საქართველოს მოქალაქე ნანა გოგოჭური საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/178 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 26 აპრილი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებeლი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნანა გოგოჭური საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1)’’საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის N258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენლები - მარინა ჩოხელი, ცირა ჯავახიშვილი და მაკა ძამუკაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 8 აპრილს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ნანა გოგოჭურის 178-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე სასამართლოს ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2002 წლის 17 აპრილს.
მოქალაქე ნანა გოგოჭურმა კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2002 წლის 4 აპრილს. კონტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ნანა გოგოჭურის კონსტიტუციური სარჩელი (1) „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის N258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
II. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
III. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
IV.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)