადგენილება #13 რადგან არ გამოდგებოდა დისკრეციული უფლებამოსილებით არ არჩეული და დირექტორობის უფლების არ მქონე მოქალაქის დირექტორად განწესებისათვის.
ბრძანება #868 დაშვებულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანოინსა 41-ე მე-2 ნაწილის და 42-ე მუხლის 6 ნაწილის ბოროტად გამოყენებით მათი დარღვევით, სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად ,,სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორის არ არჩევის ვერ არჩევის შემთხვევაში განათლების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს სკოლის დირექტორი დისკრეციული უფლების ფარგლებში. თქვენი ყურადღება მსურს მივაპყრო ერთ მნიშვნელოვან ფაქტს და სასამართლოს ვთხოვ მასში გარკვევას: ბრძანება 868-ის საფუძვლად მითითებულია: ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცეტრის უფროსის ბადრი ვაშაკიძის 2014 წლის 11.09–ს #656125 მიმართვა, თანდართული მარინა ისკაკოვას განცხადება, რომელსაც აქვს დასმული თარიღი 11.09-2015 წელი (დანართი 5, ფ.13) ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, #656125 მიმართვაში შეფუთული აღნიშნული განცხადება მიმართულია საქართველოს განათლების მინისტრის ქ–ნ თამარ სანიკიძისადმი და სტოვებს ბუნდოვანების შთაბეჭდილებას ,,თანახმა ვარ ზოგადი განათლების შესახებ კანონის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე თქვენი დისკრეტიული უფლებამოსილების ფარგლებში დამნიშნოთ სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორად 6 წლის ვადით" ქ–ნ თამარს ალბათ არც გაუგია, რადგან განცხადებას არ ადევს რეზოლუცია, არც ნომერი აქვს, არც ბეჭედი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავის გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს (ზოგადი ადმ. კოდექი, 2012წ. 5.06. გვ.15, თბილისი). ბრძანების 868-ის დაშვების დროს ადმინისტრაციული წარმოებისას არ მოხდა დოკუმენტების სანდოობის შემოწმება ,,პირადი განცადების სიტყვები ,,თანახმა ვარ" მიუთითებს, რომ განათლების სამინისტრო ეხვეწება დირექტორის თანამდებობის დაკავებას არ არჩეულ დირექტორს, თუმცა არ წარმოადგინა დოკუმენტი, რას სთავაზობს. მოქალაქე მარინა ისკაკოვა რა თქმა უნდა თანახმაა შეთავაზებაზე, მაგრამ არ მიუთითებს, რომ არც არჩეული დირექტორია, არც დანიშნული და ამის შესახებ დუმს. განათლების სამინისტროს მიერ 2023 წლის 12 ოქტომბერს გადმოცემული შესაგებელიც განათლების სამინისტრომ და მოქალაქე მარინა ისკაკოვამ ერთად შექმნეს სიყალბის შემცველი 2014 წლის 12.09-ს ბრძანება 868, რითაც განათლების სამინისტრომ მიათვისებინა ხელისუფლება, საქ. კოსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ,,არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ,,ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია" – საქ. კონსტიტუცია, 2018წ. გვ.6.
12 ოქტომბერს გადმოცემული დოკუმენტებით დასტუდება მოქალაქე მარინა ისკაკოვა არ არის არჩეული
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
დირექტორი, არც დირექტორად მუშაობის გამოცდილება გააჩნია, აქვს მასწავლებლად მუშაობის 16 წლის სტაჟი (დანართი 5) ხოლო 2014 წელს მინიჭებული დირექტორობის უფლების მოპოვების სერთიფიკაცტი (დ–9) დირექტორად დანიშვნას გამორიცხავს, ვინაიდან იგი წარედგინება სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს. რაც შეეხება შესაგებელში წარმოდგენილ 2020 წლის 11.09–ს ბრძანებას" (დანართი 5, ფ.11) მიუთითებს იმაზე, რომ განათლების სამისტრომ დაარღვია კონსტიტუციის ზემოთ აღნიშნული მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი და გაუხანგრძლივა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნით ვადა, ხოლო 2023 წლის სექტემბრის შემდეგ დირექტორები დანიშნა ერთ პიროვნულად ყოვეგვარი კონკურსის და არჩევნების გარეშე, მათ შორის ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის 2014 წლის 12.09–ს ბრძანება #868–ით დანიშვნა უსაფუძვლოა, მის საფუძვლად მომართვის #656125 და თანდართული მარინა ისკაკოვას პირადი განცხადების მიჩნევა არასანდოა და ყალბი შინაარსის შემცველი (დანართ 5, ფ15). მეორედ დირექტორად არჩევა–დანიშვნა კანონით დაუშვებელია.
მაგრამ უფრო გასაკვირია, რომ სანამ 12.10-ს შესაგებელს გადმომცემდა, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულია 2020 წლის 26 თებერვლის #მეს 42000245011 (დანართი 7, ინფორმაცია) ჩამბარდა ბრძანება 868, რომელშიც ბრძანების საფუძვლად მითითებულია ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ვაშაკიძის 2014 წლის 11.09-ს #მეს 91400656125 მომართვა #656125 თანდართული მარინა ისკაკვას განცხადება. მაგრამ ბადრი ვაშაკიძის კორესპოდენციაში (იხილეთ საფუძვლები არ აღმოჩნდა (დანართი 7). პირადი განცხადება #656120 მითითებულია სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2014 წლის 11 სექტემბერს შედგენილი საარჩევნო ოქმი #13 და დადგენილება #13, რომლებითაც დირექტორი ვერ იქნა არჩეული, თუმცა იმდენად მკრთალად არის გადაღებული, რომ არ იკითხება.
ისმის კითხვა: რატომ აღმოჩნდა განათლების სამინისტროში 2014 წ. 12.09–ს შედგენილი ბრძანება #868 ორი საფუძვლით, თანაც ორივე საფუძვლით სკოლის დირექტორის განწესება გამორიცხულია, რადგან არ იძლევიან დირექტორად დანიშვნის შესაძლებლობას. შეკითხვა პასუხს მოითხოვს 2014 წლის სექტემბერში არ არსებობდა სკოლის დირექტორის დანიშვნის აუცილებელი საჭიროება, რადგან სკოლას მართავდა ყოფილი დირექტორი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობდა, უფრო გონივრული იქნებოდა მეორე ტურის გამართვა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლი ძალაშია და მოქმედებს. მეორე ტურში გამარჯვებულს ვერ გამოვლენის და დირექტორის არ/ვერ არჩევის შემთხვევაში შეეძლო გამოეყენებინა დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ არა პირველი ტურის შემდეგ ფაქტი ფაქტად რჩება: განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტმა არ/ვერ განახორციელა სათანადო მონიტორინგი დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე, რაც განათლების მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს #99-ნ ბრძანებით (დანართი 16) ევალებოდა, რისი დასტურიცაა ბრძანება #868–ის შედგენა ორი უსაფუძვლო საფუძვლით. იქნებ შეგნებულად დახუჭა თვალი".
ისიც ფაქტია, რომ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში არავითარი დოკუმენტი არ არსებობს სკოლის დირექტორად მოქალაქე მარინა ისკაკოვას დანიშვნის თაობაზე. გარდა ბრძანება #868–ისა, არც შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმების ადგილზე, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში, არც ბრძანებაა დაშვებული დირექტორად დანიშვნის თაობაზე (დანართი 13).
ლოგიკური მსჯელობით მივალთ დასკვნამდე , რომ სიყალბის კეთების პროცესში განათლების სამინისტროსა და მოქალაქე მარინა ისკაკოვას შორის მოხდა ფარული გარიგება, განათლების სამინისტრომ თვალი დახუჭა და დაისმება კითხვა: რატომ დაინიშნა განათლების სამინისტროს მიერ სამეურვეო საბჭოს მიერ არაჩეული და დირეტორობის მუშაობის გამოცდილების არმქონე მოქალაქე დირექტორად ერთი და იმავე #868 ბრძანების ორგზის დაშვებით და ორივე შემთხვევაში სიყალბის შემცველი დოკუმენტების გამოყენებით? სიყალბის კეთების ორგანიზატორია განათლების სამინისტროა და თანამონაწილე მოქალაქე მარინა ისკაკოვა. ორივე მხრიდან სიყალბის კეთებას შედეგად მოჰყვა
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
ბრძანება #868, რომლის სიყალბეს ძალა არ დაუკარგავს და ამოწურული არ არის მისი გასაჩივრების ვადა 15 წელი. სკოლის დირექტორად დანიშვნა საქ. კონსტიტუციის 25-ე მუხლის დარღვევით მოხდა.
ჩემგან არ გესწავლებათ საქართველოს კანონმდებლობით სიყალბის კეთება აკრძალულია, სსსკ 341-ე მუხლით მკაცრად დასჯადია, რადგან განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სსსკ 71-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა სსსკ 332-3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 15 წელია, ამდენად სსსკ 341, მუხლით ხანდაზმული არ არის და არც ვადა 15 წელია გასული სიყალბისა, რომელსაც შეიცავს ბრძანება 868.
ფაქტია, რომ არ არჩეული და დირექტორობის მუშაობის გამოცდილების არ მქონე მოქალაქე დაინიშნა დირექტორად. მისი დირექტორად არ არჩევის ფაქტი მოპასუხემ აღიარა 12 ოქტომბერს გადმოცემული შესაგებელის 1-ლი და მე-2 ფაქტობრივი გარემოებით, ხოლო დირექტორად ადრე მუშაობის შესახებ დოკუმენტი, ვერ წარმოადგინა. ამდენად ბრძანება 868 უსაფუძვლოა და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით არის გამოცემული.
მოპასუხე სადავოდ ხდის მე-2 სასარჩელო მოთხოვნას იმის გამო, რომ მასში მითითებულია სსსკ 341-ე მუხლი, რომელიც არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სასამართლოს განსჯადობას და ამ აზრს იზიარებს სასამართლოც განჩინებაში და განმარტავს, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სიყალბის დადგენასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვები. სარჩელის სამართალწარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა იმავე დროს დარწმუნებული უნდა იყოს ამა თუ იმ შეზღუდვის გამოყენებით. არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის არსის ხელყოფა (დანართი 1).
ჩემი მთავარი მოთხოვნის სიყალბის დადგენასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად ,,ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობის განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე (დანართი 1). ამით პალატა მიანიშნებს და აღიარებს, მაქვს უფლება სიყალბის დასადგენად მივმართო სასამართლოს მაგრამ სიტყვებით ,,განჩინება არ გასაჩივრდება მართმევს და სრულიად არაკანონიერად ხელყოფს სასამართლოსათვის მიმართვის ჩემს უფლებებს.
განჩინებაში აღნიშნუალი, რომ მოთხოვნა სიყალბის დადგენის თაობაზე არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით განსახილველ საკითხებს:
,,პალატა აღიარებს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სიყალბის დადგენის თაობაზე არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსახილველ საკითხს. შესაბამისად სასამართლომ სონა ლომთაძის სარჩელზე, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კანონიერად შეწყვიტა საქმის წარმოება (დანართი 1).
აქვე აღვნიშნავ: სიყალბის დადგენასთან დაკავშირებით ქუთაისის სასამართლომ სარჩელი არ მიიღო და მოითხოვა ფორმის შევსება სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ნიმუშიც არ არის შედგენილი და არარსებობის გამო, ცხადია ერ შეივსებოდა. ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია უარს ამბობს იმ მოტივით რომ არ განეკუთვნება მის განსჯადობას და სხვა კატეგორიის სასამართოს განსასჯელია. მოქალაქის ინტერესები დაუცველია, სწორედ ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებების დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის 1 პუნქტით ,,სასამართლო ვალდებულია: თუ განცახადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
უფლებამოსილებას არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები. უფლებამოსილ ორგანოს – ზოგადი ადმ. კოდექსი გვ.35, 2012 წ. თბილისი.
ჩემი მოთხოვნა იყო აუცილებლად გადაეცათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატისათვის, რადგან განსჯადობის მიხედვით საქმე თბილისის სასამართლოების განსჯადი, ვინაიდან არ არსებობს არავითარი სხვა დოკუმენტი, გარდა ბრძანება #868–ისა რომლის შედგენის ადგილია ქ. თბილისი, 12.09.
სსსკ 22-ე მუხლით ,,სასამართლომ განსჯადობის წესის დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა კატეგორიის სასამართლოს განსჯადი გახდეს.
გამორიცხულია საქმის წარმოებში შეწყვეტა, რადგან არ არსებობს შეწყვიტოს არავითარი საფუძველი: ბრძანება #868 თავისი საფუძვლის სიყალბის გამო დანაშაულბრივი ქმედება და მართლსაწინააღდეგოა, არსებობს დავის საგანი, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
მოსარეჩელე უარს არ ამბობს სარჩელზე და ჯერჯერობით ცოცხალია. 2020 წლის აპრილიდან საქმე აღძრულია თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში, რომელთაგან მივიღე უარი, რადგან თბილისის სასამართლომ (დანართები 8,9) განსჯადობის მიხედვით მიმითითა ქუთაისის სასამართლოზე, სადაც ვერ წარვადგინე მტკიცებულება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ადგილზე ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში შედგენის შესახებ (დანართი 13) იგი საერთოდ არ არსებობს თუმცა აუცილებელია... მას ვერ ჩაანაცვლებს ზოგადი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლით გაწერილი ჩამონათვალი დირექტორის ფუნქციების შესახებ.
საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სსსკ 273-ე მუხლით სასამართლო ვალდებულია, მიუთითოთ თუ რომელ ორგანოს მიმართოს განმცხადებელმა, რაც 12 აპრილის განჩინებაში არ არის (დანართი 1).
არ მოხდება საქმის წარმოებაში შეწყვეტა იმ მოტივით, რომ თითქოს მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით მიყენებულ ზიანს, რომ აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს, რაც არასწორია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აქტით შელახულია სკოლის ავტონომია და დირექტორობის მსურველი კანდიდატების უფლებები მოქალაქე მარინა ისკაკოვასათვის უპირატესობის მინიჭებით.
განათლების სამინისტრომ კანონის აშკარად დარღვევით დანიშნულ დირექტორს სკოლის ბეჭდის ფლობის უფლება მისცა, რომეიც სკოლის დირექტორმა ჩემსა და სხვა პედაგოგებზე ყალბი დოკუმენტების შესადგენად გამოიყენა მათგან ზოგი გარდაიცვალა ზოგიც ახლა იცავს უფლებებს. მე საბედნიეროდ გადავრჩი, თუმცა ბრძანება 868-ით დირექტორად მოქალაქე მარინა ისკაკოვას დანიშვნას შედეგად მოჰყვა ჩემთვის მეტად მძიმე შედეგები. დანიშვნიდან მალევე დაიწყო ჩემი დამცირება–შევიწროება. გავხდი დისკრიმინაციის, დისკრედიტაციის და სეგრეგაციის მსხვერპლი, რომლის შესახებ საქმეში არსებობს ბევრი წერილობითი მტკიცებულებები.
მათგან გამოვყოფ ზოგიერთ ფაქტს: 2015 წლის 07 სექტემბერს სკოლის დირექტორმა დაუშვა ბრძანება 67 უკანონო სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე, რომლის უსაფუძვლობა დადასტურდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, აღდგენილი ვიქენი უწინდელ ან ტოლფას თანამდებობაზე, სკოლას დაეკისრა იძულებითიი განაცდურის ანაზღაურება.
2015 წლის 08 სექტემბერს სიმართლის გაურკვევლად გამომაძევა პედსაბჭოდან საპატრულო პოლიციის მეშვეობით, იყენებდა ოჯახის წევრებს ჩემი ღირსების შესალახად.
სკოლის დირექტორმა არ შეასრულა 2016 წლის 15 იანვრის #2/1807-15 გადაწყვეტილება 2016 წლის 24.02-ს დაშვებული ბრძანებით #18 უწინდელი თანამდებობა 12 საათის ნაცვლად 4კვ საათის მოცემით და ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე აღდგენილად ჩამთვალა, თუმცა 4 საათი ფუნქციური
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
დატვირთვით, უფლება–მოვალეობათა იდენტურობით და გასამრჯელოს ოდენობით არ არის 12 საათის ტოლფასი, 4 საათზე აღდგენა არ შეიძლება ჩაითვალოს უწინდელ სამუშაოზე აღდგენად და იმავე სამუშაოს შესრულებად, რასაც განთავისუფებამდე ვაკეთებდი დირექტორისაგან არასოდეს მიმიღია 12 საათზე შესასრულებელი სამუშაო შესაბამისი მიუღებელი შემოსავალი მივიღე დანაკლისით, რადგან ანგარიშსწორება დირექტორმა არ მოადინა სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ პედაგოგთა ხელფასებში მომხდარი ცვლილებებით გადიდებული ტარიფებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე 2023 წლის 7 დეკემბერს დადგინდა, რომ თავდაპირველი მიუღებელი შემოსავალი 378,07 ლარია, რომელიც დღესაც არ მაქვს მიღებული. საერთოდ მიუღებელი შემოსავალი უფრო დიდი თანხაა...
2016 წლის 24 თებერვალს აღდგენისას მოცემული 4 საათი 1 საათით შემიმცირა და 2016 წლის 15.09-დან ფაქტიურად ჩასატარებლად მომცა 3 საათი. და მომდევნო წლებში 2021 წლის 28 მაისამდე 2 საათი, რითაც 2016 წლის 15.01–ის გადაწყვეტილება შეუსრულებელი დარჩა.
2016 წლის 15.09-დან დროებით მომუშავე პედაგოგი ნანა კუჭუხიძე დანიშნა მუდმივ, მასწავლებლად და ჩემთვის 3 საათზე მეტი აღარ დარჩა, რითაც ხელი შეუშალა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. დირექტორს ჯერ პირველი გადაწყვეტილება არ ჰქონდა შესრულებული და მოსწავლეებისა და მათი მშობლების გამოყენებით სიყალბეების სწავლებით და ცრუბლადებებით მეორედ გამათავისუფლება სამუშაოდან 2021 წლის 5 ივლისის ბრძანება 74-ით, რის გამოც ვერ ვისარგებლე საგანსა (10 კრედიტ ქულა) და პროფესიულ უნარებში (7 კრედიტქულა) წარმატებით ჩაბარებული გამოცდების შედეგებით. ვერ მივიღე 2019 წელს პენსიონერ მასწავლებლისათვის განკუთვნილი ჯილდო, რადგან დირექტორმა არ მომცა 12 საათი და არ აღასრულა გადაწყვეტილება, 2 საათზე ჯილდოს მიღებაზე უარი, განვაცხადე, რადგან სახელმწიფო მოწყალებას კი არ მაძლევდა, არამედ პედაგოგის ღვაწლს აფასებდა. გაძევებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი. აი, შედეგი დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებით დაშვებული 2014 წლის 12.09–ს #868 ბრძანებისა, რომლითაც ბეჭდის მფლობელობის უფლება მიენიჭა სკოლის დირექტორს და რომელმაც იგი, ბოროტად გამოიყენა. თანაც მთლიანად დირექტორის ხელშია მატერიალური ადამიანური რესურსები, რომელსაც იგი პირადი მიზნების განხორციელებისათვის იყენებს. პედაგოგი დაუცველია განათლების სამინისტროს მიერ რომელიც მთლიანად ორიენტირებულია დირექტორის დაცვაზე.
სიმართლის დადგენის მიზნით მივმართე სხვადასხვა ინსტაციას მათ შორის ქუთაისის რაიონულ და საქართველოს მთავარ პროკურადტურას 2016 წლის 28 ნოემბრიდან, რომელთა ძიებაშია დღესაც ჩემი საჩივრები, თუმცა საქმის მოკვლევას გონივრულ ვადად ნამდვილად არ სჭირდება 6 წელი, მით უმეტეს 8 წელი. შეტყობინებები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნითაა შედგენილი და არაფრის მთქმელია, ყველამ შემატოვა უსამართლო ბეჭდიან დირექტორს, რომელმაც უკანონო გზით ჩაიგდო სკოლის ბეჭედი ხელში და საზღვარი არ აქვს მის ბრალეულ ქმედებებს. (დანართი 10 ფურცლით 18).
განათლების სამინისტრომ დანერგა არჩევნების გარეშე სკოლის დირექტორების დანიშვნის პრაქტიკა, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, მაგრამ გამკითხავი არავინაა. სააპელაციო სასამართლომ არ დაინახა ჩემთვის მოყენებული მატერიალური, მორალური ზიანი და ფსიქიკური ტკივილი, რაც შედეგად მოჰყვა დირექტორის ბრალეულ ქმედებებს. შეუძლებელია იმ მორალური ზიანის გათვლა თანხებში, იმ ლაფის ჩამორეცხვა, რაც სკოლის დირექტორმა გადამასხა თავს...
აღშფოთებული ვარ განჩინებაში გაკეთებული პალატის მიერ ჩემი გამატყუნებელი ჩანაწერით. ,,კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ არის გამხდარი 2014 წლის 12 სექტემბერს გამოცემული ბრძანება #868. მოსარჩელემ აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 4 აგვისტოს... აქვე აღნიშნულია, რომ ბრძანების კანონიერების შესწავლაზე 2019 წლის 30 აპრილს სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ უთხრა უარი (ს.ფ.37-39) დანართი 1.
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
სამწუხაროდ მოსამართლემ არ ჩაიხედა ღრმად საქმეში ამიტომ ვერ გაიგო 2019 წლის 30 აპრილის სამეურვეო საბჭოს ოქმი #6 რომელიც ეხებოდა არა, ბრძანება 868-ის ბათილად ცნობას, არამედ მოითხოვდა სკოლის დირექტორისათვის დაევალებინათ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15.01-ის გადაწყვეტილება #2/1807-15–ის და მის საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებლო ფურცელის შესრულება და ასევე მოეცა იძულებითი განაცდური. თავის მართლების მიზნით დირექტორმა და სამეურვეო საბჭომ გამოიყენა და წინ წარმოსწია ფაქტი: ,,მე არ ვარ სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, ამიტომ როგორც დირექტორს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ვალდებულება მაქვს განათლების სამინისტროსთან. ამ ინსტანციაზე ეს საკითხი უკვე განხილულია. გაგიმარტავთ, რომ სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა არ წარმოადგენს ს. ლომთაძის საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს... კათედრის წევრების გადაწყვეტილება ს. ლომთაძისათვის ორი კვირეული საათით დატვირთვის შესახებ სრულიად სამართლიანად მიიჩნიეს, რადგან მარინა ისკაკოვა არ არის არჩეული სამეურვეო საბჭოს მიერ თუმცა ამ დოკუმენტში მინისტრის ბრძანება არ არის აღნიშნული მაგრამ დასტურდება, რომ მოქალაქე მარინა ისკაკოვა არ არის არჩეული დირექტორი (დანართი 11). მოსამართლემ ჩემი უფლებების დარღვევა ვერ დაინახა მასში, არ მოახდინა სწორი რეგირება.
არ ვეთანხმები გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტით: განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა, არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში აღვნიშნე, რომ მივმართე სხვადასხვა ინსტნციას, მათ შორის პროკურატურის ორგანოებს (დანართი 10, ფურცელი 18, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო სასამართლოს, ემსჯელა ხანდაზმულობის ვადის მოხსნაზე, რასაც მოვითხოვდი, თუმცა განჩინების მე-2 ფურცელზე განმარტავს: რაც შეეხება სიყალბის დასადგენად სათანადო ორგანოებზე მიმართავს, წლებია პროკურატურაში აქვს შეტანილი საჩივარი, თუმცა დღემდე არ არის გამოძიებული და ამიტომ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსატვის (განჩინება დანართი 1) სასამართლომ არ იმსჯელა და არ მოხსნა ხანდაზმულობა. ბრძანებით #868 არ არის მითითებული გასაჩივრების ვადა 1 თვე კანონით მაქვს უფლება გამესაჩივრებინა ერთი წლის ვადაში, რაც გამოყენებული მაქვს და წარმოგიდგენთ მტკიცებულობები, რომლებითაც 2020 წლის ბრძანება #868 გასაჩივრდა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილის განჩინება (დანართი 8). 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 03.07 განჩინება (დანართი 9). მათი განმარტებით სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
საქართველოს სსკოდექსის მე-16 მე-2 ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. განჩინება შეიცავს მითითებას რომ მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უნდა მიმართოს განსჯად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო საქმე წარმოებაში რადგან ვერ წარვადგინე ხელშეკრულების შექმნის ადგილზე ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში შედგენილი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც განათლების სამინისტრომ 2023 წლის 12 ოქტომბერსაც ვერ გადმომცა მისი არარსებობსი გამო. განჩინებებში არ არის ჩაწერილი, რომ უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო და უფლება მქონდა გამეახლებინა სარჩელი, ამიტომ მივმართე ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს 4.08-ს 2023წ.
გასაგებია, სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადებთან. უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადებზე, მაგრამ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადამ არ უნდა ჩაყლაპოს აქტის შინაარსობრივი მხარე, რომელიც მოიცავს სიყალბეს და სიყალბის გასაჩივრების ვადა აღემატება
1.კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება (გაგრძელება)
აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადას, რაც სასამართლომ ვერ უარყო და აღიარა, რომ სიყალბის დადგენა სხვა კატეგორიის სასამართლოს განსჯადია, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ არ მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს რომლის განსჯადაცაა და რომელსაც უნდა მიმართოს განმცხადებელმა.
თქვენო ღირსებავ, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებეისა და მათი შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე: გთხოვთ მიიღოთ საქმე წარმოებაში.
– გთხოვთ იმსჯელოთ და თქვენი გადაწყვეტილებით მოხსნათ ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სსსკ 71-ე მუხლით ხანდაზმულობას არ ექვემდებარება სსსკ 332-342 მუხლები, კერძოდ სსსკ 341-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის – ხანდაზმულობის ვადად განსაზღვრულია 15 წელი, რაც ჯერ არ არის ამოწურული.
– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განჩინება, როგორც არაკანონირი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის, 12 ოქტომბრის განჩინება.
– ბათილად იქნას ცნობილია განათლების მინისტრის 2014 წლის 12.09-ს #868 ბრძანება ამ მიზნით შემოწმდეს ამ ბრძანების საფუძვლიანობა, დადგინდეს წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და სიყალბე არარჩეული და დირექტორობის უფლების არ მქონე მოქალაქე მარინა ისკაკოვას სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორად განწესების თობაზე.
– სიყალბის დადგენის შემთხვევაში პასუხიმსგებლობა დაეკისროს გამყალბებელს სსსკ 341-ე მუხლით არც ძალზე მსუბუქი და არც ძალზე უკიდურესი სახდელის ზომის გამოყენებით.
– კანონით მიიჩნევა, რომ სიყალბის კეთება, რასაც 2014 წლის 12.09 ბრძანება 868 შეიცავს სხვა სასამართლოს ან სხვა კოლეგიის განსჯადია და ეს ასეა, სასამართლო ვალდებულია საკუთარი ინციატივით გადასცეს სხვა კატეგორიის სასამართლოს და მის შესახებ მიუთითოს განჩინებაში, თუ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს განმცხადებელმა.
– გაირკვეს, რატომ არის შედგენილი ერთი და იგივე ბრძანება #868 ორი განსხვაებული და არასანდო საფუძვლებით. ამ ყალბ საფუძვლებს საერთო აქვთ მხოლოდ ბადრი ვაშაკიძის მიმართვა #656125, მაგრამ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ვაშაკიძის 2016 წლის 1 აგვისტოს მეს 11600926837 კორესპოდენციით (დანართი 15) ირკვევა, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 11.09-ს საარჩევნო ოქმი #13 და დადგენილება #13 არ გაგზავნილა მიმართვით #656125. განათლების სამინისტროში, საკითხავია, ვინ მოაბა საარჩევნო ოქმი #13 და დადგენილება #13 დაშტრიხული სახით ბადრი ვაშაკიძის #656125 მიმართვას, რომელთა ნახვისას შეიძლება არ გაგიჩნდეს სურვილი მათი წაკითხვისა და ჩათვალო საფუძვლიანად. ამაზეა დაფუძნებული გამყალბებლის პოზიცია და ასე შედგა ორი ყალბი საფუძველი ბრძანება #868-სა დანართები 5 და 7 შეადარეთ და დაადგინეთ ჭეშმარიტება. ბრძანება 868–ის საფუძვლის სიყალბე.
აღვნიშნავ, რომ არ მაქვს საკმაო იურიდიული ცოდნა, არც ადვოკატის აყვნის სახსრები გამაჩნია, საერთოდ საქართველოში ჩემთვის არავის ეცალა და არვის სცალია. ასე მივაღწიე 90 წელს.
თქვენ, ცხრა ბრძენ მოსამართლეს განდობთ ჩემი ბედის გადწყვეტას, რომელთაც უტყუარად ხელგეწიფებათ სიმართლის გარკვევა და ჭეშმარიტების დადგენა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა