სააპლიკაციო ფორმები

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ქვემოთ მითითებული ბმულებიდან, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2019 წლის 17 დეკემბრის N119/1 დადგენილებით დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმები.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის  თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელი და წარდგინება იბეგრება სახელმწიფო ბაჟით, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კანონით. სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო ფინანსური რეკვიზიტების მისაღებად მიჰყევით ბმულს: ანარიშის/ბაჟის ნომერი: დოკუმენტის ჩამოტვირთვა

 


სააპლიკაციო ფორმა N1 სახელწოდებით „კონსტიტუციური სარჩელის ფორმა“ არის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით საქართველოს ნორმატიული აქტის შესაბამისობის შესახებ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შემოსატანი კონსტიტუციური სარჩელის ფორმა.

 

კონსტიტუციური სარჩელის ფორმა

 


სააპლიკაციო ფორმა N2 სახელწოდებით „საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ფორმა“ არის საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის/მოსამართლეთა მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში შემოსატანი კონსტიტუციური წარდგინების ფორმა.

 

საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ფორმა

 


სააპლიკაციო ფორმა N3  სახელწოდებით „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან/და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5 ის მიერ წარსადგენი კონსტიტუციური სარჩელის ფორმა“ არის დასახელებულ პირთა მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში შემოსატანი კონსტიტუციური წარდგინების ფორმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან/და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5 ის მიერ წარსადგენი კონსტიტუციური სარჩელის ფორმა

 


 

სააპლიკაციო ფორმა N4  სახელწოდებით „სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ფორმა“ არის , ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსატანი სასამართლოს მეგობრის ფორმა.

 

სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ფორმა