საქართველოს პარლამენტის 48 წევრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/35 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ავთანდილ დემეტრაშვილი, გია მეფარიშვილი, ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 დეკემბერი 1997 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით:
ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე),
ოთარ ბენიძე,
ავთანდილ აბაშიძე,
გია მეფარიშვილი,
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,
ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე),
ნიკოლოზ შაშკინი,
ზაურ ჯინჯოლავა,
სხდომის მდივანი: მაია სვიანაძე
განიხილა საქმე: საქართველოს პარლამენტის 48 წევრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კანონი "განათლების შესახებ"
საქმის განხილვის მოანაწილენი: 1. მოსარჩელე: საქართველოს პარლამენქის 48 წევრი; მოსარჩელეთა წარმომადგენლები - შალვა ნათელაშვილი, ვაჟა ხიდაშელი, მუხრან მდივანი. 2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი; პარლამენტის წარმომადგენელი - საქართველოს პარლამენიტს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მარაქველიძე.
საქმის დაწყების საფუძველია "საქართველოს პარლამენტის წევრების, საპარლამენტო ფრაქციათა კოალიციის" ერთიანი საქართველოს წევრების 1997 წლის 12 თებერვლის სარჩელი (სარეგისტრაციო ნომერი 35).
საქართველოს ორგანული კანონის 21 -ე მუხლის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.1997 წლის 10 დეკემბრის ღია სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის წარმომადგენლებმა, შუამდგომლობით, მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდა და ძირითად სადავო ნორმატიულ აქტებთან ერთად განხილულიყო, აგრეთვე, "სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს განათლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის № 469 ბრძანება და საქართველოს კანონი "განათლების შესახებ". საქართველოს საკონსტიტუციო სასამართდლოს პლენუმის 1997 წლის 10 დეკემბრის № 2/35/2 განჩინებით შეწყდა სამართალწარმოება საქმის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №333 ბრძანებულებას "სახელმწიფო საშუალო სასწავლებლებში სახელმწიფლ დაკვეთის განსაზღვრისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ"და საქართველოს განათლების მინისტრის 1996 წლის 27 მაისის № 214 ბრძანებას "სახელმწიფო საშუალო სკოლებში სახელმწიფო დაკვეთის შემოღებისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის გამო და საქართველოს განათლების მინისტრის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის შემომტანი სუბიექტის არაუფლებამოსილების საუძველზე. ამავე განჩინებით დაკამაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს კანონს "განათლების შესახებ" ეხებოდა.
1997 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეთა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდა და შემდეგი ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა:
1. საქართველოს განათლების მინისტრის 1996 წლის 27 მაისის № 214 ბრძანება "სახელმწიფო საშუალო სკოლებში სახელმწიფო დაკვეთის შემოღებისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ";
2. საქართველოს განათლების მინისტრის 1996 წლის 21 ივნისის № 305 ბრძანება "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისა და კლასის დატვირთვის ნორმატივებისა და Xკლასში სწავლების გადასახადის შესახებ";
3. საქართველოს განათლების მინისრტის № 80 ბრძანება.
4. საქართველოს განათლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის № 469 ბრძანება "სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ".
იხელმძღვანელა რა "საქართველლს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 21-ე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლებით პლენუმმა საქმე განსახილველად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას.
ამრიგად,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლდენუმმა განიხილილა "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის საკითხი. მოისმინა რა მომხსენებელი მოსამართლის, ლამარა ჩორგოლრშვილის მოხსენება, მხარეთა წარმომადგენლების მოთხოვნები და განმარტებანი, მოწვეულ სპეციალისტთა (ბესარიონ ზოიძე, თამაზ კარანაძე, მანანა ნიკოლაიშვილი, ვახტანგ ხმალაძე) დასკვნები,შეისწავლა აგრეთვე, წარმოდგენილი მტკიცებულებანი და სხვა მასალები,
საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 1997 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონი (ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე) "განათლების შესახებ" წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან შემდეგი გარემოებების გამო:
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მთელი რიგი მუხლები არ შეესაბამება კონსტიტუციას, სახელდობრ, კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად,სახელმწიფო დაკვეთით, განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპების საფუძველზე. ასევე, ამავე კანონის 47-ე მუხლით საშუალო განათლების მიღების ფარგლები, საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი, სახელმწიფო დაკვეთით არის განსაზღვრული, წესი კი - კონკურსით, რომლის პირობებს ადგენს განათლების სამინისტრო.
დეპუტატები თვლიან, რომ "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ორივე მუხლი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის შესაბამისად, მოქალაქეებს სახელმწიფო სასაწავლებლებში საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში, რაც გამორიცხავს ამ უფლებამოსილების სხვა პირებზე, კერძოდ, საქართველოს განათლების სამინისტროზე დელეგირებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტსაც, რომელიც დაშვებულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა სხვაზე გადაცემას იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.
მოსარჩელეები თვლიან, რომ "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 61-ე მუხლი არ შეიცავს იმ ნორმატიული აქტების სრულ ჩამონათვალს, რომლებმაც ძალა დაკარგეს მისი ამოქმედებიდან, რითაც დარღვეულია "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, 31-ე მუხლის მე-4 და 50-ე მუხლის მე-6 პუნქტების მოთხოვნა ნორმატიული აქტების მიღებისა და მანამდე მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის დადგენილი პროცედურა. სარჩელის ავტორთა აზრით, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე - 2 პუნქტის შესაბამისად, "განათლების შესახებ" საქართველოს კანონს არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილია.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფს ასევე მიაჩნია, რომ, როდესაც "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლმა 2003 წლისათვის საშუალო განათლების სახელმწიფო ხარჯზე უზრუნველყოფა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებას დაუკავშირა, არსებითად შეზღუდა საქართველოს სუვერენიტეტი, არ დაიცვა სქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და 48-ე მუხლის მოთხოვნა, რომელთა მიხედვით, საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა, ხოლო საქართველოს პარლამენტი - ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. მოსარჩელეები მოითხოვენ, "განათლების შესახებ" საქართველოს კანონი ცნობილ იქნეს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ზურაბ მარაქველიძე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვს მის უარყოფას. იგი არ იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტთან "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტისა და 47-ე მუხლების შეუსაბამობაზე იმ მოტივით, რომ ეს მუხლები ადგენს პარლამენტის უფლებამოსილების სხვა პირებზე დელეგირებას. იგი თვლის, რომ "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტილან გამომდინარე, ადგენს საშუალო, პროფესიული და უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში უფასო განათლების მისაღებად სახელმწიფო დაკვეთის წესს - კონკურსს. კანონი განათლების სამინისტროს აძლევს მხოლოდ კონკურსის პირობების და არა წესის დადგენის უფლებამოსილებას. უფლებამოსილების დელეგირებას არა აქვს ადგილი არც "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლმა მოქალაქეებს მისცა უფასო განათლების უფლება კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, რის შესაბამისადაც "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის სათანადო მუხლებმა განსაზღვრეს განათლების მიღების საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაკვეთის ფარგლები. სახელმწიფო დაკვეთა, თავისი საბიუჯეტო დაფინანსებით, შეიძლება განისაზღვროს, მხოლოდ სახელმწიფლ ბიუჯეტით, ე.ი. კანონით ბიუჯეტის შესახებ.
მოპასუხე არ ეთანხმება კონსტიტუციური სარჩელის არც მეორე დებულებას "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე და 51-ე მუხლების, 31-ე მუხლის მე-4 და 50-ე მუხლის მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. იგი თვლის, რომ კანონის 61-ე მუხლი სათაურით, "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გაუქმება, "ჩამოთვლის ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ძალას კარგავენ აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით და მაშასადამე, დარღვეული არ არის "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე და 31-ე მუხლების მოთხოვნა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "განათლების შესახებ" საქართველოს კანონი ბათილია და არა აქვს იურიდიული ძალა, ვინაიდან,მოსარჩელე არ ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად,ამ მუხლში აღიშნულ საკითხებს განიხილავს და წყვეტს ნორმატიული აქტის მიმღები ზემდგომი ორგანო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლო და საერთო სასამართლოები მათი უფლებამოსილების ფარგლებში. კანონთა შორის წინააღმდეგობის საკითხებზე წარმოშობილი დავის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების გამოტანა არ შედის საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლით დადგენილ ჩამონათვალში, რომელიც ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხთა წრეს, რის გამოც, კონსტიტუციური სარჩელი, ამ ნაწილში, "საკონსტიუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "გ" პუნქტის შესაბამისდ, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს განსჯადი.
მოპასუხე არ იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებას, რომ "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მითითება, ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებითა და სერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით სახელმწიფოს მიერ თავის ხარჯზე საშუალო განათლების ეტაპობრივი უზრუნველყოფის შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პირველ და 48-ე მუხლებს და ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო დღეს ფორმირების პროოცესშია, სხვა პრობლემებთან ერთად აქვს საფინანსო ეკონომიკური პრობლემებიც და მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ დახმარებებს და კრედიტებს.საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიკაციას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან, მაგრამ ეს არ გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას, მით უმეტეს, ხელშეკრულების დადება ნებაყოფლობითია.
მოპასუხე თვლის, რომ არ არსებობს არა თუ წინააღმდეგობა, არამედ შეხებაც კი, ერთის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის პირველ და 48-ე მუხლებსა და მეორე მხრივ, "განათლების შესახებ" კანონის 47-ე მუხლს შორის; საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლები არ შეიცავს საქართველოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების აკრძალვის ან ნებისმიერ ფინანასურ დახმარებაზე უარის თქმის რაიმე მითითებას; კონსტიტუციის 35-ე და არა პირველი და 48 მუხლები ეხება განათლების საკითხებს და ამ მუხლებს შორის სისტემატური კავშირი არ არსებობს.
მოპასუხე არ ცნობს კონსტიტუციურ სარჩელს არც ერთ ნაწილში და მოითხოვს სარჩელი არ იქნეს დაკმაყოფილებული.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე თვლის,რომ სასწავლო დაწესებულებები არ შეიძლება სამეწარმეო კანონით გათვალისწინებული ფორმით იქმნებოდეს; ფასიანი სწავლება, რა დონეზეც არ უნდა იყოს იგი,საგანმანათლებლო პოლიტიკის პირნციპად არ უნდა იქცეს, ის აუცილებელ გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს; საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში
ფასიანი სწავლების მხარდაჭერა, მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე რომ არაფერი ვთქვათ, პირინციპულად, მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის დებულებიდან გამომდინარე, რომელშიც განცხადებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. სპეციალისტს მიაჩნია, რომ "განათლების შესახებ"საქართველოს კანონის ბათილად ცნობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებით, ვინაიდან, საქმე ეხება ნორმის არსებას-მისი შინაარსის საფუძვლიანობას. კანონის მიღების და ძალაში შესვლის პროცედურული მხარის დარღვევა მართლაც წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამიად, მაგრამ, აქაც უნდა დადგინდეს მასში ჩადებული ნამდვილი შინაარსი (ნება) და გაირკვეს, დაშვებულია არსებითი შეცდომები, რასაც უცილოდ ბათილობა მოჰყვება, თუ ეს შეცდომები უმნიშვნელო ხასიათისაა, რაც კი არ იწვევს ნორმატიული აქტის ბათილობას, არამედ იძლევა მისი შესწორების უფლებას.
სპეციალისტმა, ქ.თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის გამგემ,პროფესორმა თამაზ კარანაძემ აღნიშნა,რომ "განათლების შესახებ"საქართველოს კანონის ზოგიერთი ხარვეზი გამოწვეულია იმით, რომ მისი შემუშავების დროს არც ერთხელ არ იქნა გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი კათედრების წინადადებები და საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის შეხედულებანი. კანონში ერთხელაც არ არის ნახსენები პედაგოგიკა, როგორც მეცნიერება და აქედან გამომდინარე, მასში გამოკვეთილად არ ჩანს დარგის მეცნიერული უზრუნველყოფის, მეცნირული მართვის გზები. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი სწორად მიუთითებს კანონის 47-ე მუხლის წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციის პირველ და 48-ე მუხლებთან და მიაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა ნამდვილად ზღუდავს ქვეყნის სუვერენიტეტს. მაგრამ, მისი აზრით, კანონის ზოგიერთი მუხლის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან არ ნიშნავს კანონის მთლიანად უარყოფას. არასასასურველი მუხლები უნდა შეიცვალოს, მან სხდომას აცნობა, რომ საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერბათა აკადემიაში სულ უფრო პოპულარულია აზრი, რომ ამ ფორმით არსებულ ფასიან სწავლებას სამომავლოდ ბევრი გართულება მოჰყვება, ხოლო, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს სხვა საშუალებას, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უნდა დაუწესდეთ გარკვეული თანხის გადახდა განათლების სფეროსათვის. პედაგოგთა ღირსების დაცვის ასოციაციიდან მოწვეული სპეციალისტი, მანანა ნიკოლაიშვილი არ ეთანხმება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს,დაწყებითი განათლების ხანგრძლივობის 6 კლასით განსაზღვრას. იგი მიიჩნევს რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა მომავალი თაობა სწავლის მიმართ გულგრილი გახდეს. სახელმწიფო არ უქმნის პირობებს განათლების სისტემას, მისთვის გამოყოფილი თანხები არასდროს არ იყო საკმირისი სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად. საქართველოს კონსტიტუციის 35 - ე მუხლის მე-3 პუნქტი ფასიანი სწავლების შემოღების შესახებ მიუღებელია, იგი გამოიწვევს მოსწავლეთა განთესვას, მე-3 საფეხურის სკოლის ლიკვიდაციას. ფასიანი სწავლების შემოღებამ არ აამაღლა მოსწავლეთა ცოდნა, არ გააუმჯობესა მასწავლებლთა მატერიალური მდგომარეობა, ხოლო სკოლიდან განთესილი ახალგაზრდობა დანაშაულერივი სამყაროს გავლენის ქვეშ ექცევა, მოზარდი იჩაგრება.
სპეციტალისტის - მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, ის გარემოება,რომ 2003 წლამდე უფასო საშუალო განათლების შემოღება კანონმა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებას დაუკავშირა, მიუღებელია.უდიდესი კულტურისა და განათლების ქვეყანა საერთაშორისო ორგანზაციებს არ უნდა უთანხმდებოდეს, როგორ გადაწყვიტოს მომავალი თაობის ბედი. ყველასათვის ცნობილია, როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების ლოგიკა: თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც გეტყვით, სესხს ვერ მიიღებთ. სპეციალისტად მოწვეული საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგის პრეზიდენტი, ვახტანგ ხმალაძე არ იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის დებულებას საქართველოს კონსტიტუციასთან "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის და 47-ე მუხლის შეუსაბამობაზე იმ მოტივით, რომ ამ მუხლებით მოხდა პარლამენტის უფლებამოსილების გადაცემა განათლების სამინისტროსა და საგანმანათ ლებლო დაწესებულებებისათვის. საკითხი ეხება პარლამენტის ორ უფლებამოსილებას - უფასო განათლების მიღების ფარგლებს და უფასო განათლების მიღების წესს. სპეციალისტმა განმარტა, რომ განათლების მიღების ფარგლებს განსაზღვრავს "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის არა მხოლოდ 47-ე, არამედ მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, აგრეთვე, 35-ე მუხლი, საიდანაც გამომდინარობს, რომ სახელმწიფო დაკვეთის ფარგლები განისაზღვრება ბიუჯეტით, ბიუჯეტი კი კანონია და მაშასადამე, ეს საკითხი "განათლების შესახებ" კანონმა კონსტიტუციასთან სრული შესაბამისობით გადაწყვიტა.
რაც შეეხება მეორე უფლებამოსილებას - უფასო განათლების მიღების წესს, სპეციალისტი თვლის, რომ "წესი" შეიძლება მოიცავდეს ძირითად პრინციპებსაც და უწვრილმანეს დეტალებსაც, რომელთა ჩამოთვლა საკანონმდებლო წესით შეუძლებელია და მან არ შეიძლება მოიცვას თითოეული სასაწავლებლის სპეციფიკა, მოთხოვნილება და შესაძლებლობა. ამიტომ, საქართველოს კანონი "განათლების შესახებ" არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, როდესაც უფასო განათლების მიღების წესის პირინციპი-კონკურსი - თვითონ განსაზღვრა, ხოლო კონკურსის პირობების შემუშავება განათლების სამინისტროს დაავალა.
სპეციალისტი არ ეთანხმება კონსტიტუციური სარჩელის მეორე დებულებასაც"განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ბათილობის შესახებ იმ მოტივით,რომ მას არ ერთვის ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან. იგი თვლის, რომ კანონის შესაბამისობის დადგენა სხვა კანონის მოთხოვნებთან არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროებში.
სპეციალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ განათლების შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე საშუალო განათლების უზრუნველყოფას უკავშირებს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიუციას, ვინაიდან, ასეთი მითითება ავალდებულებს სახელმწიფოს, დადოს ასეთი შეთანხმება, ხოლო თუ შეთანხმების მეორე მხარე არ არსებობს ან მასთან შეთანხმება ვერ ხერხდება, სახელმწიფო უძლური იქნება აამოქმედოს ზემოაღნიშნული კანონის 47-ე მუხლი, რითაც დაკარგავს ამ მუხლის შესრულების შესაძლებლობას და ვერ განახორციელებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. სპეციალისტი თვლის, რომ "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლიდან ამოღებული უნდა იქნეს სიტყვები: "და საერთაშორისო ფინანსურ ორგაიზაციებთან შეთანხმებით", როგორც საქართვლოს კონსტიუციასთან შეუსაბამო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სოციალურ უფლებასა და ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებულ ღირებულებას. საქართველს კონსტიუცია (მუხლი 35) და საერთაშორისო სამრთლებრივი აქტები, კერძოდ,1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებენ ამ უფლებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში. 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორსო პაქტის თანახმად (მუხლი 13), სახელმწიფო,განათლების უფლების სრულად რეალიზებისათვის,უნდა ესწრაფვოდეს უზრუნველყოს განათლების მიღების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო ღონისძიებათა განხორციელების გზით, მათ შორის, უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლების დამკვიდრების, საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების და უფასო საშუალო განათლების თანდათან შემოღების გზით.
1. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის,რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მესამე პუნქტში მითითებული, უფასოდ საშუალო განათლების მიღების კანონით დასადგენი წესი დადგენილია "განათლების შესახებ" კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტითა და 47-ე მუხლით. უფასოდ საშუალო განათლების მიღების შესაძლო წესებიდან "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის აღნიშნული ნომრები ირჩევენ და ადგენენ ერთს-კონკურსს, ხოლო მისი რეალიზების პარამეტრების საკანონმდებლო აქტით დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ მოითხოვს. "განათლების შესახებ" საქართველოს კანონი განათლების სამინისტროს აძლევს მხოლოდ კანონის მიერ შერჩეული კონკურსის პირობების, მისი ჩატარების წესის და არა უფასო განათლების მიღების წესის დადგენის უფლებამოსილებას. საკანმდებლო აქტით ყველა შესაძლო ფაქტორის გათვლა, მით უმეტეს, არსებული საკანომდებლო პროცედურის გათვალისწინებით, ძალზე რთულია. გარდა ამია, კონსტიუციის სულისკვეთებიდან გამოდინარე,ხელისუფლებათა დანაწილების არსებული მოდელის გათვალისწინბით, კონსტიუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში, სწორედ ისეთი პრინციპზეა საუბარი, რომელიც არსებითად განისზღვრება საკანონმდებლო აქტით დასადგენი წესის, ე.ი. კონკურსის არსს და რომლის განხორციელებას განათლების სამნისტროს მირ დასადგენი კონკრტული გარემოებები და პირობებიც კი ვერ შეცვლის, ანუ იგი ვერ დაადგენს უფასო საშუალო განალების მიღების წესს.
რაც შეეხება უფასოდ საშუალო განათლების მიღების ფარგლებს, "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის სადავო მუხლები (მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი და 47-ე მუხლი) მის განსაზღვრას "სახელმწიფო დაკვეთას" უკავშირებენ და პირდაპირ მიუთითებენ სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსბაზე. ეს უკანასკნელი კი სხვა არაფერია, თუ არა კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. კონსტიტუციის 35-ე მუხლის მოთხოვნა - კანონით უფასო განათლების მიღების ფარგლების განსზღვრისა და წესის დადგენის თაობაზე-თავისთავად არ გულისხმობს მხოლოდ ერთი კანონთ აღნიშნული საკითხების მოწესრიგებას.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის სამი ძირითადი მოთხოვნა, რომ:
ა) უფასო განათლების მიღების უფლების შესახებ საკითხი უნდა დარეგულირდეს ნორმატიული აქტის ისეთი სახეობით, როგოიცაა კანონი;
ბ) კანონმა უნდა დაადგინოს წესი;
გ) კანონმა უნდა განსაზღვროს ფარგლები; "განათლების შესახებ" კანონის სადავო მუხლებით არ დავრღვეულა და შესაბამისდ, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა დელეგირება.
2. მოსარჩელე სვამს საკითხს საქართველოს კონსტიტუციასთან "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შეუსაბამობის თაობაზე, ამ უკანასკნელის "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის სტრუქტურული და პროცედურული ხასიათის მოთხოვნებთან წინააღმდეგობის მოტივით.საკონსტიტუციო სასამრთლო თვლის, რომ არც მოსარჩელე და არც სპეციალისტები არ მიუთითებენ რაიმე დამოკიდებულებაზე "განათლების შესახებ"კანონსა და საქართველოს კონსტიტუციას შორის აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. ასეთ შემთხვევაში კი - გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლიდან და"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონიდან - კანონთა შორის კოლიზიის საკითხზე მსჯელობა არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს კომპეტენციაში,ანუ საკონსტიტუციო სასმართლო ვერ იმსჯელებს საკითხზე-შეესაბამება თუ არა"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის პროცედურული ხასიათის მოთხოვნებს რომელიმე სხვა კანონი, თუკი ასეთი მოთხოვნების შესახებ მსგავსი საკითხი კონსტიტუციაში არ ფიგურირებს. საქართველოს საონსტიტუციო სასამართლოს კომპეტეციაში შედის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ - სამათლებრივ საკითხთა გადაწყვეტა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა, "განათლების შესახებ" კანონის 47-ე მუხლებთან მიმართებით, განხილულ უნდა იქნეს ამ ნორმის მთელი სტუქტურის გათვალისწინებით, კონსტიუციის სთანადო მუხლებთან და მთლიანდ კონსტიუციის სულისკვეთებასთან ერთობლიობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ "განათლების შესახებ" კანონის 47-ე მუხლით, უფასო საშუალო განათლებს მიღებაზე ეტაპობრივი გადსვლის საკითხი დაკაშირებულია ორ პრობასთან: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებასა და საერთაშორისო ფინანსურ ორგგანიზაციებთან შეთანხმებასთან.
პირველ შემთხვევაში საქმე ეხება იმ ფაქტიურ გარემოებას, რომელიც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს კანონმდებლობისათვის, რადგან იგი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას აუცილებლად უხამებს ნორმატიულ აქტებს იმ დროს არსებულ რეალობას. სწორედ ეს არის ასახული საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში, სადაც დაშვებულია უფასო საშუალო განათლების წესი და ფარგლები, ე.ი. კონსტიტუცია გარკვეული პირობების არსებობისას არ გამორიცხავს ფასიან საშუალო განათლებას. ამდენად, ეს პირობა არაფრით არ ზღუდავს კანონმდებელს მის კონსტიტუციურ უფლებებში.
რაც შეეხება საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს შეთანხმებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - მიმართავს რა გრამატიკული განმარტების წესს - მიაჩნია, რომ ამ პირობას სავალდებულო, იმპერატიული ხასიათი აქვს. გამოდის, რომ სახელმწიფო ეტაპობრივად ვერ გადავა უფასო საშუალო განათლებაზე, თუ აღნიშნულ საკითხზე არ იქნა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების თანხმობა,ანუ, თუ 2003 წლამდე რომელიმე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სახელმწიფო მოისურვებს სახელმწიფო დაკვეთის ფარგლების ისეთი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრას, რომელზეც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ იქნებიან თანახმა, კანონში ბიუჯეტის შესახებ, სახელმწიფო ვერ ასახავს თავის უშუალო ნებას. პარლამენტის, როგორც სუვერენული ქვეყნის უმაღლესი წარმომდგენლობითი ორგანოს ნების ფორმირება დამოკიდებული ხდება გარე ფაქტორზე. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად კი: "საქართველოს პარლამნტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომდგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს,კონსტიუციით განსზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთვარობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს".
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ "განათლების შესახებ" კანონის 47-ე მუხლში არსებული ჩნაწერი "... და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით" ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მესამე პუნქტსა და შესაბამისად 48-ე მუხლით საქართველოს პარლამენტისათვის მინიჭებულ სუვერენულ საკანომდებლო უფლებამოსილებას.
ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ჩანაწერის ამოღება კანონის ტექსტიდან არ იწვევს კანონის მთლიანად გადასინჯვის აუცილებლობას, რადგან "განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს საკითხთა გაცილებით ფართო და მნიშვნელოვან სპექტრს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, "განათლების შესახებ" მთელი კანონის ანტიკონსტიუცირად ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა. ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით,48-ე მუხლით, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ა" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 33-ე მუხლით, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტით, 32-ე და 33-ე მუხლებით:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა "განათლების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე;
2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი "განათლების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის 47-ე მუხლის პირველი წინადადების სიტყვები "... და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით";
3. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების დღიდან;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები "განათლების შესახებ" საქართველოს კანონში;
6. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
7. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს შვიდი დღის ვადაში.
1. ა. დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
2. ო. ბენიძე
3. ა. აბაშიძე
4. გ. მეფარიშვილი
5. ნ. შაშკინი
6. ნ. ჩერქეზიშვილი
7. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
8. ზ. ჯინჯოლავა