საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/2/101 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ავთანდილ დემეტრაშვილი, გია მეფარიშვილი, ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 17 მარტი 1999 |
პლენუმის შემადგენლობა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ავთანდილ აბაშიძე;
4. გია მეფარიშვილი;
5. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
6. ნიკოლოზ შაშკინი;
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
8. ლამარა ჩორგოლაშვილი;
9. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულების - ,,ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“ - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელის - საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიზო მჭედლიძე;
2. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ მარაქველიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აღნიშნავს, რომ 1999 წლის 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო 1999 წლის 12 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე საქმის განხილვა დაიწყო 1999 წლის 25 თებერვალს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ზურაბ მარაქველიძის შუამდგომლობით საქმის განხილვა გადაიდო. სასამართლომ სხდომა განაახლა 1999 წლის 5 მარტს, მაგრამ საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის გამო საქმის განხილვა კვლავ გადაიდო 1999 წლის 17 მარტისათვის.
1999 წლის 17 მარტის სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიზო მჭედლიძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. მან აღნიშნა, რომ ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ამის გამო სადავო დებულებამ ძალა დაკარგა. ამჟამად მოსარჩელეებს განზრახული აქვთ გააფართოონ სასარჩელო მოთხოვნა, რისთვისაც საჭიროა ახალი რწმუნებულების წარმოდგენა. ამასთან დაკავშირებით გ. მჭედლიძემ მოითხოვა საქმის განხილვის გადადება ერთი კვირის ვადით.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ზურაბ მარაქველიძე არ დაეთანხმა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნას. მან მიუთითა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც უკვე გამოქვეყნდა 1999 წლის 12 მარტს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. აქედან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, დავის საგანი აღარ არსებობს და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქმე უნდა შეწყდეს.
მხარეთა მიერ დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის განხილვის მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ამასთანავე, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე - ,,საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”;
2. ამ განჩინების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” ორგანულ კანონზე მოსარჩელე მხარის მიერ შემოტანილი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს რიგგარეშე;
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
პლენუმის წევრები:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ავთანდილ აბაშიძე;
4. გია მეფარიშვილი;
5. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
6. ნიკოლოზ შაშკინი;
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
8. ლამარა ჩორგოლაშვილი;
9. ზაურ ჯინჯოლავა.