საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N827 |
ავტორ(ებ)ი | მალხაზ ლაბაძე |
თარიღი | 14 სექტემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2011 წლის 24 ივნისს თბილისის საკრებულოს მოერ მიღებული იქნა # 7-38 გადაწყვეტილება "დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ", რომელიც ძალაში შევიდა ამავე წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული აქტით დადგენილი იქნა ნარჩენების გატანის მომსახურეობის ტარიფი, რომელიც მუბმული იქნა მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობასთან. აღნიშნული ნორმატიული აქტი არსებითად წარმოადგენდა აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო აქტს, ამასთან ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ მომქმედი კანონმდებლობას, არამედ საქართველოს კონსტიტუციას, რაც გამოიხატება შემდეგში: 1. ფაქტობრივი გარემოებები:
მე შევიძინე და ბინაში დავამონტაჟე ე.წ. _დისპოუზერი”, ანუ ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ნარჩენების გადამუშავება, მისი დაფქვა და საკანალიზაციო ქსელის მეშვეობით გატანა. ამრიგად შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი” მომახურეობას მიწევს არა მხოლოდ წყლის მოწოდებისა და საკანალიზაციო ნარჩენების გატანაში, არამედ მთლიანად საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაშიც, რისთვისაც მე ვუხდი მას შესაბამის კომუნალურ გადასახადს დადგენილი წესით და ოდენიბით, ანუ მე ფაქტიურად შერჩეული მქონდა მომსახურე ოპერატორი, რომელთანაც დადებული მქონდა შესაბამისი გარიგება ნარჩენების გატანის ნაწილშიც. მიუხედავად აღნიშნულისა სადავო აქტით იმპერატიულად დამედგინა მოსაკრებლის გადახდა თბილისის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოპერატორისათვის, რითაც დაარღვია “საქართველოს დედაქალაქის, - თბილისის შესახებ” კანონის 44-ე მუხლი, რომლის მიხედვით მა მაქვს უფლება თვითონ შევარჩიო მომსახურე ოპერატორი. ამრიგად ფაქტიურად მე მიწევდა ორმაგი ტარიფის გადახდა, - ერთის მხრივ ჩემს მიერ შერჩეული ოპერატორისათვის და მეორედ მერიის მიერ დანიშნული ოპერატორისათვის მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მე არავითარ მომსახურეობას არ მიწევდა !!! 2. სამართლებრივი შეფასება:
შესაბამისად ნარჩენების გატანის მომსახურეობა და მომსახურეობის გადახდის საკითხი წარმოადგენს გარიგების საგანს. “საქართველოს დედაქალაქის- თბილისის შესახებ” კანონის შესაბამისად მოქალაქეს გააჩნია უფლება თავისი ნებით შეარჩიოს მომსახურე ოპერატორი და დადოს მასთან მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება. მიუხედავად აღნიშნულისა თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა მაქვს თუ არა სხვა ოპერატორთან დადებული გარიგება და შესაბამისი ანაზღაურებით მიწევს თუ არა იგი მომსახურეობას, იმპერატიულად არის დადგენილი - მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის გამო დამატებით მოსაკრებლის გადახდა თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ოპერატორისათვის. ამით კი ფაქტიურად იზრდება ჩემი ოჯახის ხარჯები კომუნალური გადასახადების ნაწილში !!! არსებითად კი ეს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლებაში ჩარევას. 3. კონსტუტუციურო სარჩელის დასაბუთება.
ბ). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.04.2013 წლის განჩინებით საქმეზე # ბს-423-418(კ-12) საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების ძალაში დატოვების ერთ-ერთ მიზეზად მითითებულია შემდეგი: - დადგენილი იქნა ტარიფის გათვლის ახალი წესები, ანუ სეზონური; - თბილისის მთავრობის 26.12.2012 წლის 35.12.1274 დადგენილებით დადგენილი იქნა აბონენტებისათვის გადასახადის დაფარვა გარკვეული ნაწილით. ამასთან ტარიფის გამოთვლის წესი ისევ დარჩა მიერთებული გახარჯული ელექტროენერგიასთან !!! ასევე სასამართლოს მიერ საფუძვლად დადებული იქნა ის გარემოება, რომ “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონებში შესული 22.03.2013 წლის ცვლილებებით აკრძალული იქნა მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურეობის მოცულობის პროპორციულად.
ქონებრივი საკითხი კი წარმოადგენს საკუთრების უფლებას, რაც დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით დ). “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17-ე მუხლის შესაბამისად კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც 1 ნაწილის “ა” პინქტის შესაბამისად მითითებული უნდა იქნას კანონპროექტის მიღების მიზეზი, მიზანი და ძირითადი არსი; დ). საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 22.03.2013 წლის კანონებით “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ აკრძალული იქნა მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურეობის მოცულობის პროპორციულად, რითაც ფაქტიურად გაუქმებული იქნა თბილისის საკრებულოს სადაო აქტი. ე). კანონპროექტებზე დართული განმარტებითი ბარათების შესაბამისად კანონპროექტების მიღების მიზეზი, მიზანი და ძირითადი არსი გახლავთ სწორედ თბილისის საკრებულის მიერ მიღებული 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილების უკანონობა, რითაც ირღვევოდა მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, ძირითადათ მატერიალური ვ). “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია ნორმატიული აქტისათვის უკუძალის მიცემა. ზ). მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი (პარლამენტი) “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” 22.03.2013 წლის კანონპროექტების განმარტებითი ბარათებით ერთის მხრივ ადგენს რა აღნიშნული კანონპროექტების მიღების საფუძველი და მიზეზი გახლავთ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილების უკანონობა, - რის საფუძველზე პარლამენტს გააჩნდა უფლება აღნიშნული კანონპროექტებისათვის მიეცა უკუძალა და მათი ძალაში შესვლის თარიღად განესაზღვრა თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული # 7-38 გადაწყვეტილების თარიღი, - ანუ 2011 წლის 24 ივნისი, რითაც აღდგენილი იქნებოდა ჩვენი დარღვეული უფლებები და კანონიერი ინტერესები, - კანონპროექტების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 1 ივნისი ! თ). ამით ფაქტიურად დაკანონებული იქნა თბილისის საკრებულოს მიერ მუღებული უკანონო გადაწყვეტილებით ჩვენთვის მიყენებული მატერიალური ზარალი. ი). ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლითაც დაცულია საკუთრების უფლება, რომელიც მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეს ვ). ამრიგად კონსტიტუციური სასრჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არაკონსტიტუციურად ცნობა: - “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 22.03.2013 წლის საქართველოს კანონის “მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან”, ვინაიდან კანონპროექტს უნდა მიეცეს უკუძალა და ამოქმედების თარიღად განისაზღვროს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული # 7-38 გადაწყვეტილების თარიღი, - ანუ 2011 წლის 24 ივნისი - “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 22.03.2013 წლის საქართველოს კანონის “მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან”, ვინაიდან კანონპროექტს უნდა მიეცეს უკუძალა და ამოქმედების თარიღად განისაზღვროს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული # 7-38 გადაწყვეტილების თარიღი, - ანუ 2011 წლის 24 ივნისი 4. იურიდიული ინტერესი
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა