მოქალაქეეები გია წერეთელი და მიხეილ კილასონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/15/160 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 4 ოქტომბერი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნოკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოქალაქეეები გია წერეთელი და მიხეილ კილასონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კანონის „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ“ მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიმტუციის 33- ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2001 წლის 15 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №160) მომართეს მოსარჩელეეებმა გია წერეთელმა და მიხეილ კილასონიამ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახნებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის იეორე პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად შ.პ.ს. „თბილისის მეტროპოლიტენში“ არსებობს ორი ერთმანეთისაგან დამოკიდებული პროფესიული კავშირი. მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი და მეტროპოლიტენის მუშაკთა დამოკიდებული პროფესიული კავშირი, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ მოსარჩელეები.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 2001 წლის 1`1 იანვრის ქ. თბიმლისის მეტროპოლიტენის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის საერთო კრებაზე დამსწრეთა აბსოლიტკრი უმრავლესობით მიღებული იქნა მგადაწყვეტილება მუშაკთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით მეტროპოლიტენში მუშაკთა გაფიცვის დაწყების შესახებ. მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ამ გადაწყვეტილების შესრულება ვერ შეძლეს, რადგან მათ გაფიცვის ჩაიარების შესაძლებლობა არ მისცა საქართველოს კანონმა, „კოლექტიური შრომითი დაცვის მოწესრიგების წესის შესახებ“, კერძოდ კი მე-12 მუხლის პირველმა და მეორე პუნქტებმა რომელთა თანახმად: „გადაწყვეტილებას გაფიცვის გამოცხადების შესახებ იღებს საწარმოს, ორგანიზაციის ან მისი ფილიალის გაერთიანებული პროფესიული კავშირის კრება (კონფერენცია)“.
მუშაკთა პროფესიული კავშირების ორგანიზაციის კრება (კონფერენცია) უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს შესაბამისად მუშაკთა საერთო რაოდენობის, პროფესიული კავშირის ორგანიზაციის წევრების (კონფერენციის დელეგატების) არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიღებულად ითფვლება, თუ მას ხმა მისცა მონაწილეთა უმრათლესობას. ვინაიდან შ.პ.ს. “თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებული 4100 პირი, ხოლო დამოუკიდებე პროფესიულ კავშირში გაწევრიანებულია მეტროპოლიტენის მხოლოდ 123 მუშაკი, სადავო ნორმამ მათ არ მისცა გაფიცვის ჩატარების შესაძლებლობა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია, საქართფველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელი უკმაყოფილოა არსებული შრომის პირობითი უფლება არ შეასრულონ შრომითი მოვალეობანი და ამ გზით აიძულონ დამსაკქმებელი მიიღოს შესაბამისი ზომები შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის. კანონის აღნიშნული ნორმა კი არ აძლევს მათ საშუალებას განახორციელონ მათთვის მ კონსტიტუციის მინიჯებული უფლება.
ყოველივე ზემოაღნი შნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ“ მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 33-მუხლთან შეუსაბამო .
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების საფუძველზე მიიჩნია, რომ კონსტიტუციუჯრი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის თანახმად: „გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით“... ანუ საქართველოს კონსტიტუციამ აღიარა რა გაფიცვის უფლება, ამ უფლების რეალიზაციის კონკრეტული წესისა და პირობების განსაზღვრა მიანდო სპეციალურ კანონს. საქართველოს 1998 წლის 19 ნოემბრის კანონის „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ“ მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები აკონკრეტებენ და განსაზღვრავენ გაფიცვის გამოცხადების შესახზებ იღებს საწარმოს, ორგანიზაციის ან მისი ფილიალის გაერთიანებული პროფესიული კავშირის კრება (კონფერენცია)
მუშაკთა პროფესიული კავშირების ორგანიზაციის კრება (კონფერენცია) უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს შესაბამისად მუშაკთა საერთო რაოდენობის, პროფესიული ორგანიზაციის წევრების (კონფერენციის დელეგატების) არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა მონაწილეთა უმრავლესობამ“
აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას გაფიცვის გამოცხადების შესახებ იღებს საწარმოს, ორგანიზაციის ან მისი ფილიალის გაერთიანებული პროფესიული კავშირებისჩ კრება (კონფერენცია) და არა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელი ციმოცემულ შემთხვევაში მცირერიცხოვნების გამო არ შეიძლება გამოხატავდეს უმრავლესობის ნებას, რაც მოიაზრება კონსტიტუციით აღიარებულ გაფიცვის უფლებაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილ მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ „გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ნეგატიურ უფლებას, რომლის განხორციელებისათვის საკმარისია თითოეული პიროვნების ან პიროვნებათა (მუშაკთა) ჯგუფის თავისუფალი ნების გამოხატვა და არ უნდა საჭიროების სხვათა თანხმობას“, რადგან გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის კონსტიტუციის 33-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს კანონმა „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ“ კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინა განსხვავებული წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას და აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველია.
ვიხელმძღვანელე რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქეების გია წერეთლის და მიხეილ კილასონიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონის „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ“ მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლთა მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივნის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ჯინჯოლავა