თორნიკე ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/47/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 31 მარტი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: თორნიკე ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპურბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის №274 გ განკარგულება.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1.მოსარჩელე: თორნიკე ბაქრაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლოს სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1997 წლის 24 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე თორნიკე ბაქრაძემ.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღოს მისი კონსტიტუციური სარცელი და არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილს №274 გ განკაგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1995 წლის 22 ივნისს მიიღო დადგენილება ,,გია აბესაძის ქ.№10 შენობის თბილისის ებრალეთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ”, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 44-ე მუხლის მოთხოვნები.
როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, ქ. თბილისში, გია აბესაძის №10- ში მდებარე შენობა, 1988 წლის 28 ივნისს, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა თეთრ სტუდიას ,,მეტეხს”. ვინაიდან შენობა ავარიულ მდომარეობაში იყო და მისი ექსპლუატაცია რეკონსტრუქციის გარეშე შეუძლებელი იყო, ხოლო საქართველოს კულტურის სამინისტრომ სახსრების უქნონლობის გამო ვერ შესძლო აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, მან ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე დააყენა საკითხი ამ შენობის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქრთულ-ებრაული საზოგადოების კვლევის ასოციაციისთვის იჯარით გადაცემის შესახებ, რის საფუძვეკლზეც მიღებული იქნა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 23 მაისის განკარგულება, მაგრამ ხელშეკრულებაარ გაფორმებულა იმის გამო, რომ ვერ შესრულდა თეატრისათვის სხვა შენობის გამოყოფის პირობა. ამ პირობის შეუსრულებლობამ საშუალება მისცა თეატრის კოლექტივს 1992 წლის 1 ოქტომბერს №24 წერილით მიემართა საქართველოს კულტურის სამინისროსათვის შენობის ჩაბარებასთან დაკავშირებული წერილის ბათილად ცნობაზე, ხოლო შემდეგ,1992 წელს გაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისის პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტთან, რომელიც იღებდა შენობის აღდგენის და მის შემგომი ექსპლუატაციის ვალდებულებას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან ის წარმოადგენს იმ ოწგანიზაციას (ქ. თბილისის პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობისა სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელს), რომელმაც მონაწილეობა მიიღო შენობის, მიმდებარე ტერიტორიის აღდგენასა და კეთილმოწყობაში და გაწეული აქვს გარკვეული ხარჯები, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ზემოაღნიშნულმა განკაგულებამ დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარეული საკუთრების უფლება და ამიტომ, იგი უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელით მომართოს საქართველოს საკონსიტიტუციო სასამართლოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრიეს განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლუის 5 თებერვლის № 34 განკარგულებით ,, თბილისში ებრაელთა სასაფლაოს ხელყოფის ფაქტის შესახებ”, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრ|თა კაბინეტს დაევალა განეხილა და ხელი შეეწყო საქართველოს ებრაელთა მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვის და მოვლა-პატრონობის პროგრამის განხორციელება.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 5 თებერვლის №34 განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, 1994 წლის 14 აპრილს, გამოსცა №274 გ განკარგულება, რომლის მე-2 პუნქტი ,,ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს ისნტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამმართველოს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში “განიხილონ და ოპერატიულად გადაწყვიტონ ებრაელთა სალოცავი შენობების თავდაპირველი, კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებისა და მათი პირვანდელი დანიშნულებით ამოქმედებისა და ებრაული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მუშაობისათვის იმ შენობის გამოყოფის საკითხი, რომელიც ადრე ებრაულ საზოგადოებებს ეკუთვნოდათ და მჭიდროდ არიან დაკავშირებული მათ ისტორიასა და კულტურასთან”.
1995 წლის 22 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის №12.64.530 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994წლის 14 აპრილის №274გ განკარგულების მე-2 პუნქტის შესასრულებლად, დაკმაყოფილფილდა ქ. თბილისის ებრაელთა საზოგადოების თხოვნა და პირვანდელი დანიშნულებით (ებრაელთა თემის სამლოცველო) ამოქმედების მიზნით, ებრაელთა საზოგადოებას გადაეცა საკუთრების უფლებით გია აბესაძის ქ.№10-ში მდებარე ყოფილი სინაგოგის შენობა .
1997 წლის 8 ივლისს, ქ. თბილისის მერმა თავისი №69 განკარგულებით ”გია აბესაძის №10 შენობის თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ”, გააუქმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წლის 22ივნისს №19.64.530 დადგენილება” გია აბესაძის ქ.№10 შენობის თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ”, როგორც ნაადრევი და უსწორო.
ამჟამად, ქ. თბილისში, გია აბესაძის ქ.№10-ში განთავსებული შენობის, როგორც სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების ობიექტის საკითხი, გარკვეული არ არის და დავა განიხილება საერთო იურისდიქციის სასამართლოში.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ თორნიკე ბაქრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994წლის 14აპრილის №274გ განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგი გარემოების გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული სამართლებრივი აქტი-საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994წლის 14აპრილის №274გ განკარგულების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი, არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმატიულ აქტად, რადგან მისი გამოცემით არ მომხდარა სამართლის ნორმის არც დადგენა, არც გაუქმება და არც შეცვლა. სადავო აქტი არ შეესაბამება საქართველოს 1996 წლის 29ოქტომბრის კანონის ”ნორმატიული აქტების შესახებ” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, არ შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს.
საქართველოს რესპუბლის პრემიერ-მინისტრის სადავო განაკარგულება მოიცავს ინდივიდუალური ხასიათის დავალებებს ცალკეული სახელმწიფო ორგანოების მიმართ. აღსანიშნავია ის გარემოებაც , რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განკარგულება გამოცემული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განკარგულება გამოცემული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განკარგულების სახით, რომელიც არ ქვეყნდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბნეტის დადგენილებათა კრებულში.
ამრიგად, მოსარჩელის მიერ სადავოდ დასახელებული სამართლებრივი აქტი არანორმატიული ხაისათისაა და ამიტომ იგი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 33-ე მუხლით, საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის ,,გ” პუნტქით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მოქალაქე თორნიკე ბაქრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილს №274 გ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით - არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრების:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსნებელი);
4. ზ. ჯინჯოლავა.