• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 23 თებერვლის N2/41/1 განჩინება საქმეზე „ელგუჯა ბუბუტეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ელგუჯა ბუბუტეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/41/1
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 23 თებერვალი 1998

კოლეგიის შემადგენლობა:

1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);

2. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);

3. ზაურ ჯინჯოლავა;

სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.

საქმის დასახელება: ელგუჯა ბუბუტეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლები.

საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ელგუჯა ბუბუტეიშვილი (მოსარჩელის წარმომადგენელი – ადვოკატი ნოდარ ნებიერიძე).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1997 წლის 25 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ელგუჯა ბუბუტეიშვილმა.

კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 17 აპრილის დადგენილებით, სახელმწიფო ვალის ანგარიშში, მას გადაეცა სააქციო საზოგადოება “გერგეთის” აქციათა პაკეტის 64,26%, ანუ 868 000 ცალი აქცია, რომელიც აშშ დოლარის ტოლფასია. აქციათა პაკეტის კერძო საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს პროკურატურამ არაკანონიერად მიიჩნია და საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლების საფუძველზე სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს აქციათა პაკეტის გადაცემის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 17 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მიხედვით, ძალადაკარგულად ითვლება, მაგრამ თუ ეს მუხლები ოფიციალურად არ იქნა გაუქმებული, უხეშად დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მისი უფლება.

მოსარჩელე თვლის, რომ სახელმწიფოებრივი კურსი აღებულია მასობრივ პრივატიზებაზე და მის დაჩქარებაზე. პროკურატურის მიერ სახელმწიფოს სახელით პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურია, მით უფრო სარჩელი მიმართულია კეთილსინდისიერი მყიდველის წინააღმდეგ, რომელსაც არამართლზომიერი მოქმედება არ ჩაუდენია და ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მისმა რაიონულმა სტრუქტურებმა წესის დარღვევით მოახდინეს სახელმწიფო ქონების კერძო პირებზე გასხვისება.

მოსარჩელის აზრით, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 91-ე მუხლის მიხედვით, პროკურატურას თავისი ადგილი აქვს მიჩნეული სასამართლო ხელისუფლების სისტემაში, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, კონსტიტუციის მონაპოვრის – საკუთრების კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ანტიკონსტიტუციური სარჩელების აღძვრის გზით ხელყოფისა.

მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლები, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ელგუჯა ბუბუტეიშვილის კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონით “საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსიდან ამოღებულია მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტი და 41-ე მუხლი, რომლებიც შეეხებოდნენ სამოქალაქო სამართლის საქმის აღძვრას სასამართლოში პროკურორის განცხადებით და პროკურორის მონაწილეობას სამოქალაქო სამართლის პროცესში. საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 43-ე მუხლით და საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. ელგუჯა ბუბუტეიშვილის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 და 41-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით _ სამართალწარმოება შეწყდეს;

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები

1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);

2. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);

3. ზ. ჯინჯოლავა.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ