თენგიზ ბეჟაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/43/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 2 მარტი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: თენგიზ ბეჟაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 10 მაისის #371 დადგენილება „საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატ თენგიზ ბეჟაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: თენგიზ ბეჟაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 1 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა თენგიზ ბეჟაშვილმა.
კონსტიტუციურ სარჩელში ავტორი აღნიშნავს, რომ იგი 1990 წლის ოქტომბერში, სიღნაღის #56 საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად.
1991 წლის 10 მაისის საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონის, „საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ მე-5 მუხლის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს #371 დადგენილებით „საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატ თენგიზ ბეჟაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“, მოსარჩელეს დეპუტატისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, ვადამდე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა კანონის უხეში დარღვევით, რადგან „დეპუტატისათვის შეუფერებელი საქციელი“, როგორც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონის „საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ მე-5 მუხლში, შეტანილი იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 10 მაისის #372 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონში „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს უზენაესი საბჭოს ორივე ეს დადგენილება, როგორც დეპუტატ თენგიზ ბეჟაშვილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ასევე საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონში „საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე მიღებული იქნა ერთსა და იმავე დღეს. ოღონდ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა ამ კანონის მე-5 მუხლის იმ დამატების საფუძველზე, რომელსაც საქართველოს უზენაესი საბჭო მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მიიღებს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა წინასწარ გადაწყდა, რადგან იგი არ იყო „მრგვალი მაგიდის“ წევრი და ხშირად უპირისპირდებოდა ზვიად გამსახურდიას. ამის დასტურად მას მიაჩნია ის ფაქტები, რომ 1991 წლის 9 აპრილს იგი ესწრებოდა საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიას, ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს, მაგრამ მისი ხელმოწერა აქტიდან რატომღაც ამოშალეს. გარდა ამისა, როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, მოსარჩელეს ამის შემდეგ კიდევ ორჯერ მიუღია მონაწილეობა მაჟორიტარული წესით სიღნაღის #56 საარჩევნო ოლქში საქართველოს უზენაეს? საბჭოს არჩევნებში, ორივეჯერ გაუმარჯვია, მაგრამ არჩევნების შედეგები ორივეჯერ გაუქმებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ ეს საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და მოითხოვს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტის და მე-40 მუხლის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს მისი კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 10 მაისის #371 დადგენილება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნო? მისი სადეპუტატო უფლებამოსილება 1992 წლის იანვრამდე, ე.ი. საქართველოს უზენაესი საბჭოს დათხოვ?ამდე.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქე თენგიზ ბეჟაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 10 მაისის #371 დადგენილების „საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატ თენგიზ ბეჟაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ არ უნდა იქნ?ს მიღებული არსებითად განსახილველად, შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-40 მუხლით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან.
მოქალაქე თენგიზ ბეჟაშვილის მიერ კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ მოტანილი საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატ თენგიზ ბეჟაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ მიღებულია 1991 წლის 10 მაისს, ე.ი. თითქმის 7 წლის წინ. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა დარღვეულია და მოქალაქე თენგიზ ბეჟაშვილი არ არის უფლებამოსილი კონსტიტუციური სარჩელით მომართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოქალაქე თენგიზ Bბეჟაშვილის კონსტიტუციური სარჩელი არ იქნ?ს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
1.გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ოთარ ბენიძე