• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს ახალგაზრდა იურისატთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 5.11.2002
      • N2/2/180-183
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის წინაარმდეგ
      • 23.04.2002
      • N2/2/180
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის №2/4/183 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოსარჩელეები ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი, და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოსარჩელეები ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი, და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №2/4/183
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 27 მაისი 2002

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ოთარ ბენიძე- კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი- წევრი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი- წევრი;

4. ზაურ ჯინჯოლავა- წევრი.

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება მოსარჩელეები ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი, და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ” შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის , მე-7, მე-8 , მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი, ლელა გურაშვილი და მათი წარმომადგენლები კახა კახაბერი, ლია მუხაშავრია, შოთა გრიგალაშვილი და შორენა ნაზღაიძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 10 მაისს კონსტიტუციური სარჩელით, (რეგისტრაციის ნომერი №183) მომართა მოსარჩელეებმა ზაალ ტყეშელაშვილმა, ნინო ტყეშელაშვილმა, მაია შარიქაძემ, ნინო ბასიშვილმა, ვერა ბასიშვილმა და ლელა გურაშვილმა.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ვ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მეორე პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია,რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებთან მიმართებითაც ისინი მოითხოვდნენ სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენას. ანალოგიური მუხლები არის წარმოდგენილი 180-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის დავის საგანშიც.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტის შესწავლისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეების განმარტებათა საფუძველზე, სასამართლომ გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის მიღებისა და მისი ერთ საქმედ, გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ სარჩელში და 180-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საქმე გვაქვს თვისობრივად ერთგვაროვან დავის საგანთან.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით,21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 22 მუხლით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-18 მუხლით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელეების ზაალ ტყეშელაშვილის, ნინო ტყეშელაშვილის, მაია შარიქაძის, ნინო ბასიშვილის, ვერა ბასიშვილის და ლელა გურაშვილის კონსტიტუციური სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.

2. გაერთიანდეს ერთ საქმედ 180-ე და 183-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები, მათი ერთობლივად განხილვის მიზნით.

3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა სავარაუდოდ დაინიშნოს 2002 წლის 9 სექტემბერს.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

1. ოთარ ბენიძე

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

3. ლამარა ჩორგოლაშვილი

4. ზაურ ჯინჯოლავა

ასლი დედანთან სწორია

საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი

ნიკოლოზ შაშკინი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ