ყოფილი მოსამართლეები
ვახტანგ გვარამია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდაიბადა 1939 წლის 7 ნოემბერს ქ. ფოთში.
1957წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.ფოთის საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
მუშაობდა ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის იურისტკონსულტად(1962-1963).
1963 წლის აგვისტოდან 1990 წლამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში და გაიარა სამსახურებრივი იერარქიის თითქმის ყველა საფეხური, ქ. ფოთის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების გამომძიებლის თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილემდე.
1990 წელს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.
1991 წელს მიენიჭა იუსტიციის მე-3 კლასის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.
1994-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 1999 წლიდან 2003 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრი.
2003 წლის 23 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.
2003 წლის 23 სექტემბერიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის ჩინი .
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.