თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/3/99 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 22 აპრილი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: “საქართველოს “დოსააფის” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ წარდგინება შემოტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტსა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით.
კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზედამხედველობის წესით შესამოწმებლად შეტანილია საქართველოს პატრიოტული სპორტულ-ტექნიკური საზოგადოების (ამჟამად რეგისტრირებული “საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწყობი პატრიოტული სპორტულ-ტექნიკური კავშირის”) “დიდგორის” “სარჩელი თავდაცვის სამინიტროს მიმართ ქონების დაბრუნების თაობაზე”. დააკმაყოფილა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლომ. ეს გადაწყვეტილება 1998 წლის 24 აპრილის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ “იმის გამო, რომ მოქმედია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილება საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის და მისი უძრავ-მოძრავი ქონების საქართველოს ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ”.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მინისტრთა საბჭოს ზემოაღნიშნული დადგენილება “თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის I პუნქტს, რომლითაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, მისი მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება დაუშვებელია”. წარდგინების ავტორი მოითხოვს განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში დაცული არ არის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირელი პუნქტის შესაბამისად, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს: “თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ამ ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს”.
აქედან, კერძოდ, ჩანს, რომ: 1) კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება მაშინ, როცა საქმე განიხილება შესაბამის სასამართლოში; 2) კონსტიტუციური წარდგინება უნდა შეიტანოს სასამართლომ; 3) კონსტიტუციური შეტანისას სასამართლომ უნდა შეაჩეროს საქმის განხილვა.
ორგანული კანონის ეს იმპერატიული მოთხოვნები სრულებით უგულებელყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიანლი წარდინებაში.
1. კონსტიტუციური წარდგინება შემოტანილია ისე, რომ შესაბამის სასამართლოში არ დაწყებულა საქმის განხილვა. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდენილი დოკუმენტების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილია საჩივარი ზედამხედველობის წესით ქ. თბილისი ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, მაგრმა არ არის შედგენილი პროტესტი, არაა იგი შეტანილი შესაბამის სასამართლოში და, ცხადია, არც საქმის განხილვა არ არის დაწყებული.
2. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უნდა იყოს სასამართლო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კი კონსტიტუციური წარგინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზ. გაბუნიამ მიმართა. ამით აშკარად უგულებელყოფილია აგრეთვე “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 42-ე მუხლის დებულება, რომ “ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქმის განმხილველ სასამართლოს”. ამჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსისი 335-ე მუხლის ძალით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო, რომელსაც ექვემდებარება პროტესტის განხილვა ზედამხედველობის წესით, არის თბილისი საქალაქო სასამართლოს პრეზიდუმი და სწორედ მას – ამ კოლეგიურ ორგანოს და არა ერთპიროვნულად მოსამართლეს უნდა შეეტანა კონსტიტუცუირი წარდგინება. ამგვარად, კონსტიტუციური წარდგინება არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
3. კანონის მიხედვით, სასამართლო” ...შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს”. საქმის განხილვის შეჩერება, ცხადია, გამორიცხულია იმ პირობებში, როცა განხილვა არ დაწყებულა. კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესრულების (საქმის განხილვის შეჩერების) დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად კონსტიტუციურ წარდგინებას თან ერთვის “ცნობა გადაწყვეტილების აღსრულებლის შეჩერების შესახებ“ (“თბილისი ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა... შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებამდე”), რომელსაც ხელს აწერს თბილისი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ა. კალმახელიძე. ამის გათვალისწინებით, არასწორად არის კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული, რომ “საქმე შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებამდე”. მართალია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 334-ე მუხლის პირევლი ნაწილით დადგენილია, რომ შესაბამისი თანამდებობის პირებს უფლება აქვთ შეაჩერონ სათანადო გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ზედამხედველობის წესით საქმის წარმოების დამთვრებამდე, მაგრმა კანონმდებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამათრლოს შესახებ არ თივალისწინებს ამ საფუძვლით (გადაწყვეტილების აღსარულების შეჩერებასთან დაკავშირებით) კონსტიტუციური წარდგინების შეტანის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კონსტიტუციურ წარდგინებაში არასწორად მოიხსენიება წარდგინების შემომტანი სუბიექტი. წარდგინებაში თბილისი საქალაქო სასამარლთოს “მოსარჩელე” ჰქვია, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი მას “წარდინების” ავტორი” ეწოდა.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. მასში აუცილებლდა უნდა იყოს მითითებული “მტკიცებულებები, რომლებიც... კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ... კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას”. თბილისი საქალაქო სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება კი არსებითად დაუსაბუთებულია. მასში მხოლოდ ზოგადად არის ნათქვამი, რო სადავო დადგენილება თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირევლ პუნქტს. ამასთან, აღნიშნული პუნქტი, რომელთან მიმართებითაც დასმულია სადავო აქტის კონსტიტუციურობის საკითხი, არაზუსტად არის მოყვანილი კონსტიტუციურ წარმდგინებაში.
კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით გაურკვეველია მოთხოვნის მოცუობა. წარდგინების ავტორი მოთიხოვს „განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის #91 დადგენილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა“. ამ დადგენილებით კი (1) შეწყდა საქართველოს „დოსააფის“ საქმიანობა და (2) მისი ქონება გადაეცა საქართველოს ეროვნულ გვარდიას, საერთო სასამართლოში განხილული სარჩელი თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება შემოვიდა, ეხებოდა მხოლოდ ქონების დაბრუნების საკითხს. ამ გარემოების გათვალისწინებით გაურკვეველა – მოიცავს თუ არა მოთხოვნის არსი სადავო დადგენილების მი ნაწილსაც, რომელიც საქართველოს „დოსააფის“ საქმიანობის შეწყვეტას შეეხება.
წარდგინებაში სრულად არ არის დაცული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. სახელდობრ, მითითებული არ არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას აძლევს.
კონსტიტუციურ წარდგინებაში თვით ამ დოკუმენტის შედგენის თარიღიც კი არ არის მითითებული.
ამგვარად, კონსტიტუციური წარდგინება არც ფორმითა და არც შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43–ე მუხლის მე–5, მე–7 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და 21–22 მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად თბილისის საქალქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საქართველოს „დოსააფის“ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის #91 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე:
2. ეს განჩინება საბოლოაა და გასაჩივრებას ან გადასიჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე
ოთარ ბენიძე
ნიკოლოზ შაშკინი
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ო. ბენიძე