წლიური ანგარიში
ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.
დოკუმენტი აერთიანებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამებასა და ანალიზს. მასში წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე, იგი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია არა მხოლოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შტოებისათვის, არამედ მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ინსტრუმენტია საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის მსურველი პირების, მასმედიის წარმომადგენლების, აკადემიურ წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებულ ნებისმიერი პირისათვის.
ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2020 წელი
ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2019 წელი
ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2018 წელი
ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2017 წელი